ცოტნე ივანიშვილი

ცოტნე ივანიშვილი

17 May. 2026, 14:43

"რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ნებისმიერი ძალადობა მიმაჩნია ძალიან მიუღებლად. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ხელისუფლება ახორციელებს კიდეც ამ ფაქტების მიმართ გამოძიებას და გარკვეული ქმედებებიც იქნა მიღებული. მე, იმის გარდა, რომ, რა თქმა უნდა, ვწუხვარ ძალადობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეტყოდით, რომ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს შესაბამისმა უწყებებმა და ამ ყველაფერს უნდა მოეკიდონ ყურადღებით, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მე იმის გარდა, რომ ძალადობაზე ვწუხვარ, არ ვარ ისეთ პოზიციაში, რომ რამე დამატებითი გითხრათ.

მე არ ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოძიებასთან დაკავშირებით რაიმე ვიცოდე.სხვათა შორის, ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ათასი ტიპის სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული. ცოტათი არასერიოზული კონსპირაციული თეორიებიც იყო. თითქოს, რადგან ძალადობასთან დაკავშირებით ვისაუბრე, ეს იყო რაღაც სტრატეგიული ნაბიჯი, თუ პოლიტიკაში მოსვლის სვლა. ეს ყველაფერი მართლა არასერიოზულია. მე ერთი წლის წინ ზუსტად 17 მაისს, ერთი ერთში იგივე დავაფიქსირე. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო თანმიმდევრული. ახალს ვერაფერს გეტყვით, ძალადობა ნებისმიერი ტიპის მაქსიმალურად უნდა იყოს არიდებული, ამის იქით, თავისთავად აუცილებელია წესრიგის დაცვა ქვეყანაში. დანარჩენ დეტალებს უკვე უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებები".

თქვა ცოტნე ივანიშვილმა სამთავრობო "ტვ იმედთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, დღეს 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირბეით მოქალაქეები ქაშუეთთან შეიკრიბნენ და მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  2. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  3. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  4. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
  5. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია — რა მოხდა მუნდიალის ფინალში?

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის სტადიონზე…