პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
ფოტო: საქართველოს პენცენტრი
სულ ცოტა ხნის წინ ლიტერატურული პრემია ლიტერას 2026-ის მოკლე სია გახდა ცნობილი. ჟიურიმ ხუთ ნომინაციაში 25 ფინალისტი გამოარჩია.
წლის საუკეთესო დებიუტი
- თაკო წულაია — არაფერი არ გვემართება (გამომცემლობა პალიტრა L);
- თინათინ ხუტურიძე — უთხარით ქარებს (გამომცემლობა კალმოსანი);
- გიორგი შარაშენიძე — რკინის წიდა (გამომცემლობა ინტელექტი).
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- გაგა ნახუცრიშვილი — ქოხი მთაში (გამომცემლობა კალმოსანი);
- ნინი ელიაშვილი — ბავშვს სადაც უნდა, იქ დადგება (გამომცემლობა კალმოსანი);
- ბექა ახალაია — Homo-მაგნიტი (გამომცემლობა ჯადოსნური სახლი);
- ნატო ინგოროყვა — Momento Memorias (გამომცემლობა ინტელექტი);
- თამარ ჟღენტი — მელიას კუდი (გამომცემლობა ინტელექტი);
- გიორგი ხარაიშვილი — მექანიკური ტრაგედიები (გამომცემლობა ინტელექტი);
- ალეკო ცქიტიშვილი — თავები (გამომცემლობა ინტელექტი);
- მინდია არაბული — საუკუნო უკუნი (გამომცემლობა მატარებელი კომიქს)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- დავით ქართველიშვილი — ცვილის ფიგურები (გამომცემლობა პალიტრა L);
- ლაშა იმედაშვილი — უკან, მომავალში (სულაკაურის გამომცემლობა);
- ალეკო შუღლაძე — ქალი სამრეკლოზე (გამომცემლობა ინტელექტი);
- ცოტნე ავსაჯანიშვილი — ქართლის ხეობებს ასდის ნისლები (გამომცემლობა ინტელექტი).
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- შოთა იათაშვილი — მკვლელი მწერლები (გამომცემლობა დიოგენე);
- გიორგი კაკაბაძე — მიზეზთა ბუნება (გამომცემლობა ინტელექტი);
- ბექა ქურხული — უკრაინული დღეები 3 (გამომცემლობა ინტელექტი);
- გიორგი კეკელიძე — სიკვდილის გაუქმება (გამომცემლობა პალიტრა L);
- არჩილ ქიქოძე — პერუს დღიური (სულაკაურის გამომცემლობა);
- მიხეილ ჩარკვიანი — როგორ გადავურჩეთ დიქტატურას (გამომცემლობა ღია სივრცე — ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი).
წლის საუკეთესო რომანი
- არჩილ ქიქოძე — ომი (სულაკაურის გამომცემლობა);
- ივა ფეზუაშვილი — ედელვაისებს (გამომცემლობა ინტელექტი);
- ლექსო პაიკიძე — Guate (გამომცემლობა ბენდესი);
- გოგა ქობალია — სიკვდილი პაპანაქება მზეში (გამომცემლობა ინტელექტი).
პრემია ლიტერას 2015 წლიდან მწერალთა სახლი გასცემდა, მაგრამ 2021 წელს კულტურის სამინისტრომ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევა დაიწყო და კონკურსში თავისი წარმომადგენელი იოსებ ჭუმბურიძე ჟიურის წევრად დანიშნა. მაშინ სამინისტროს ჟიურის წევრის უკან გაწვევა მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ და ლიტერას მონაწილეების დიდმა ნაწილმა სთხოვა, თუმცა, ჭუმბურიძე ჟიურიში დარჩა. საბოლოოდ, ჟიური მის გარდა ყველა წევრმა დატოვა, ლიტერა 2021 კი გაუქმდა. საქართველოს პენცენტრის ინიციატივით, იმ წელს კონკურსი თავისუფალი ლიტერა ჩატარდა. მას შემდეგ პრემიას სწორედ საქართველოს პენცენტრი გასცემს.
- წულუკიანი ლიტერაზე: ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს
- ლიტერას ჩაშლის შემდეგ, წულუკიანმა ახალი პრემია, "წლის საუკეთესო" დააფუძნა
მწერლების ბოიკოტი მწერალთა სახლს
2023 წლის აგვისტოში ნატა ლომოურს, რომელიც მწერალთა სახლს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა, სამინისტროდან წერილობით აცნობეს, რომ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურებოდა. ლომოურის თქმით, უწყებას მან წერილობითვე მიმართა, რომ უფლებამოსილების გაგრძელებით იყო დაინტერესებული, თუმცა, პასუხი არ მიუღია. მან აღნიშნა, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა, "ისევე, როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში, თითქმის არ ყოფილა ურთიერთობა" მათსა და სამინისტროს შორის.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ 2019 წელს მწერალთა სახლი გააუქმა, რასაც ქართველი ლიტერატორების პროტესტი მოჰყვა. ორგანიზაციის ნაცვლად მაშინ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი დაარსდა.
სამინისტროს ჩარევით ხელმძღვანელობის შეცვლა არაერთმა ქართველმა მწერალმა გააპროტესტა, მათ შორის, ლაშა ბუღაძემ და არჩილ ქიქოძემ. ბევრმა ავტორმა და მთარგმნელმა დაწესებულებას ბოიკოტიც გამოუცხადა.
- "ახალ ხელმძღვანელობას წვლილი არ შეუტანია" — ფეზუაშვილი თავისი წიგნის თარგმნაზე
- მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia limited who can comment
ნატა ლომოურმა, რომელიც ახლა საქართველოს პენცენტრის აღმასრულებელი დირექტორია,
თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის 2023 წელს პრემია საბა მიიღო.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები