თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა 8 ტრაილერი. ადგილობრივი მედიის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო გზაზე, ესენქიის დასახლებაში, ფერდობიდან ჩამოშლილი კლდე და მიწის მასა სატვირთო ავტომობილების სადგომზე ჩამოიშალა. შემთხვევის ადგილზე ჟანდარმერიის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD), სახანძრო სამსახურისა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.

მეწყრის დროს სატვირთოს გვერდით მდგომ მძღოლს კლდის ნაშალი დაეცა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარის შედეგად სატვირთო ავტომობილების სადგომზე ტრაილერები დაზიანდა.