ნინო წილოსანი: ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა "იმედის" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს
ოცნების პარლამენტის ვიცესპიკერი ნინო წილოსანი მხარდაჭერას უცხადებს ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ "იმედისა" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს". მისი თქმით, როცა "იმედს" და "პოსტვ"-ის ასანქცირებ, ეს იგივეა, რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One და ITV1 ტელევიზიებზე. გერმანიას ZDF და ა.შ.
"ტელეკომპანია "იმედს" და "პოსტივის" ჯამში ქართველი მაყურებლის 40% -ზე მეტი ენდობა. სწორედ ამდენი ადამიანი დააცენზურა ბრიტანეთმა ამ არხების დასანქცირებით და ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, როცა საქართველოში 10-მდე მსხვილი ტელევიზია ფუნქციონირებს, მათ შორის 3 წარმოუდგენლად რადიკალური არხი და მაყურებელს აქვს თავისუფალი არჩევანი უყუროს იმ არხს, რომელიც მისთვის მისაღებია.
სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელი თავად ირჩევს რას უყუროს საქართველოს მედია სივრცეში, ბრიტანეთის სანქციები არა "იმედს" და "პოსტივის", არამედ ქართველ ხალხს მიემართება. მიემართება, რათა ჩაახშოს კონკრეტული ინფორმაცია და არ მისცეს მათ მოსმენის და ნახვის საშუალება.
როცა "იმედს" და "პოსტვ"-ის" ასანქცირებ, ეს იგივეა, რომ ბრიტანელებს აუკრძალო წვდომა BBC One და ITV1 ტელევიზიებზე ; გერმანიას ZDF და ა.შ.
დაველოდები გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების შეფასებას ცენზურის ამ შემზარავ ფაქტზე, რომელზეც დიდი ხანია ტრამპი, ჯ.დ. ვენსი და სხვები საუბრობენ.
მარკო რუბიომ ახლახან ბრიტანელ ცენზურის აგენტებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა — დონალდ ტრამპი;
ილონ მასკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ცდილობს, მაშინ როცა X-ს შესაძლო აკრძალვა ემუქრება.
აშშ აცხადებს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს გაუარესდა.
ჯეი დი ვენსი დევიდ ლემისთან შეხვედრისას აფრთხილებს, რომ გაერთიანებული სამეფო თავისუფალი სიტყვის დაკარგვის "ბნელ გზას" არ დაადგეს.
თუმცა, სწორედ დღეს — საბჭოთა ოკუპაციის დღეს, ყველაზე მძიმედ გვახსენდება რა ქარტეხილებს არ გადაუვლია ჩვენს თავზე და მიუხედავად ამ ყველაფრისა, როგორ გადავრჩენილვართ. საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა ყველაზე სასტიკ რეჟიმებსაც კი არ გამოსვლიათ, სანქციებიც ვერ გააჩუმებს მართალ სიტყვას საქართველოში. ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა "იმედის" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს", — წერს ნინო წილოსანი.
- ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება
- მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება — ყაველაშვილის "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
- კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
- ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
- გარეტ უორდი: გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა დაახლოებით 300 კომპანიასა და ინდივიდს
- დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული “იმედი” და “პოსტვ” დაასანქცირა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
კომენტარები