სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო. კერძოდ, 2 ოქტომბერს სოხუმის აეროპორტმა რუსეთის ქალაქ ბარნაულიდან პირველი სამგზავრო თვითმფრინავი მიიღო. შედეგად, ალტაის მხარესა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.

ფრენები ბარნაული–სოხუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ, პარასკევობით შესრულდება. რეისებს რუსული ავიაკომპანია Nordwind-ი ასრულებს.

აფხაზური მედიის ცნობით, ბარნაულსა და სოხუმს შორის დამაკავშირებელი პირველი რეისით სულ 258-მა ადამიანმა იმგზავრა.

შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეგულარული სამგზავრო რეისი 2025 წლის 1 მაისს მიიღო. მას შემდეგ რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით ფრენების გეოგრაფია გაფართოვდა.