პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი დიდი ბრიტანეთის მიერ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიების "იმედისა" და POSTV-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს ტელეარხები ძირითადად პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან. მისივე თქმით, "ისინი ცრუობენ იმ მიზეზთან დაკავშირებით, რის გამოც ეს სამხედრო აგრესია დაიწყო, ისინი ცრუობენ, რომ რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს, რაც ასე არ არის და რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ისინი ცრუობენ გერმანიის შესახებ, ცრუობენ ევროკავშირის შესახებ, ცრუობენ გაერთიანებული სამეფოს, დასავლეთის შესახებ"
"ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავიგე. შევამოწმე ჩემი ტელეფონი და ვნახე, რომ "იმედი" და POSTV გაერთიანებული სამეფოს მიერ დღეს გავრცელებული სანქციების პაკეტის ნაწილი არიან. ეს გაერთიანებული სამეფოს საქმეა და ამიტომ მხოლოდ მცირე კომენტარით შემოვიფარგლები. ზუსტად არ ვიცი, რას გულისხმობს, რას ნიშნავს ამ ორი არხისთვის, მაგრამ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში შევნიშნე, რომ ესენი არიან ტელეარხები, რომლებიც ავრცელებენ ძალიან მცირე ახალ ამბავს და რომლებიც, ძირითადად, ავრცელებენ პროპაგანდას. ისინი ავრცელებენ ნარატივს, რომელიც საკმაოდ ახლოსაა რუსულ ნარატივთან. ჩვენ ამ პანელზე განვიხილეთ, რომ დეზინფორმაცია უკრაინაში რუსეთის აგრესიის ნაწილია. ისინი ცრუობენ იმ მიზეზთან დაკავშირებით, რის გამოც ეს სამხედრო აგრესია დაიწყო, ისინი ცრუობენ, რომ რუსეთი აუცილებლად მოიგებს ომს, რაც ასე არ არის და რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. ისინი ცრუობენ გერმანიის შესახებ, ცრუობენ ევროკავშირის შესახებ, ცრუობენ გაერთიანებული სამეფოს, დასავლეთის შესახებ. საინტერესოა ევროკავშირთან დაკავშირებით, როდესაც საქართველო აცხადებს, რომ სურს გაწევრიანება, ყოველ ჯერზე, ყოველ დღე, ისინი უხსნიან "იმედისა" და POSTV-ის მაყურებელს, რომ ევროკავშირი საშინელია. აი, ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ", — განაცხადა ფიშერმა (თარგმანს IPN ავრცელებს).
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ სანქციები მომავალში ევროკავშირმაც დააწესოს, პეტერ ფიშერმა უპასუხა: "ჩვენც მივიღეთ სანქციები უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის შესახებ, ასე რომ ვცდილობთ, მივიღოთ საპასუხო ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც ყოველ დღე ძალიან ძლიერი, ძალიან აგრესიულია".
"რუსეთთან დაკავშირებული ქსელები ცდილობენ ჩვენი საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრას, ჩემი საზოგადოებისთვის, რომელშიც მე ვცხოვრობ. სწორედ ამიტომ, მე, როგორც მოქალაქეს არ მომწონს ეს. ასე რომ, თეორიულად ეს შესაძლებელია", — განაცხადა ფიშერმა.
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
"ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება "ევროპის დღე 2026" 10 ოქტომბერს თელავში აღინიშნება
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
"ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება "ჩემი შვილი არის პოლიტპატიმარი" — ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება
გადახედვა
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
კომენტარები