გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
“თავიდან ჩემი თავი დავბადე. ბლომად ხალხი შეიკრიბა სეირის სანახავად, ამ პატივს არასდროს მაკლებდნენ: შავი სამუშაო სულ მე შევასრულე, დედაჩემი, როგორ ვთქვა, ამ ამბიდან გამოთიშული იყო“, — ასე იწყება ბარბარა კინგსოლვერის წიგნი, რომელმაც ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა. 2022 წელს გამოქვეყნებულმა ნაწარმოებმა ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში სხვადასხვა საერთაშორისო ჟურნალსა თუ პერიოდული გამოცემაში 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გავლენიან რომანად მოიხსენიება,
წიგნის კითხვის სიამოვნება რომ არ მოგაკლოთ, სტატიაში ზედმეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებთ, თუმცა მთავარი პერსონაჟის ცხოვრების მოკლე ანალიზი, წიგნის საოცრად საინტერესო მიმართულება, ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემები აუცილებლად უნდა ვახსენოთ და განვიხილოთ: ნარკოტიკები და ძლიერი დამოკიდებულება, უფულობა და გადარჩენისთვის ყოველდღიური, არაამქვეყნიური შრომა, ყველანაირ სამუშაოზე დათანხმება, საზოგადოება, რომელიც არარაობად გთვლის, სახელმწიფო, რომელიც შენზე თითქოს ზრუნავს, მაგრამ რეალურად მძიმე, გამოუსადეგარი ტვირთივით გიშორებს და პანდორას ყუთის ბოლოში დარჩენილი იმედი, ადამიანების სიკეთის ოდნავი გაელვება და ფიქრი იმაზე, რომ იქნებ ღირდეს ცხოვრება, გადარჩენა.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
“დევიდ კოპერფილდის“ ალუზიებზე აგებული “დემონ კოპერჰედი“ სხვადასხვაგვარად ნატანჯ, მრავალ ადამიანზე მოგვითხრობს. როგორც თავად წიგნის მთავარი გმირი ამბობს: “ნებისმიერი გეტყვით, რომ ცხოვრება თავის ბეჭედს დაბადებიდან გასვამს, მოგებულის ან წაგებულის“. სამწუხაროდ, ამ წიგნში მხოლოდ წაგებულის ბეჭედდასმული ადმიანების ცხოვრებაა მოყოლილი, მათი ტანჯვა, ყოველდღიური საფიქრალი გადარჩენაზე, გადაწყვეტილებები და სასოწარკვეთა, რომელსაც ზოგიერთი პერსონაჟი საბოლოოდ ნებდება, ზოგი კი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს.
დეიმონი ბიჭია, ის თავისდაუნებურად იბადება ისეთ გარემოში, სადაც დაბადება არავის არასდროს უნდა: ნარკომანი დედა, უბედური შემთხვევის გამო გარდაცვლილი მამა, ტრეილერში გატარებული ბავშვობა. დეიმონს ცხოვრება პატარაობიდან, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ახსენებს, რომ იგი არარაობაა, არაფერს წარმოადგენს, არაფერი აბადია და ალბათ, ვერც ვერაფერს მიაღწევს ცხოვრებაში. მთავარი გმირისთვის ისიც კი საეჭვოა, საერთოდ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ყოფა, არსებობა, თავის გატანა, გადარჩენა, რომელსაც სხვები, უკეთეს ვარსკვლავზე დაბადებულები, სიცოცხლეს უწოდებენ.
“გაუნძრევლად ვიჯექი, ვცდილობდი, არსადმყოფი და არაფრადქცეული დავლოდებოდი, როდის გამომელეოდა დრო“ — ბევრჯერ უნატრია დემონს, რომ საბოლოოდ არაფრად ქცეულიყო, მალე დასრულებულიყო მისი არსებობა გადარჩენიდან გადარჩენამდე, თუმცა რაღაც ძალით წიგნის მთავარი პერსონაჟი მუდამ ახერხებს, რომ ფსკერს ქვემოთ არ ჩაიძიროს, როგორღაც იტივტივოს და ხან ხავსს მოეჭიდოს, ხან კი იმ კეთილ ადამიანებს დაეყრდნოს, რომლებიც მოულოდნელად ჩნდებიან ხოლმე მის ცხოვრებაში.
90-იანების ბოლოს დაბადებული დემონ კოპერჰედის ამბავი მხოლოდ ერთი ბიჭის ტრაგიკულ ისტორია არ არის. წიგნში აშკარად, შეუნიღბავად და რეალურადაა აღწერილი ამერიკის საზოგადოებრივი დაპირისპირებები, 90-იანებისა და 2000-იანების დასაწყისში მომხდარი გარდამტეხი მოვლენებიც. საზოგადოება, რომელიც მიწათმოქმედ, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს დასცინის, გაუნათლებელს უწოდებს და მათ ე.წ. ელიტისგან გარიყვას ცდილობს, აუცილებლად ინანებს ამას მომავალში. საზოგადოება, რომელიც არ აფასებს თავის თითოეულ წევრს, მათ შრომას აუფასურებს და ფაქტობრივად აიძულებს ადამიანებს, რომ ცხოვრების სტილი თავიდან ბოლომდე შეიცვალონ, ვერასდროს იქნება მყარი და ერთიანი. საკმაოდ საინტერესოდ განიხილავს ამ პრობლემებს ბარბარა კინგსოლვერი წიგნში და ვფიქრობთ, ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ნაწარმოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სანატრელი ჯილდოც დაიმსახურა.
დემონი კარგად ხატავს, მისთვის თავის გადარჩენის ერთ-ერთი გზა სწორედ ესაა. სამყარო, რომელშიც თავად წყვეტს ყველას ბედს — კეთილ ადამიანებს სუპერ ძალები აქვთ, ბოროტები კი სამაგალითოდ ისჯებიან. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც ეს კომიქსებში ხდება. “ჯანდაბა, ჭკუა როგორ ვერ ვისწავლე? ბიბლიის ისტორიები ზუსტად კომიქსებივითაა. იმის იმედად ყოფნა, რომ ღმერთი გიშველის, იგივეა, ცას ბეტმენის პროჟექტორი მიანათო“ — რწმენა, მუდმივი ლოცვა და შენზე მაღალი, წესით ყოვლისშემძლე ძალებისადმი ყოველდღიური თხოვნა, რომ რაიმე გამოსწორდეს, შეიცვალოს. რთულია ფიქრობდე რაიმე დადებითზე, ელოდო გადარჩენას და ვერც ღმერთს ხედავდე, ვერც რომელიმე სუპერგმირის გამოწვდილ ხელს.
წიგნის მთავარი გმირი მუდამ აფასებს საკუთარ მდგომარეობას და არც ზედმეტად იმედიანია, არც სრულად სასოწარკვეთილი. მთელი ნაწარმოების განმავლობაში, დემონი არ კარგავს ხალხისადმი ნდობას. ალბათ, მისი ეს პიროვნული თვისება ყველაზე მეტად დასაფასებელია და სწორედ ამის წყალობით შეძლო დემონმა, რომ თავსდატეხილ ყველანაირ გასაჭირს გამკლავებოდა. “ასეთი სიკეთის ნაწილები მეც მქონდა — პეგოტები, მის ბეტსი, მწვრთნელი... ბევრმა გააკეთა ჩვენთვის ყველაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მშიერი დედების შვილებად დავრჩით.“
სიკეთის ნაწილები დემონის ცხოვრებაში აქა-იქ ნამდვილად ჩნდება, მაგრამ რამდენად საკმარისია ყოველივე ეს მის გადასარჩენად? რამდენ ხანს შეუძლია გაუძლოს დემონმა ცხოვრების სიმწარეს ფხიზლად, არ ჩაითრიოს არც სმამ, არც ნარკოტიკებმა და საერთოდ, შესაძლებელია, რომ ყველაფრის გარეშე დაბადებულ, ცხოვრებისგან დაჩაგრულ ადამიანს სიცოცხლისუნარიანობა, ხალისი და კეთილი დასასრულის იმედი შერჩეს?
დემონ კოპერჰედის გადარჩენიდან გადარჩენამდე ამბის ქართულად მთარგმნელი ლადო გიგაიაა, წიგნი აშშ-ს საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებშია ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ გამოცემული.
ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები