როგორ მოვწყვიტოთ ბავშვი მონიტორს და როგორ შევაყვაროთ კითხვა
ფოტო: oriol san julian / Shutterstock
სასკოლო არდადეგები ის პერიოდია, როცა ბავშვებს უამრავი თავის გასამართლებელი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ წიგნი არ წაიკითხონ: აქეთ აუზი, პიკნიკები, იქით ტელევიზორი, კომპიუტერი, აიპადი... ბოლოს და ბოლოს, არდადეგებია, რა მოხდა, თუ ცოტას წაიზარმაცებენ!
სწავლა იწყება და წიგნის წასაკითხად დროის გამონახვა კიდევ უფრო რთული ხდება. საშინაო დავალება ყოველდღიურადაა მოსამზადებელი, კიდევ ფეხბურთი, ფორტეპიანო, ჭადრაკი და ასე შემდეგ.
აბა, ასეთ გადატვირთულ რეჟიმში როგორ უნდა მოახერხოთ და ბავშვს წიგნის წაკითხვის სურვილი გაუღვიძოთ? ან როგორ უნდა გააცნობიერებინოთ, რომ წიგნის კითხვა საშინაო დავალებისგან და სასკოლო ტესტებისგან აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის? როგორ უნდა აქციოთ წიგნის კითხვა მისთვის სასიამოვნო პროცესად?
პასუხი მარტივია - იკითხეთ! წიგნის კითხვა თქვენი დღის განრიგის განუყოფელ ნაწილად, ყოველდღიური საუბრის თემად აქციეთ. შეეცადეთ მონიტორები წიგნის ფურცლებით ჩაანაცვლოთ.
გთავაზობთ ბიბლიოთეკარებისა და განათლების დარგის ექსპერტების რამდენიმე რჩევას:
- წაიკითხეთ თავად: აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაჯექით წიგნის წასაკითხად ბავშვებს შორის, არეულობასა და გარშემო მიმოფანტულ სათამაშოებში?! ბავშვები საოცრად ცნობისმოყვარენი არიან და თუ სწორად შეურჩევთ ლიტერატურას კითხვა ძალიან დააინტერესებთ, - ამბობს ერიკა კრისტაკისი, ბავშვების განათლების სპეციალისტი - უფროსები ვალდებულნი არიან, სკოლაშიც და სახლშიც ისეთი გარემო შექმნან, რომელიც ბავშვს წიგნის საკითხავად განაწყობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად უნდა იკითხონ და კიდევ, უნდა დაივიწყონ კომპიუტერი! აბა, დაფიქრდით, რატომ უნდა მოუნდეს ბავშვს წიგნის წაკითხვა, როცა მუდამ მონიტორზე თვალმიშტერებულ მშობელს ხედავს? თუ ბავშვი ხედავს, რომ თქვენ კითხულობთ და ამით სიამოვნებას იღებთ, დიდი ვარაუდით თვითონაც მკითხველად ჩამოყალიბდება. თანაც წიგნის კითხვა არც თქვენ გაწყენთ!
- წაიკითხეთ ხმამაღლა: ბავშვისთვის წიგნის ხმამაღლა წაკითხვა მოზრდილ ასაკშიც არაა ზედმეტი - ამბობს ჯონ შუმახერი, სასკოლო ბიბლიოთეკების ელჩი. როდესაც შვილებს ხმამაღლა უკითხავთ, არა მარტო მის განვითარებას და განათლებას უწყობთ ხელს, არამედ ახლო კონტაქტსაც ამყარებთ მათთან და ართობთ კიდეც. გარდა ამისა, ერთგვარ „რეკლამას “ უწევთ საკუთარი სიამოვნებისთვის წიგნის კითხვას - ამბობს ჯეიმს ტრელიზი, განათლების ექსპერტი. ტრელიზი, რომელიც თავის შვილებს მეცხრე კლასამდე უკითხავდა წიგნებს, ამტკიცებს, რომ წაკითხულის მოსმენა საგრძნობლად ამდიდრებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს: როცა ესა თუ ის სიტყვა არასდროს მოგისმენიათ, მას არასდროს წარმოთქვამთ და არც არასდროს დაწერთ.
- სისტემატიურად ესტუმრეთ წიგნის მაღაზიებს მაღაზიის თაროებს თუ გულდასმით დაათვალიერებთ, უამრავ საოცარ წიგნს აღმოაჩენთ (თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ბავშვის მიერ შერჩეული წიგნი მისი ასაკისთვის შესაფერისია, გაიარეთ კონსულტაცია მაღაზიის თანამშრომლებთან).
- მიეცით ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად შეარჩიოს წიგნები: კვლევის თანახმად, ბავშვები, რომლებიც თავად ირჩევენ საკითხავს, უფრო მეტს კითხულობენ, - ამბობს კარენ მაკფერსონი - ტაკომა პარკის მერილენდის ბიბლიოთეკის ბავშვებისა და მოზარდების სერვისების კოორდინატორი. ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევის თანახმად, ბავშვების დაახლოებით 80%-მა თქვა, რომ ყველაზე მეტად სწორედ ის წიგნი მოეწონათ, რომელიც თავად შეარჩიეს.
- წაახალისეთ ბავშვი, რათა წიგნის მეორედ წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს: ნორჩ მკითხველებს არ უნდა ვაიძულოთ, მუდამ რაღაც ახალი იკითხონ, - ამბობს კრისტაკისი, - ერთ-ერთმა საუკეთესო მკითხველმა, რომელსაც ახლოს ვიცნობ, მთელი ბავშვობა „პატარა სახლის“ წიგნების სერიის კითხვაში გაატარა. ამთავრებდა და ისევ თავიდან იწყებდა. ალბათ ეს ციკლი 10-15 ჯერ მაინც გაიარა. ხანმოკლე შესვენებების დროს კი ჰარი პოტერის წიგნებს კითხულობდა.
- მიეცით ბავშვს საშუალება, მისი ასაკისთვის შესაფერისი საკითხავი შეარჩიოს, ნუ დააძალებთ რთული ნაწარმოების წაკითხვას მხოლოდ იმიტომ, რომ ამით შემდგომ თქვენ იტრაბახოთ. ხშირად უფროსები ცდილობენ, ბავშვებს რთული ტექტის წაკითხვა აიძულონ. ამგვარი მეთოდი გაუმართლებელია, რადგან ბავშვმა წაკითხულიდან მხოლოდ ხუთი პროცენტიც რომ ვერ გაიგოს, ამან შესაძლოა ძალიან დააბნიოს და კითხვის სურვილიც კი დააკარგვინოს, - ამბობს კრისტაკისი, - მშობლებმა ბავშვს ისეთი წიგნი უნდა შეარჩევინოს, რომელიც მისი ასაკისთვის შესაფერისი და საკითხავად კომფორტული იქნება. წიგნმა ბავშვი არ უნდა დაძაბოს და გააღიზიანოს.
- წიგნი მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა არ არის. სამზარეულოს რეცეპტების წიგნიც წიგნია, - ამბობს მაკფერსონი, - ასევე, კომიქსები და ისეთი მხიარული წიგნები, როგორებიცაა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნი, თუნდაც რიპლის „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა... ჟურნალის, ალმანახის, ენციკლოპედიისა და ლექსიკონის წაკითხვითაც შეიძლება შეაბიჯო წიგნების სამყაროში.
- იკითხეთ და მიირთვით მოაწყვეთ საგანგებო საუზმე, სადილი ან ვახშამი, როცა ოჯახის ყველა წევრს ექნება უფლება, ჭამის დროს წიგნი იკითხოს, - გვთავაზობს მაკფერსონი, - შეიძლება წიგნთან ერთად სადილობამ წყნარად ჩაიაროს, ან, პირიქით, ხმაურიანი გარჩევის თანხლებით - ორივე შემთხვევაში კითხვა განსაკუთრებულ მოვლენა იქნება.
- ჩამოაყალიბეთ წიგნის კლუბი სამეზობლოში სულაც არაა აუცილებელი ყოველთვის განმარტოებულად იკითხოთ. მშვენიერი იდეაა მკითხველთა კლუბის შექმნა, ამგვარად კითხვა გასართობ ღონისძიებად იქცევა, თანაც ბავშვისთვის ცნობილი გახდება, რას კითხულობენ მისი თანატოლები.
როცა ბავშვი მეუბნება, კითხვა არ მიყვარსო, ვპასუხობ, რომ აუცილებლად ვიპოვი მის შესაფერ წიგნს - წიგნს, რომელიც მას მკითხველად აქცევს. - ამბობს დებორა ტეილორი, ენოქ პრატის ბიბლიოთეკის სკოლის სერვისების კოორდინატორი.
აქვე დაგისახელებთ რამდენიმე წიგნს, რომლებიც, დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენს შვილებს მოეწონებათ. თუმცა თუ ასე არ მოხდა, ნუ დააძალებთ, წაიკითხონ. გახსოვდეთ, ბავშვს უნდა მისცეთ არჩევანის საშუალება - მან თავად უნდა იპოვოს ის წიგნი, რომელიც მკითხველად აქცევს.
1-5 წლის ბავშვებისთვის:
ბაბუს კუნძული
როცა ძილის დრო დგება
6-7 წლის ბავშვებისთვის:
ლოტა აურზაურის ქუჩიდან
დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
9-12-წლის ბავშვებისთვის:
ბულერბიელი ბავშვები
საოცრება
13+
ჩრდილოეთის ციალი
ორმოები
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა








კომენტარები