ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ საკუთარი ექვსთვიანი მოღვაწეობის შედეგები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში შეაჯამა და ამავე თემაზე მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.
ელჩი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტში წერს, რომ "დიპლომატიური არხების მეშვეობით მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს და მრავალი სხვა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ დეტალური ინფორმაცია ირანის მოწინააღმდეგე ძალების, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებების შესახებ".
მისი თქმით, "ყველა აღმავლობისა თუ დაღმასვლის, სიმწარისა თუ სიხარულის მიუხედავად, ორ ერს შორის ურთიერთობები მუდმივად გრძელდებოდა. ამ კავშირის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის დღესაც ყველაზე მეტი სპარსული სიტყვა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოიყენება".
ელჩი ვრცელ გზავნილში წერს, რომ "დღევანდელი ირანი საკუთარ ეროვნულ ძალას ეყრდნობა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ. "ირანის ისლამურ რესპუბლიკას არც ჰქონია და არც აქვს იმპერიად ქცევის სურვილი.
დღეს ჩემი ქვეყანა წარმოადგენს რესპუბლიკას, რომელიც ეფუძნება ხალხის პირდაპირ ნებას, და რომელიც საარჩევნო პროცესებისა და კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში გააგრძელებს საკუთარ გზას", — წერს ელჩი.
რაც შეეხება პრესკონფერენციაზე, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ამერიკის სენატში "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ დამტკიცებაზე. მოჯანის თქმით, "ერთი კონგრესმენის გარკვეული პოზიცია ვერ იქნება დამაზარალებელი სხვა ქვეყნის 1 მილიარდი მოსახლეობისა. მთლიანად კონგრესსაც ნაკლებად შესწევს უნარი, რომ დაბრკოლება შეუქმნას ისეთ მძლავრ და მზარდ ეკონომიკურ გავლენას, როგორიცაა ჩინეთი".
"დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა, ფაქტობრივად ინიცირებული იყო უილსონის მიერ, ის არის კალიფორნიის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად 211 514 ხმით გახდა კონგრესში წევრი. გარკვეულწილად მისი ეს ინიციატივა ემსახურება რეალურად ერთი მილიარდი ჩინეთის მოსახლეობის ან თუნდაც 4 მლნ საქართველოს მოსახლეობის ან თუნდაც 95 მლნ ირანის მოსახლეობის პოზიციების წინააღმდეგ ქმედებას. ჩემი რჩევა მასთან იქნებოდა, მსგავსი აქტის მიღებას სჯობს, რომ ორასთერთმეტიათასი ხმა შეინარჩუნოს.
არასერიოზული დამოკიდებულებაა, როცა ხდება ინიცირება გარკვეული მოსაზრებებისა სხვა სახელმწიფოთა ეროვნული პრინციპებისა და ეროვნული მისწრაფებების წინააღმდეგ, თვითონ აშშ-ის სისტემაშიც მხოლოდ და მხოლოდ გარკევულ რყევებს იწვევს. ერთი კონგრესმენის გარკვეული პოზიცია ვერ იქნება დამაზარალებელი სხვა ქვეყნის 1 მილიარდი მოსახლეობისა. მთლიანად კონგრესსაც ნაკლებად შესწევს უნარი, რომ დაბრკოლება შეუქმნას ისეთ მძლავრ და მზარდ ეკონომიკურ გავლენას, როგორიცაა ჩინეთი", — განაცხადა ირანის ელჩმა ("ტვ პირველის" თარგმანი).
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ელჩს ჰკითხეს — რატომ არ დაუჭირა ირანმა მხარი გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
მოჯანის განცახდებით, ირანს "კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია" და ეს განსხვავდება მხარის არ დაჭერისგან. ელჩმა ამ თემაზე საუბრისას ასევე თქვა, რომ ისრაელის საელჩოსგან განსხვავებით, ირანი საქართველოს პოლიტიკაში არ ერევა.
"ჩვენ საერთოდ კენჭისყრაში არ მიგვიღია მონაწილეობა და ეს გარკვეულწილად განსხვავებულია მხარის არდაჭერისგან. საქართველოს მხარე გარკვეულ რეზოლუციაზე არ იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ანალოგიურად ჩვენც ამ რეზოლუციის დროს არ ვიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. თუმცა, ყოველთვის სხვადასხვა დროს ქართველ ლტოლვილებს აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან დავეხმარებით. ჩვენსა და ისრაელს შორის არსებობს გარკვეული სხვაობა. ჩვენთვის მეგობრობას სხვანაირი მნიშვნელობა აქვს, მათთვის — სხვანაირი.
ირანის ელჩი კითხვებზე გიპასუხებთ, ისრაელის ვეჭობ, რომ დათანხმდეს. ისრაელის ელჩი იმასაც აძლევს თავს უფლებას, რომ საქართველოს მხარეს მიმართოს პროტესტით, რომ რატომ გაანათეთ ანძა ირანის დროშის ფერებში? გარკვეულწილად მუქარის ენით ესაუბრება საქართველოს მთავრობას. არასდროს ვიკადრებ, ზოგიერთი სხვა ქვეყნის ელჩის მსგავსად, ჩავერიო საქართველოს შიდა საკითხებში," — განაცხადა ელჩმა ("ტვ პირველის" თარგმანი).
მოჯანიმ ჰადსონის უნივერსიტეტის კვლევაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება. ელჩის შეფასებით, შემაშფოთებელია, რომ "ამერიკა თავისი სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებით ცდილობს კავკასიის თემებზე მუშაობას".
ელჩის აზრით, ჰადსონის ცენტრი და სხვა ამერიკული ანალიტიკური ცენტრები დაინტერესებული არიან, რომ "საქართველოსგან გარკვეული პოლიტიკური ხარკი მიიღონ".
"რაც შეეხება ჰადსონის ანგარიშს, მისი ერთ-ერთი თანაავტორი არის ლუკ კოფი. ის ძველი სამხედროა — მზვერავი. მისი არანაირი კვლევა რაიმე ნაშრომი კავკასიისა, თუნდაც საქართველოს შესახებ არ მოიძებნება. შემაშფოთებელია, გარკვეულწილად, ის, რომ ამერიკა თავისი სამხედრო-სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებით ცდილობს კავკასიის თემებზე მუშაობას. ისინი ერთი პერიოდი მუშაობდნენ ავღანეთზე, იძლეოდნენ ინსტრუქციებს, ახლა ლოკაცია შეცვალეს და გადმოერთნენ საქართველოზე და კავკასიაზე. მათი ანალიტიკა — მათმა მასალებმა რა შედეგი მოუტანა ავღანეთს?
რაც შეეხება ირანულ კომპანიებს — გამოითხოვეთ საჯარო რეესტრისგან, რამდენი აქტიური მოქმედი ირანული კომპანიაა, მიმართეთ საგადასახადოს და ბრუნვა გაარკვიეთ კომპანიების. რატომაა ამდენი კომპანია ერთ მისამართზე რეგისტრირებული. ესეც უკავშირდება საქართველოში მოქმედ კანონს. როდესაც პიროვნებას ბინადრობის აღება სურს, არის გარკვეული პირობები — როდესაც პიროვნება ქმნის კომპანიას, კომპანიის საშუალებით იღებს ბინადრობას, საქართველოს სავიზიტო ბარათებს შორის მე მაინც გამოვარჩევდი — წყალს, ღვინოს, გამჭვირვალობას, გადაამოწმეთ.
ჰადსონის ცენტრი და სხვა ამერიკული ანალიტიკური ცენტრები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსგან მიიღონ გარკვეული პოლიტიკური ხარკი — ამისათვის იყენებენ ისეთ პიროვნებებს რომლებიც დღეს სხვა ქვეყანაზე მუშაობენ, ხვალ შეიძლება სულ სხვა ქვეყანაზე გადმოერთონ. ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორი გიორგი კანდელაკი, ისევე როგორც თინა ხიდაშელი მათ წინააღმდეგ საქმეც არის აღძრული," — განაცხადა ელჩმა (ტვ პირველის თარგმანი).
ელჩმა საქართველოში არსებულ ალ მუსტაფას უნივერსიტეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ "ჭორებს ირაკლი კობახიძემ გასცა პასუხი".
"რაც შეეხება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს, ის უდიდესი თეოლოგიური სასწავლებელია ირანში, სწავლობენ ირანელები და უცხოელები, დაახლოებით 100-მდე საგანი ისწავლება. ეს მთლიანად თეოლოგიური არაა, სხვადასხვა საგნები ისწავლება. მუსტაფას ყოფნას საქართველოში რაც შეეხება, ჭორები რაც არსებობს ამ თემაზე, პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა", — აცხადებს ირანის ელჩი.
შეგახსენებთ, კვლევა სახელწოდებით — "საქართველოს ირანისკენ შემობრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ოდესღაც აშშ-ის ერთგულ მოკავშირეზე", საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება და მისი თანაავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი გიორგი კანდელაკი. კვლევას საქართველოში მწვავე რეაქცია მოჰყვა. სუს-მა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
კომენტარები