ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება მიღწეულია, გილოცავთ ყველას!
აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა განაცხადეს. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
ირანთან დაკავშირებული მედიის მიერ გავრცელებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მიხედვით, შეთანხმება მოიცავს ირანის ვალდებულებას, — კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს.
"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. გილოცავთ ყველას! ამით სრულად ვაძლევ უფლებას ჰორმუზის სრუტის უფასო გახსნას და, ამავე დროს, ვადასტურებ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნას. მსოფლიოს გემებო, დაქოქეთ ძრავები. დაე, ნავთობმა იდინოს!" — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა პაკისტანის პრემიერმინისტრმა შაჰბაზ შარიფმა.
"ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ აშშ-სა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულია. ორივე მხარემ სამხედრო ოპერაციების ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაუყოვნებელი და მუდმივი შეწყვეტა გამოაცხადა", — აღნიშნა შარიფმა.
მისივე ინფორმაციით, შეთანხმების ხელმოწერა შვეიცარიაში პარასკევსაა დაგეგმილი, მანამდე კი "წინასაიმპლემენტაციო განხილვები" გაიმართება.
ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სამდივნომ ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ის საშუალებით განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, "ომის ყველა მოქმედება დაუყოვნებლივ და მუდმივად შეწყდება დღეიდან", ხოლო საზღვაო ბლოკადა დასრულდება.
NBC News-ის ცნობით, ჯერ კიდევ უცნობია, როდის გაიხსნება სრულად ჰორმუზის სრუტე. მოგვიანებით ტრამპმა აღნიშნა, რომ სრუტე "პარასკევს, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ნაღმების მოსაშორებლად" გაიხსნება.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულებას. ურთიერთგაგების მემორანდუმის 14 პუნქტიან პროექტში, რომელიც ირანულმა Mehr News-მა გაავრცელა, საუბარია საომარი მოქმედებების დასრულებაზე, მათ შორის ლიბანში, აშშ-ის ძალების ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან გაყვანაზე, ირანისთვის დაწესებული ნავთობისა და ფინანსური სანქციების ნაწილის მოხსნაზე და ქვეყნის აღდგენის გეგმების მომზადებაზე.
დოკუმენტის მიხედვით, საბოლოო მოლაპარაკებებისთვის 60 დღიანი ვადა განისაზღვრება. ამ პერიოდში განიხილება ბირთვული პროგრამა, დარჩენილი სანქციები და გაეროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შესაბამისი რეზოლუციები. ასევე, იგეგმება დაახლოებით 24 მილიარდი დოლარის ოდენობის გაყინული ირანული აქტივების ეტაპობრივი განბლოკვა.
შეთანხმებას უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო ლიდერები. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ეს "დიდი ხნის ნანატრი სიახლე რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მდგრადი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს".
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კი აღნიშნა, რომ შეთანხმება "კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია".
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჰორმუზის სრუტის გახსნას რეგიონული და გლობალური სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა.
"საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, შეზღუდვებისა და გადასახადების გარეშე, რეგიონული სტაბილურობისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის აუცილებელი პირობაა", — დაწერა მაკრონმა.
NBC News-ის ინფორმაციით, შეთანხმების შესახებ განცხადების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 4.5%-ზე მეტით დაეცა და ბარელზე 80 დოლარს მიუახლოვდა, ხოლო Brent-ის მარკის ნავთობი დაახლოებით 4%-ით გაიაფდა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები