ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება — ვიქტორ ჯაფარიძე "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
ოცნების სატელიტი პარტია ხალხის ძალის დეპუტატმა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროპაგანდისტული ტელევიზია "პოსტვ"-ის ერთ-ერთმა მფლობელმა ვიქტორ ჯაფარიძემ "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ სანქცირების შემდეგ ტელევიზიას ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება.
"ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ძალიან ცუდად ვაფასებ. ალბათ ის არ მოეწონათ, რომ კამიტის გამო ჩვენმა ქვეყანამ მათ მატყუარა ტელევიზიას პრეტენზიები გამოუთქვა.
ბრიტანელებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, რომელ ტელევიზიას უნდა უყუროს ქართველმა მოსახლეობამ? არ მაინტერესებს მაგათი აზრი. ქართული ბანკები შებოჭილები არ იქნებიან, ეს ორი ბანკია შებოჭილი, იმიტომ რომ აგენტურის, ბრიტანელების ბანკები არიან. ხელფასების ჩარიცხვაზე პრობლემები არ იქნება. ხელფასებს ყველა ბანკი გასცემს, რა პრობლემაა.
... ეგ არის თქვენი ბრიტანული დემოკრატია. არ არის თქვენი საქმე (მაქვს თუ არა ქართუ ბანკთან კომუნიკაცია). გასკდით გულზე, არაფერზე [რეკლამებზეც] არ იქნება პრობლემა," — თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მანამდე bm.ge-იმ დაწერა, რომ ტელევიზიის სანქცირებამდე 25 დღით ადრე ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტვ"-ის წილი მართვაში სხვა პირს გადასცა.
"დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელმაც ტელეკომპანიის წილი 2022 წლის ოქტომბერში, 520 000 ლარად შეისყიდა მფლობელთან ერთად წილის მმართველიც იყო 2026 წლის 30 იანვრამდე. 24 დღის წინ კი ამონაწერი განახლდა და კომპანიის წილის მმართველად ზაზა მარიდაშვილია მითითებული.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით მარიდაშვილი რაგბის კლუბი იბერიონის დირექტორიცაა",— წერს bm.ge.
დღეს ვიქტორ ჯაფარიძის კომენტარი გაავრცელა პირველმა არხმაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ კომენტარში ჯაფარიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია პოსტვ-ის წილი არ დაუთმია და ამის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მისი კუთვნილი წილი მართვაში გადასცა კონკრეტულ პირს, რათა მისი საქმიანობა წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს კანონმდებლობასთან.
"მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი ე.წ. მედიასაშუალებისა და ე.წ. ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დავთმე ჩემი კუთვნილი წილი ტელეკომპანია "პოსტვ"-ში და თითქოს ეს გავაკეთე, რადგან წინასწარ მქონდა ინფორმაცია ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიის მოსალოდნელ დასანქცირებაზე. პირველ რიგში, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, რომ არ დამითმია ტელეკომპანია "პოსტვ"-ის ჩემი წილი, ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებ, რადგან მიმაჩნია, რომ მოცემული ტელეარხი ემსახურება სიმართლეს. ამიტომაც მას ჩემი მხარდაჭერა სულ ექნება. სინამდვილეში, ვინაიდან ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და არ მაქვს უფლება, ვმართავდე ბიზნესს (აქვე აღვნიშნავ, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში არც არასდროს ჩავრეულვარ), როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ტელეკომპანიის ჩემი კუთვნილი წილი მხოლოდ და მხოლოდ მართვაში გადავეცი კონკრეტულ პირს, რათა ჩემი საქმიანობა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-10 მუხლი). ამიტომ, მინდა, აღვნიშნო, რომ სრული სიცრუე და საფუძველს მოკლებულია რადიკალების სიხარული, თითქოს ტელეკომპანია "პოსტვ"-ის წილს აღარ ვფლობ. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ წილის დათმობას არც მომავალში ვაპირებ. აქვე, სრულ მხარდაჭერას გამოვხატავ ტელეკომპანიის თითოეული თანამშრომლის მიმართ, ვისაც ურთულეს პირობებში უწევს, ემსახუროს სიმართლეს და ამას ნამდვილად ღირსეულად აკეთებენ", — აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთის სანქციების რეგულაციების ფარგლებში, სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" 24 თებერვალს დაასანქცირა.
- ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არ არის არასდროს გასული — ეკა სეფაშვილი "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედს" ხელოვნური სუნთქვით ვერ გადაარჩენ. ვინც მასთან ითანამშრომლებს განწირულია სანქციებისათვის
- ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია — ერთიანი ნეიტრალური საქართველო "იმედის" და პოსტვ-ის სანქცირებაზე
- ნინო წილოსანი: ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა "იმედის" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს
- ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება
- მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება — ყაველაშვილის "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
- კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
კომენტარები