826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 826 ორგანიზაციისა და 743 ფიზიკური პირის სანქციების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირეს. ეს ევროკავშირის სანქციების ერთჯერადად ყველაზე მასშტაბური გაფართოება იქნება, — წერს "რადიო თავისუფლებისა" და ტელეკომპანია "ნასტაიაშაია ვრემიას"-ს საგამოძიებო პროექტი "სისტემა", რომელმაც დოკუმენტი შეისწავლა.
დოკუმენტის თანახმად, სანქციების სიაში მოხვედრილი ორგანიზაციები რუსეთის მთავრობის მიერ შედგენილ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოთა ჩამონათვალში შედიან. ფიზიკური პირები კი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები არიან.
ზოგიერთი საწარმოს მიმართ სანქციები პირველად არ დაწესდება — ევროკავშირი მათთვის უკვე მოქმედ შეზღუდვებს გააფართოებს. "სისტემის" წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის ახალი სანქციების სია ოფიციალურად მომავალ კვირას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოცხადდება.
სანქციები გემთმშენებელ ქარხნებს, რაკეტებისა და ტომრების მწარმოებლებს შეეხება
შეთანხმებულ სიაში დიდი სამრეწველო საწარმოებია, მათ შორის გემების სარემონტო ქარხანა "ზვეზდოჩკა" და "ადმირალთა გემთმშენებლობები", ასევე რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებლები.
შეზღუდვები "როსკოსმოსის" საწარმოებსაც შეეხება, მათ შორის გაერთიანებულ სარაკეტო-საეროკოსმოსო კორპორაციას. სიაში ასევე მოხვდა მსუბუქი მრეწველობის ის ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მუშაობენ, მათ შორის კიროვის ხელოვნური ტყავის კომბინატი და კურგანის სამკერვალო ფაბრიკა.
საბოლოო სიაში თავდაპირველად დაგეგმილზე ერთი ორგანიზაციითა და ერთი პირით ნაკლები აღმოჩნდა. სიიდან ამოიღეს სოლიკამსკის მაგნიუმის ქარხანა და მისი დირექტორი რუსლან დიმუხამედოვი.
"სისტემის" ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში შესული ყველა ორგანიზაცია რუსეთის თავდაცვისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოთა დახურულ რეესტრშია, რომელსაც რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო აწარმოებს. რეესტრის სრული ვერსია 2025 წელს ცენტრმა "დოსიემ" მოიპოვა.
რეესტრში შედიან სახელმწიფო თავდაცვის შეკვეთების მთავარი შემსრულებლები, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კონტრაქტორები და მომწოდებლები, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებად მიჩნეული ორგანიზაციები.
2025 წლის დასაწყისისთვის რეესტრში, ფილიალების ჩათვლით, 6344 ორგანიზაცია ირიცხებოდა. შესაბამისად, ევროკავშირის ახალ სიაში მრეწველობის სამინისტროს რეესტრში არსებული საწარმოების მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა.
რეესტრში ყველაზე დიდი წილი რადიოელექტრონიკის ინდუსტრიის საწარმოებს უკავია — 2 ათასზე მეტ ორგანიზაციას. გარდა ამისა, ჩამონათვალშია საავტომობილო და სარკინიგზო მრეწველობის 619 კომპანია, ქიმიური მრეწველობის 432 და მეტალურგიის 429 საწარმო, ასევე ავიაციის 390 და გემთმშენებლობის 265 ორგანიზაცია.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები