"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე დებატები გაიმართა.
ევროპარლამენტარებმა "ქართული ოცნების" აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს.
"ზოგი ფიქრობს, რომ საქართველო "წაგებული" საქმეა. "შევეგუოთ სიტუაციას, ვიყოთ რეალისტები". ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენ, ლიეტუველებიც, დაკარგულები ვიყავით, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს. უმრავლესობას ჯერ კიდევ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს. მან აიძულა გერმანული პოლიტიკური ფონდები, დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისში. ის ციხეში სვამს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის შრომობს. ეს არ არის ძალა, ეს შიშია. ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია ქართველი ხალხის ნების უარყოფით. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოში "ბიძინიზაციაც“ დამარცხდება. რუსეთი არავისთვის არ არის მომავალი. უკრაინა ჯერ კიდევ დგას და იბრძვის. სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი მოსკოვის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ასე რომ, იმედი დაკარგული არ არის. სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლა. სანქციები აუცილებელია ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ. ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა დაიცადონ. თავისუფლების სურვილი შიშზე ძლიერია. ჩვენ უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით," — განაცხადა ევროპარლამენტის მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა მმართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სასოწარკვეთილ ნაბიჯად შეაფასა და მას საბჭოთა კავშირში დაბრუნება უწოდა. ტობიასმა, იუკნევიჩიენეს მსგავსად, განაცხადა, რომ დროა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაწესდეს და ამით "ქართული ოცნების" საბჭოთა ფანტაზიები ისტორიის წიგნების ბნელ გვერდებზე გაიგზავნოს.
"კოლეგებო, რამდენად სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარი პარტიის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს? რამდენად დაშინებული უნდა იყოს საკუთარი ხალხისგან, რომ სცემოს მშვიდობიანი მომიტინგეები, დააპატიმროს ჟურნალისტები და გამოიყენოს ქიმიური საშუალებები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? მაგრამ სწორედ ამის მოწმენი ვართ საქართველოში, სადაც ქართული ოცნების რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა რევანშის უცნაურ რეჟიმში გადავიდა — საზღვარგარეთ საქართველოს ევროპული მომავლისგან ჩამოშორებითა და კრემლის ორბიტაზე დაბრუნებით, ხოლო ქვეყნის შიგნით საბჭოთა სტილის ერთპარტიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობით. მაგრამ ქართულ ოცნებას ერთი პრობლემა აქვს — თავად ქართველებს არ სურთ, კვლავ გახდნენ Homo Sovieticus (საბჭოთა ადამიანი). მათ არ სურთ, უბრალოდ თავი დახარონ და გაჩუმდნენ. ქართველებმა იგემეს თავისუფლება. მათ იგემეს ევროპა და არცერთზე არ იტყვიან უარს. სწორედ ამიტომ არ უნდა ვთქვათ ჩვენც უარი საქართველოზე; სწორედ ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, როგორებიცაა მზია ამაღლობელი. სწორედ ამიტომ უნდა დავაწესოთ სანქციები საქართველოს დე ფაქტო ლიდერ ივანიშვილზე. სწორედ ამიტომ უნდა გავაგზავნოთ "ქართული ოცნების" საბჭოთა ფანტაზიები იქ, სადაც მათი ადგილია — ჩვენი ისტორიის წიგნების ყველაზე ბნელ გვერდებზე. რადგან საქართველოს მომავალი ევროპას ეკუთვნის. გმადლობთ," — განაცხადა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა.
ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ საუბარი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც დაუთმო და მისი გათავისუფლება მოითხოვა. გოშევსკამ ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ "მხოლოდ დაგმობა" არ არის საკმარისი და დროა სანქციებს მიმართონ.
"ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში და ქვეყანას რუსული დიქტატურისკენ მიჰყავს. მან მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები, დაუქვემდებარა მართლმსაჯულების სისტემა, ავიწროებს ოპოზიციას და სურს თავისი პოლიტიკური ოპონენტების პარტიების აკრძალვა. ეს უკვე აღარ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა. შევწყვიტოთ მხოლოდ დაგმობა. დროა გადავიდეთ გადამჭრელ, კოორდინირებულ ქმედებებზე ივანიშვილის, მისი ქონებისა და იმ ადამიანების მთელი ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ამ რეპრესიულ სისტემას ინარჩუნებენ. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ევროპას, და არა ივანიშვილს, არა პუტინს," — განაცხადა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ.
ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი პარტიების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გერმანული ფონდების დახურვასაც გამოეხმაურა. ევროპარლამენტარისთვის ირონიულია, რომ ქართული ოცნების რამდენიმე წარმომადგენელი აღნიშნული ორგანიზაციების დახმარებით ევროპაში სწავლობდა.
"ორგანიზაციებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანეს საქართველოს წარმატებაში. და ირონიულია, რომ ზოგიერთი მათგანი მუშაობდა და სწავლობდა ამ ორგანიზაციებში, ასე რომ, მათ ისწავლეს დემოკრატია, რათა მოგვიანებით ის გაენადგურებინათ. ქართველი ხალხი არაფრით ჰგავს ამ რეჟიმს. ისინი თავით ფეხებამდე ევროპელები არიან, ისევე როგორც ჩვენ. მუდმივად იბრძვიან თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. ამიტომ მეც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველა სისხლიანი რეჟიმი ეცემა. ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ელენე ხოშტარია, გათავისუფლდება და მათ, ვინც ქართველი ხალხის ნაცვლად რუსეთს ემსახურებოდა, მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ თავისი ღალატისთვის," — განაცხადა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.
ცნობისთვის, კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს იქნა შეტანილი. მაშინ საუბარი იყო 3 პარტიის აკრძალვაზე. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).
სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).
მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".
ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო.
ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, გახარია საქართველოსთვის აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმდინარე წლის 21 სექტემბერს მიმართა.
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
კომენტარები