დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მხარს უჭერს და ახორციელებს 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის.
დაიწყეთ მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები.
შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:
- UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის — ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში
საქართველოს ბანკი მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
- STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში შემოდგომის სემესტრზე მიღება 24 აგვისტოს დაიწყება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.
- TUMO ქუთაისი — შესაძლებლობა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში გახსნილი TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების 11 მიმართულებიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. პროგრამაზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი.
- ფოთის საჭადრაკო კლუბი — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში სწავლას სრულად დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 24 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
- Code IT — პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში
პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრში დაიწყება.
შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:
- სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში
ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, საქართველოს ბანკი 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბერში დაიწყება.
- გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში 4 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბერში დაიწყება.
შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:
- CHEVENING — დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა
CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს და სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. 2027 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
- Fulbright — აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა
Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. 2026-27 სასწავლო წლის კონკურსზე განაცხადების მიღება 1 ივლისს დასრულდა. ახალი კონკურსი, გაზაფხულზე გამოცხადდება.
- ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია — სწავლის შესაძლებლობა ესპანეთში
კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ისწავლონ მადრიდში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით. 2027 წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისს დასრულდა. კონკურსი გაზაფხულზე ცხადდება.
- სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 7 წამყვან აკადემიაში. რეგისტრაცია ოქტომბრიდან დაიწყება.
- AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისა და ქალებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბრიდან გამოცხადდება.
თბილისის წიგნის დღეები
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, სხვა ადამიანების მოსმენა და ახალი სამყაროების გაცნობა წიგნებიდანაც შეიძლება. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში ტრადიციულად გაიმართება თბილისის წიგნის დღეები.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
კომენტარები