რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადეს.
"დუროვს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.1 მუხლის 1.1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობას გულისხმობს", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, Telegram-ის ადმინისტრაციამ არ წაშალა არხები, რომლებსაც, მათი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები ტერაქტებისა და მასობრივი მკვლელობების მოსამზადებლად იყენებდნენ. კერძოდ, საუბარია გაცნობის სერვისზე.
მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვანია, რომ უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლები გოგონების სახელით უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა რუსებს, სთავაზობდნენ შეხვედრას დიდ სავაჭრო ცენტრებში ან სოციალური მნიშვნელობის ობიექტებთან ახლოს, წინასწარ უგზავნიდნენ გეოლოკაციას, ასევე უფინანსებდნენ კინოში ან კონცერტზე ბილეთებს, ან უგზავნიდნენ საჩუქრებს ფიშინგური ბმულების მეშვეობით.
შემდეგ, ამ ახალგაზრდებს უკავშირდებოდნენ კიევის აგენტები, რომლებიც თავს რუსეთის ძალოვანი უწყებების ან როსფინანსმონიტორინგის თანამშრომლებად ასაღებდნენ.
"ცრუ სამართალდამცველები მათ ატყობინებდნენ, რომ გადარიცხული თანხები უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშებზე აღმოჩნდა, ხოლო მათ მიერ გაზიარებული კოორდინატები მოწინააღმდეგემ სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების დასაგეგმად გამოიყენა", — აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაშინების შემდეგ, მოქალაქეებს აიძულებდნენ მონაწილეობა მიეღოთ თავდასხმებსა და ხანძრის გაჩენაში, რასაც ე.წ. "ფსევდოოპერატიული ღონისძიებების" ფარგლებში ახორციელებდნენ.
ცნობისათვის, Telegram-ის დამფუძნებელი რუსი მილიონერი პაველ დუროვი ივნისის ბოლოს საქართველოს სტუმრობდა. სოცმედიაში გავრცელდა დუროვის ქართული ოცნების დეპუტატ ვაკო თურნავასთან ერთად გადაღებული ფოტო. VT Sakartvelo News-ის ცნობით, Telegram-ის დამფუძნებელი, სავარაუდოდ, საინვესტიციო-ტექნოლოგიურ კონფერენცია Teacher-ზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც 26-27 ივნისს თბილისში გაიმართება.
თბილისში სტუმრობის შესახებ დუროვი წერს, რომ "ხელისუფლების ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო თანდათან მნიშვნელოვან ბიზნესჰაბად ყალიბდება" დუროვი იმასაც აღნიშნავს, რომ აქ აუცილებლად დაბრუნდება.
მეტი პაველ დუროვის შესახებ წაიკითხე აქ:
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები