5 რჩევა, რომელიც თქვენი ტურისტული ბიზნესის წარმატებაში დაგეხმარებათ
ფოტო: Shutterstock
საქართველოში ტურისტული ბიზნესის კეთებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. წარმატებულ ბიზნესს რთული მექანიზმი აქვს. მას მხოლოდ კარგი გუნდი და საკმარისი ფული არ შველის, მასთან ერთად კარგი ალღო და კრეატიული მიდგომაა საჭირო. იმისთვის, რომ თქვენი ტურისტული ბიზნესი წარმატებული იყოს, სხვა მრავალ კომპონენტთან ერთად, ხუთ აუცილებელ გამოწვევას უნდა გასცეთ ადეკვატური პასუხი.
1. კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს კონცეფცია
სანამ ამა თუ იმ ბიზნესში ფულის ჩადებას გადაწყვეტთ, კარგად გაანალიზეთ, რამდენად დიდია ბაზარზე მოთხოვნა. ხშირად ისე ხდება, რომ რაიმე იდეით შეპყრობილ დამწყებ ბიზნესმენებს იმედები უცრუვდებათ, რადგან წაგებაში რჩებიან. სინამდვილეში ეს იმის ბრალია, რომ ისინი ბიზნესს ვიწროდ, მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან უყურებენ. ასეთი შეცდომა არასოდეს დაუშვათ. სანამ კომპანიას დაარეგისტრირებთ და ინვესტიციას განახორციელებთ, ჰკითხეთ თქვენს მეგობრებს, ქუჩაში უბრალო გამვლელებს ან ექსპერტებს, იქნებოდნენ თუ არა თქვენი სერვისის მომხმარებლები.
მეორე და აუცილებელი ეტაპია ბაზრის ანალიზი და კონკურენტების შესწავლა. თქვენი მთავარი მოვალეობაა გაარკვიოთ, არსებობენ თუ არა ამ ბიზნესში თქვენი კონკურენტები. თუ კი, უნდა შეისწავლოთ მათი პლუსები და მინუსები. პლუსები უნდა გააუმჯობესოთ, ხოლო მინუსები მაქსიმალურად აღმოფხვრათ. სასურველია მათი შემოსავლების შესახებაც შეიქმნათ წარმოდგენა და დაახლოებით მაინც იცოდეთ, რამდენად შეგიძლიათ გადაასწროთ კონკურენტებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბაზარზე თქვენი მსგავსი არავინაა, უფრო სიღრმისეული ანალიზი გმართებთ.
ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა განიხილოთ დეტალურად, თუ როგორი იქნება თქვენი ბიზნესის კონცეფცია. გახსოვდეთ, რომ იდეა და კონცეფცია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნებებია. იდეა შეიძლება იყოს შაურმის ბიზნესი, მაგრამ შაურმის გაყიდვა სულ სხვა კონცეფციების დამუშავებას მოითხოვს. კარგად განსაზღვრეთ ბიუჯეტი, სტაფის სიდიდე და მოვალეობები. დაიანგარიშეთ მინიმუმ და მაქსიმუმ რამდენი დაგიჯდებათ თქვენი სერვისის შექმნა და რა ხერხებით გაავრცელებთ მას.
2. კაუცილებლად განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია
ტურისტულ ბიზნესში სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა განსაკუთრებით რთული საქმეა. პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ, ადგილობრივებისთვის ქმნით სერვისს, უცხოელებისთვის თუ ყველასთვის? მეორე, თქვენ უცილობლად უნდა შეისწავლოთ ქვეყნის ტურისტული სტატისტიკა, თუ რომელი ქვეყნებიდან, რამდენი ხნით და რა ასაკის ადამიანები ჩამოდიან საქართველოში.
სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა დაგეხმარებათ უკეთესად დაითვალოთ თქვენი ხარჯები და სავარაუდო მოგება. ამასთან, თქვენ უკეთესად შეძლებთ სერვისის შექმნას, რადგან ზუსტად გეცოდინებათ რას მოითხოვენ ამა თუ იმ კატეგორიის ადამიანები.
3. გამოიყენეთ ბრენდირება და გახადეთ თქვენი ბიზნესი ყველა სეზონზე მორგებული
იმისთვის, რომ სერვისი ბრენდად აქციოთ, აუცილებელია, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს. აუცილებელი არ არის ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე საქმე აკეთოთ, პირიქით, კარგი იქნება თუ თითოეულ ტურისტულ სეზონს სხვადსხვა სერვისს მიაწვდით. მთავარია, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ბრენდის სახელით კეთდებოდეს.
როცა თქვენი კომპანიის სახელი მუდმივად ზედაპირზეა, ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებელი თანაბრად გიმახსოვრებთ, რადგან ყველა ეძებს მისთვის სასურველ სერვისს, რათა მოგზაურობა უფრო კომფორტული გახდეს.
კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ბრენდირებაა. თქვენი ლოგო, სლოგანი, კომპანიის ფერები - ყველაფერი, რაც უმნიშვნელო გგონიათ, სინამდვილეში უმთავრესია. რაც უფრო დასამახსოვრებელია თითოეული მათგანი, მით უფრო დიდი შანსია, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
4. ჩართეთ თქვენს მარკეტინგულ კამპანიაში მილენიანელები
თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეთოდია მილენიანელების გამოყენება ბრენდის რეკლამირებისთვის. მილენიანელები, ეს იმ ადამიანების კატეგორიაა, რომელთა ცხოვრებას სოციალურ ქსელებში ბევრი ადამიანი აკვირდება. სხვადასხვა კომპანიები მილენიანელებს საკუთარი სერვისის ან პროდუქტის დარეკლამებას, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სთხოვენ.
მილენიანელებს აქვთ უნარი, მის მიმდევრებს ესა თუ ის სერვისი შეაყვარონ და თქვენი ერთგული მომხმარებლები გახადონ. მართალია, ეს კამპანია არც თუ ისე იაფი ჯდება, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში კარგ შედეგს იძლევა და თუ თქვენი კომპანიის ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
5. აქტიურად გამოიყენეთ ინტერნეტის შესაძლებლობები
თანამედროვე ბიზნესში წარმატების მიღწევა ციფრული შესაძლებლობების გამოყენების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაშიც, მიდგომა საკმაოდ კომპექსურია და კარგ მენეჯმენტს საჭიროებს. არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ ფეისბუქის გვერდი შექმნათ და მოწონებები დააგროვოთ. ფეისბუქი, ისევე როგორც სხვა სოციალური ქსელები, სპეციალურად დაწერილ ალგორითმებს ემსახურებიან და თქვენი სოც.ქსელის მარკეტინგული კამპანია ამ წესების მიხედვით უნდა წარმართოთ. ამ ყველაფერს კი, სპეფიციური ცოდნა სჭირდება, რისთვისაც სპეციალისტის დაქირავება ან ამ ტექნოლოგიების შესწავლა მოგიწევთ.
აღსანიშნავია, რომ კარგად დაგეგმილი სოციალური მედია მარკეტინგი ნებისმიერი ბრენდის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებს, ასე რომ, ნუ დაზოგავთ ამისთვის ბიუჯეტს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები