შალვა პაპუაშვილი: პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 თვე აქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე. კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი იანვრის მეორე ნახევარში უნდა გახდეს ცნობილი.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნა "არა თუ მათი ტაქტიკა, ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებაა, რომელსაც მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი". ის ამტკიცებს, რომ სარჩელი "ძალიან დასაბუთებულია და ის პარტიები, რომლებიც დასახელებული ჰყავთ სარჩელში, ანტიკონსტიტუციურები არიან.
"სასამართლოს თავისი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მათ შორის სარჩელს გაეცნოს. მთავარია, რომ ეს ვადებში იყოს და ეს ვადები არ არის გრძელი, დათქმულია — 9 თვე არის ვადა განსაზღვრული კანონმდებლობით, ასე რომ ეს არ არის ისეთი ვადა, რომელიც ძალიან შორეულ მომავალში იქნება.
რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დასაბუთებულია ჩვენი სარჩელი და ის პარტიები, რომლებიც ჩვენ დასახელებული გვყავს სარჩელში, არიან ანტიკონსტიტუციურები და ამისთვის გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან დარწმუნებულები ჩვენ არგუმენტებში და დარწმუნებულები ვართ, შევძლებთ დავარწმუნოთ საკონსტიტუციო სასამართლო ამ არგუმენტების სისწორეში", — ამბობს პაპუაშვილი.
მისი თქმით, გერმანიაში AfD-ის აკრძალვაზე საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ პარტიას დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო საქართველოში საუბარია იმ პარტიების აკრძალვაზე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას, მისი შეფასებით, არაერთი დანაშაული ჩაიდინეს — მათ შორის, წამების სისტემა და ბიზნესის რეკეტი შექმნეს და ტერიტორიები დაკარგეს.
შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზეც გააკრიტიკა ბრიუსელი და ევროკავშირი. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს პარტიის აკრძალვის გამო, მაგრამ თუ პარტია ანტიკონსტიტუციურია, "მისი აკრძალვა შეიძლება".
"როდესაც ბრიუსელიდან გვესმის, რომ პარტიის აკრძალვა დემოკრატიაში როგორ შეიძლება. ძალიან კარგადაც შეიძლება, თუკი ანტიკონსტიტუციური პარტიაა, მას არაფერი ესაქმება პოლიტიკურ სივრცეში და ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია. ახლა ვისმე თუ სხვა წარმოდგენა აქვს, მიხედოს თავის კონსტიტუციას.“
...ეს არის არა თუ ტაქტიკა, ეს არის ჩვენი საარჩევნო დაპირება, რომელსაც მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა. ამასაც აქვს მნიშვნელობა, როდესაც ჩვენ კრიტიკოსებზე ვსაუბრობთ. ამ სარჩელის უკან დგას არა მხოლოდ საპარლამენტო წარმომადგენლობა, არამედ ამ სარჩელის უკან დგას საქართველოს მილიონ 120 ათასი ამომრჩეველი.
ასე რომ, ეს არის არა მხოლოდ შინაარსობრივად მყარი, არამედ ეს არის დემოკრატიულად მყარი და ლეგიტიმური სარჩელი. არის საარჩევნო დაპირება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ", – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერი იქნება შეტანილი და მაშინ მოთხოვნა იყო 3 პარტიის აკრძალვა. ესენია: ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა (ენმ), კოალიცია ცვლილებისთვის (გვარამია, მელია, გირჩი, დროა), ძლიერი საქართველო — ლელო (ხალხისთვის, თავისუფლებისთვის).
სარჩელს 88 დეპუტატი აწერდა ხელს (ქართული ოცნება + ხალხის ძალა + ევროპელი სოციალისტები).
მეორე (განახლებული) სარჩელი: 2026 წლის 20-21 აპრილს შეიტანეს. ქართულმა ოცნებამ ძველი სარჩელი უკან გამოითხოვა და ახალი შეიტანა, სადაც იმავე სამ პარტიას დაემატა მეოთხე — ფედერალისტები (თამარ ჩერგოლეიშვილი, გიგა ბოკერია). მიზეზად დაასახელეს 2026 წლის 2 მარტს შექმნილი ოპოზიციური ალიანსი, რომელშიც 9 პარტია გაერთიანდა და ფედერალისტებმაც გაიზიარეს "არაკონსტიტუციური მიზნები".
ორივე შემთხვევაში, მცირე პარტიები (დროა, გირჩი-მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია) სარჩელში მოხსენიებულია, მაგრამ მათი აკრძალვა ჯერჯერობით მოთხოვნილი არ არის "არსებითი გავლენის არქონის" გამო. სარჩელში გახარია საქართველოსთვის საერთოდ არ ფიგურირებს.
მეტი პარტიების აკრძალვაზე:
- შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ასაკრძალი პარტიების სიას "ფედერალისტებიც" დაემატება
- საიამ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
- გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც "ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვას ითხოვს
- ირაკლი კუპრაძე: ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ლელოს კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები