შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
ფოტო: Glovo
30 ივლისს, თბილისში Glovo — საქართველოს წამყვანი მრავალკატეგორიული ტექნოლოგიური პლატფორმა, მომხმარებლებს ChatGPT-ისა და Claude-ის პლატფორმებისთვის შექმნილ AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს სთავაზობს. ახალი ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ხელოვნურ ინტელექტთან ბუნებრივი დიალოგის საშუალებით აღმოაჩინონ, მოძებნონ და შეუკვეთონ ადგილობრივი რესტორნებისა და მაღაზიების პროდუქტები.
ამ ინტეგრაციის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ Glovo-ზე ხელმისაწვდომი ათასობით პროდუქტი მოიძიონ, შეადარონ შეთავაზებები და მარტივი, სასაუბრო ფორმით შეუფერხებლად გააგრძელონ შეძენის პროცესი. კატეგორიებსა და ფილტრებში ძიების ნაცვლად, მათ შეუძლიათ უბრალოდ აღწერონ, რა სჭირდებათ, მაგ.: “მჭირდება დაბადების დღის საჩუქარი 100 ლარის ფარგლებში“ ან “მომიძებნე ადგილები ჩემთან ახლოს, სადაც ჯანსაღი ვახშმის შეკვეთა შემიძლია“. ამის შემდეგ AI ასისტენტი აანალიზებს მოთხოვნას, ეძებს შესაბამის პროდუქტებს, ამოწმებს ადგილობრივ ხელმისაწვდომობას და მომხმარებელს პერსონალიზებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.
გონივრული და ბუნებრივი შოპინგის გამოცდილება
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი Glovo-ს ანგარიშს ChatGPT-ს ან Claude-ს დაუკავშირებს, შოპინგის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და პერსონალიზებული ხდება. ასისტენტი იმახსოვრებს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა ბიუჯეტი, კვებითი პრეფერენციები და სასურველი პროდუქტის კატეგორიები, რათა დიალოგის განმავლობაში მომხმარებელს სულ უფრო ზუსტი და მის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციები შესთავაზოს.
ხელოვნური ინტელექტი მომხმარებელს Glovo-ს ადგილობრივი პარტნიორებისგან ხელმისაწვდომ ხუთამდე პერსონალიზებულ პროდუქტს სთავაზობს. თითოეულ შეთავაზებაში მოცემულია პროდუქტის ფოტო, ფასი, მაღაზიის შესახებ ინფორმაცია და მომხმარებელთა შეფასებები. “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად გადადის Glovo-ს აპლიკაციასა თუ ვებგვერდზე, სადაც უსაფრთხოდ ასრულებს შეკვეთასა და გადახდას.
“ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს, რათა Glovo-ს სერვისები იმ პლატფორმებზე გავხადოთ ხელმისაწვდომი, რომლებსაც ჩვენი მომხმარებლები ყოველდღიურად იყენებენ. ChatGPT-სა და Claude-ზე ხელმისაწვდომობა მათ შესაძლებლობას აძლევს, ბუნებრივი დიალოგის საშუალებით მარტივად გაეცნონ Glovo-ს შეთავაზებებს. Glovo ყოველთვის იყო ყოველდღიური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს ფართო არჩევანსა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობდა, ხოლო ეს ინიციატივა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ — განაცხადა Glovo-ს გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში, არტემ კოლოსიუკმა.
როგორ მოძებნოთ პროდუქტები Glovo-ს აპლიკაციაში ChatGPT-ის ან Claude-ის დახმარებით:
- მომხმარებელმა ChatGPT ან Claude უნდა დააკავშიროს Glovo-ს აპლიკაციასთან პლაგინის საშუალებით;
- სინქრონიზაციის დასრულების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა აკრიფოს @glovo, შემდეგ კი თავისი მოთხოვნა;
- AI პლატფორმა მომხმარებელს ხუთი ხელმისაწვდომი ვარიანტის კარუსელს შესთავაზებს;
- თუ მომხმარებელს რომელიმე პროდუქტის შეძენა ან Glovo-ს აპლიკაციაში ძიების გაგრძელება სურს, უნდა დააჭიროს “View on Glovo“ (“Glovo-ზე ნახვა”) ღილაკს, რომელიც მას Glovo-ს აპლიკაციაზე ან ვებგვერდზე გადაიყვანს.
- შეკვეთის დადასტურების შემდეგ, პარტნიორი ობიექტი მოამზადებს შეკვეთას, ხოლო კურიერი მის ასაღებად გაემართება. მომხმარებელი შეკვეთას რამდენიმე წუთში მიიღებს.
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს, ბიზნესებსა და კურიერებს და უზრუნველყოფს მრავალკატეგორიულ, მოთხოვნაზე დაფუძნებულ სერვისებს ადგილობრივი რესტორნებიდან, სასურსათო მაღაზიებიდან და სუპერმარკეტებიდან, ასევე სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტიდან. როგორც სწრაფი კომერციის ერთ-ერთი ლიდერი, Glovo-ს ხედვაა შექმნას ყველაზე დიდი ონლაინ მარკეტფლეისი, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკუთარ ქალაქში არსებულ ნებისმიერ პროდუქტზე რამდენიმე წუთში. კომპანია 2015 წელს ბარსელონაში დაარსდა და ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება "მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
-
კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის კობახიძე იმედოვნებს, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს გადაწყვეტილებას შეცვლის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, მას კორუფციისკენ უბიძგებ
გადახედვა
-
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა რიკარდ იოზვიაკი: EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია იგივეა — საქართველში სერიოზული პოლიტიკური უკუსვლაა
გადახედვა
-
გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება გამოავლინეს 17 "კატასტროფული" საფრთხე, რომლებიც ადამიანებს ამ საუკუნეში გვემუქრება
გადახედვა
კომენტარები