AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
ევროპარლამენტში ქართული ოცნების მიერ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის თაობაზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმეს და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს.
სხვა ევროპარლამენტარებისგან განსხვავებით, ქართული ოცნების კრიტიკის გამო გერმანული მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, AfD-ის წევრმა, თომას ფროლიხმა ევროპარლამენტი "ორმაგ სტანდარტებში" დაადანაშაულა. ფროლიხმა ევროპარლამენტარებს ჰკითხა: "საერთოდ რა გაწუხებთ საქართველოში?".
"ორმაგი სტანდარტები აღარ შეიძლება! თქვენ დარდობთ ხვალ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვაზე? მაშინ რატომ გსურთ გერმანიაში AfD-ის აკრძალვა, ხოლო ევროპულ დონეზე — ESN პარტიის? საერთოდ ამჩნევთ ამ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას? მას, ვინც საკუთარ ქვეყანაში ესხმის თავს დემოკრატიას, არ აქვს უფლება, აღელვდეს სხვაგან სავარაუდო დემოკრატიულ ხარვეზებზე! თქვენ სრულიად კარგავთ ნდობას. ნდობის ეს ნაკლებობა ჩანს თქვენს სელექციურ აღშფოთებაშიც — როდესაც უკრაინაში 20-ზე მეტი პარტია აიკრძალა, არანაირი პროტესტი არ ყოფილა, პირიქით, ზელენსკი კიდევ უფრო მეტი მილიარდით დააჯილდოვეთ. [...]
საერთოდ რა გაწუხებთ საქართველოში? ქვეყანა ვითარდება — 8%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაზეც ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. Chandler Good Governance Index-ში საქართველო უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა, ხოლო World Justice Project-ის კანონის უზენაესობის რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. რაზე ვსაუბრობთ აქ საერთოდ?
თქვენ საერთოდ არ გადარდებთ დემოკრატია და ჩართულობა. საქმე ისაა, რომ საქართველო უარყოფს woke სიგიჟესა და ლგბტ პროპაგანდას, რადგან სურს, შეინარჩუნოს თავისი ძლიერი ქრისტიანული ტრადიცია. საქმე ისაა, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, რადგან არ სურს, გახდეს მეორე უკრაინა! ეს უნდა გავითვალისწინოთ," — განაცხადა მემარჯვენე-პოპულისტმა პოლიტიკოსმა.
AfD სწორედ ის პარტიაა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მრავალჯერ მოიშველიებს არგუმენტად საქართველოში პარტიების აკრძალვაზე საუბრისას.
11 სექტემბერს პაპუაშვილmა განაცხადა, რომ გერმანიაში AfD-ის აკრძალვაზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქართველოში საუბარია იმ პარტიების აკრძალვაზე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას, მისი შეფასებით, არაერთი დანაშაული ჩაიდინეს — მათ შორის, წამების სისტემა და ბიზნესის რეკეტი შექმნეს და ტერიტორიები დაკარგეს.
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
კომენტარები