იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
ფოტო: DW
28 ივლისს იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულ კიუსიუზე მომხდარ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა.
მანამდე, ოთხშაბათს, 29 ივლისს, იაპონური მაუწყებელი NHK პრემიერმინისტრ სანაე ტაკაიტიზე დაყრდნობით 13 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა. წინა საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.
მოგვიანებით ქალაქ იაცუშიროს ხელისუფლებამ კიდევ ხუთი დაღუპულის შესახებ განაცხადა. ისინი ადგილობრივ ქაღალდის ქარხანაში მუშაობდნენ, როდესაც კატასტროფა მოხდა.
NHK-ის ცნობით, 28 ივლისს მომხდარი 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, 29 ივლისის ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე 190 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
გამოცემის ინფორმაციით, მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას ქალაქ კაშიმაში (კუმამოტოს პრეფექტურა) მდებარე Aeon-ის სავაჭრო ცენტრში, სადაც მიწისძვრის შემდეგ, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა.
პოლიციის ცნობით, აფეთქებამდე შენობიდან ევაკუაცია დაახლოებით 200-მა ადამიანმა — მყიდველებმა, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა და სხვა პირებმა — შეძლო.
პრემიერმინისტრ სანაე ტაკაიტის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი ნანგრევებშია მოყოლილი.
29 ივლისის დღის მეორე ნახევარში Aeon-მა განაცხადა, რომ 2 700 თანამშრომლის მდგომარეობას ამოწმებს. არსებული მონაცემებით, ოთხი მათგანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამასთან, ქალაქ იაცუშიროში მდებარე Nippon Paper Industries-ის ქარხანაში, სადაც მიწისძვრის შედეგად საკვამლე მილი ჩამოინგრა, ორი ადამიანი გულისა და სუნთქვის გაჩერებულ მდგომარეობაში იპოვეს. (იაპონიაში მაშველებს გარდაცვალების ოფიციალურად დადასტურების უფლებამოსილება არ აქვთ.) კიდევ ცხრა ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
კიუსიუს კუნძულზე მომხდარმა მიწისძვრამ ფართომასშტაბიანი ზიანი გამოიწვია. გარდა მსხვერპლისა, სტიქიამ დაანგრია ხიდები, საცხოვრებელ სახლებში ხანძრები გააჩინა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები გამოიწვია.
ამავდროულად, იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო მოსახლეობას ახალი ძლიერი მიწისძვრების შესაძლებლობის შესახებ აფრთხილებს.
"გვსურს, მოსახლეობამ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით კი უახლოეს ორ-სამ დღეში, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს, რადგან შესაძლოა 7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის ახალი მიწისძვრები მოხდეს", — ციტირებს NHK სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებას.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები