გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე საქართველოს რეზოლუცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა.
როგორც საგარეო უწყება იტყობინება, გასული წლის მსგავსად, რეზოლუცია კონსენსუსით იქნა მიღებული, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებაა.
"ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.
რეზოლუცია ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას.
რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2026 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს", — წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2017 წლიდან ყოველწლიურად წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს.
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა — სანქცირებულთა შორის თინა კანდელაკია
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები