საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში — განათლება გამარჯვებაა
ფოტო: თიბისი
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (EJOI 2026) ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსება წარმატებით დაიცვეს დიმიტრი შენგელიამ და რიჩარდ ბარბაქაძემ.
განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით თიბისი მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ხარისხიან განათლებაზე უფასოდ თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს და მათ პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
EJOI-ის ოლიმპიადაზე გამარჯვებულები დიმიტრი შენგელია პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ აღსაზრდელია. რიჩარდ ბარბაქაძე კი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ სწავლობს.
ამ გამარჯვების საფუძველია თვითრწმენა, მიზანმიმართული და სისტემური მომზადება, რომელიც საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში განხორციელდა. წელს პირველად შეიქმნა EJOI-ს ასაკობრივი კატეგორიის ეროვნული ნაკრები, ჩატარდა შესარჩევი ეტაპები და მონაწილეებმა 20-დღიანი ინტენსიური მოსამზადებელი პროგრამა გაიარეს, რაც საერთაშორისო წარმატებით დაგვირგვინდა. ნაკრებს მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, თანამენტორობას კი ბაქარ გამეზარდაშვილი უწევენ.
თიბისი ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის მეშვეობით სისტემურად უჭერს მხარს STEM განათლების განვითარებას, ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას. ჰაბი უზრუნველყოფს ეროვნული ნაკრებების შერჩევას, მომზადებასა და მხარდაჭერას ევროპის და მსოფლიოს ტექნოლოგიური ოლიმპიადებისთვის.
EJOI 2026-ში 25-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი ახალგაზრდა პროგრამისტი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრები ოთხი მოსწავლით იყო წარმოდგენილი, ხოლო მოპოვებული ორი ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის ტექნოლოგიური განათლების განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია საერთაშორისო გამარჯვებებამდე მიდის.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება კიდევ ერთი დასტურია, რომ განათლება გამარჯვებაა. თიბისი აგრძელებს იმ ეკოსისტემის გაძლიერებას, რომელიც საქართველოს მომავალ ტექნოლოგიურ ლიდერებს აყალიბებს.
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
"ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე "ორშაბათიდან ჩვეული მენიუ დაუბრუნდება ბაღებს" — კახა აბულაძე ბაღების მენიუდან რძის პროდუქტების ამოღებაზე
გადახედვა
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
კომენტარები