კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვი განაცხადა, რომ ახმატ კადიროვის საზოგადოებრივმა ფონდმა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მისია დაიწყო და დახმარების გაწევას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანისთვის გეგმავს. ამის შესახებ OC Media წერს.
კადიროვის თქმით, 25 ივლისს იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში უკვე ჩაიტანეს საკვები. მისი ინფორმაციით, პირველი ტვირთი მოიცავდა 40-40 ტონა ფქვილს, შაქარს, მაკარონს, ბრინჯსა და ოსპს — საერთო ჯამში დაახლოებით 200 ტონა პროდუქტს.
მისი განცხადებით, ჰუმანიტარული ოპერაცია ფონდის პრეზიდენტის, რამზანის დედის — აიმანი კადიროვას დავალებით განხორციელდა. მისივე თქმით, დახმარების დარიგებაში ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციები და მოხალისეები მონაწილეობენ.
ამ დრომდე დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ არც მიწოდებული დახმარების მოცულობა და არც ის, რამდენმა ადამიანმა მიიღო რეალურად.
ახმატ კადიროვის საზოგადოებრივი ფონდი რუსეთს გარეთ ჰუმანიტარული პროექტების შესახებ განცხადებებს რეგულარულად ავრცელებს. 2023 წლის შემოდგომაზე, ისრაელსა და Hamas-ს შორის ომის დაწყების შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლება არაერთხელ იუწყებოდა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის შესახებ.
2023 წლის ოქტომბერში კადიროვმა განაცხადა, რომ პალესტინელებს მედიკამენტები, საკვები და სხვა პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ. მოგვიანებით ფონდმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია დამატებითი სასურსათო დახმარებისა და ლტოლვილთა ბანაკებში ცხელი საკვების დარიგების შესახებ.
ღაზის მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ განცხადებების პარალელურად, კადიროვი აკრიტიკებდა ისრაელის სამხედრო მოქმედებებს. 2023 წლის ოქტომბერში მან მუსლიმური უმრავლესობის მქონე ქვეყნებს მოუწოდა, ისრაელზე ზეწოლა მოეხდინათ საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. ამასთან, განაცხადა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩეჩნური დანაყოფები სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მზად იყვნენ.
ახმატ კადიროვის საზოგადოებრივი ფონდი 2004 წელს, ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის, მკვლელობის შემდეგ დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საქველმოქმედო ორგანიზაციად არის რეგისტრირებული, იგი ჩეჩნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ფონდი რეგულარულად იუწყება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, მათ შორის ომში ჩართული ჩეჩნური დანაყოფებისთვის, სამხედრო ტექნიკას, დამცავ აღჭურვილობას, ავტომობილებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობს.
ამავდროულად, ფონდი საჯაროდ კვლავ საკუთარ თავს ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთ უმსხვილეს საქველმოქმედო ორგანიზაციად წარმოაჩენს.
აიმანი კადიროვა აშშ-მა სანქციების სიაში 2023 წლის ივნისში შეიყვანა, ხოლო ახმატ კადიროვის საზოგადოებრივი ფონდი ამერიკის სანქციების ქვეშ 2020 წლიდან იმყოფება.
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები