სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს
ფოტო: ლიამ სკოტი / The Washington Post
მაიკლ გრეჰემი, რომელიც კოსტიუმის გარეშეც სანტას ჰგავს, ყოველ შობას ვირჯინიაში ჩადის ამ როლის შესასრულებლად.
ჯერ სანტას ხმა ისმის და მერე ჩანს.
"ჰო, ჰო, ჰო!", — ხმაურით ჩამოდის ესკალატორზე — "გილოცავთ შობას!"
შაბათ დილით, ვირჯინიაში მდებარე Tysons Corner Center-ის სავაჭრო ცენტრში, წითელკოსტიუმიანი, ფაფუკწვერიანი კაცის დანახვაზე ბავშვებიც და ზრდასრულებიც იღიმიან.
უსაფრთხოების თანამშრომლის თანხლებით, სანტა, რომლის ნამდვილი სახელიც მაიკლ გრეჰემია, სანტას ქოხში მიემართება. ქოხი დერეფნის ბოლოშია, წარბების სალონის მახლობლად. ათეულობით ბავშვი რიგში დგას, რათა გრეჰემთან ფოტო გადაიღონ და საშობაო სურვილების ასრულება სთხოვონ.
მაიკლ გრეჰემი ვირჯინიაში მდებარე Tysons Corner Center-ის სავაჭრო ცენტრში, სანტას კოსტიუმში ესკალატორით ჩამოდის.
ფოტო: ლიამ სკოტი
სანტა რომ ნამდვილი იყოს, ზუსტად გრეჰემს ემსგავსებოდა: გაბურძგნული თეთრი წვერი და ულვაში, ვარდისფერი ლოყები და ცხვირის წვერზე დაკოსებული სათვალე. უფრო სრული რომ გამოჩნდეს, სპეციალურ "სქელ კოსტიუმს" ატარებს, მაგრამ ამ კოსტიუმის გარეშეც ბავშვების ყურადღებას მაინც ხშირად იქცევს.
68 წლის გრეჰემს ეს არ აწუხებს. ეს მისი სანტად მუშაობის მე-40 წელია და უკვე 37 წელია, რაც სწორედ Tysons Corner Center-ში ასრულებს ამ როლს. საქმე მარტივი არ არის — ნოემბერში იწყებს და შობის წინა დღემდე ყოველდღე 8–10-საათს მუშაობს. მიუხედავად ამისა, თავისი საქმე უყვარს.
"მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ზუსტად ის პერსონაჟი დაინახონ, ვისაც ელიან", — ამბობს ის — "მხიარული განწყობა უნდა გქონდეს და ეს სიხარული სხვებსაც უნდა გადასდო".
ზოგი ბავშვი სიხარულს ვერ მალავს. "სანტა გიყურებთ", — ეუბნება ერთი დედა თავის ბავშვებს, რომლებიც აქეთ-იქით დარბიან. სხვა ქალი ჟღარუნა სათამაშოთი ცდილობს დაამშვიდოს პატარა, რომელიც გრეჰემის კალთაში ტირის.
გრეჰემის თქმით, წელს ყველაზე პოპულარული სურვილები ლაბუბუები და ლეგოებია. თუმცა ოთხი წლის ლინდენ ბარტლეტი ვარდისფერი სათვალით, რომელსაც კანფეტის ნახატიანი მაისური და ვარდისფერი შარვალი აცვია, ვარდისფერ წყლის ბოთლს ითხოვს. ხუთი წლის თეოდორ ნგუენი კი დასარტყამ ინსტრუმენტს.
სავაჭრო ცენტრში სანტად მუშაობისას გრეჰემი ხანგრძლივ ცვლებშია, თუმცა ამბობს, რომ ბავშვები მას ენერგიას აძლევენ
ფოტო: ლიამ სკოტი / The Washington Post
გრეჰემი სრულიად შემთხვევით გახდა სანტა. 40 წლის წინ ის ტენესიში, თავის მშობლიურ ქალაქში, საშობაო აღლუმისთვის დეკორაციებს ამზადებდა, როდესაც სანტად დანიშნულმა კაცმა ბოლო წუთს უარი თქვა. გრეჰემი მას ჩაენაცვლა, და მას შემდეგ სანტაა. დღესაც ტენესისში ცხოვრობს, სადაც სამშენებლო კომპანია აქვს, თუმცა ყოველ წელს ორი თვით ვირჯინიაში ჩამოდის სანტად სამუშაოდ.
პენსიაზე გასვლა არ მაინტერესებს, რადგან ეს საქმე არ მღლის
რამდენიმე წლის წინ სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ სანტას გამოცვლა სცადა. მაგრამ გრეჰემის შეცვლა ათასობით გულშემატკივარმა გააპროტესტა — სავაჭრო ცენტრში რეკავდნენ, ელფოსტებს უგზავნიდნენ, პეტიციებს აწერდნენ ხელს და ბოიკოტითაც კი იმუქრებოდნენ. საბოლოოდ ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება შეცვალა.
გრეჰემის თქმით, ზოგ ცვლაში 600-დან 900-მდე ბავშვს ხვდება. ერთხელ ერთმა ბავშვმა მიმოზას ხე ითხოვა. სხვამ — ჩანჩქერი. ("მშობლები დაგრთავენ ნებას ჩანჩქერი გქონდეს?" — ჰკითხა მას გრეჰემმა.) ზოგი სურვილი კი გულს მოგიკლავს: ერთმა გოგონამ უთხრა, რომ ერთადერთი, რაც სურდა, გარდაცვლილი დედის სახლში დაბრუნება იყო.
"წლების განმავლობაში მახსოვდა ის ბავშვი", — ამბობს გრეჰემი.
სანტას მხოლოდ ბავშვები არ სტუმრობენ. "ძალიან ბევრი ზრდასრულიც მოდის. გაგიკვირდებათ", — ამბობს ის. ერთხელ 103 წლის ქალმა ოჯახთან გასატარებლად მეტი დრო სთხოვა.
"რაც უფრო ასაკში შედიხარ, მით მეტად ხვდები, რომ ნივთები უბრალოდ ნივთებია", — ამბობს გრეჰემი — "ყველაზე ძვირფასი კი დროა".
ზოგი ოჯახი შობის ტრადიციის შესანარჩუნებლად კალიფორნიიდანაც კი ჩამოდის, რათა გრეჰემთან შეხვედრა არ გამოტოვოს. იმ ადამიანებს, რომლებიც მას ათწლეულების წინ ბავშვობაში სტუმრობდნენ, დღეს უკვე საკუთარი შვილები მოჰყავთ.
გრეჰემის თქმით, სწორედ ბავშვები არიან მიზეზი, რის გამოც ამ საქმეს აგრძელებს
ფოტო: ლიამ სკოტი / The Washington Post)
36 წლის კეიტლინ ვიერა გრეჰემთან პირველად ორი წლის ასაკში მივიდა. ახლა კი თავისი ორი პატარა შვილს მოიყვანა. "ცრემლები მადგება. ეს უბრალოდ ძალიან განსაკუთრებულია", — ამბობს ის — "ამ ყველაფრის საკუთარ შვილებთან გაზიარება საოცრად თბილია. ძალიან ნოსტალგიურია".
"ბევრი ადამიანის ოჯახის ნაწილი ვარ", — ამბობს გრეჰემი. სწორედ ამიტომ ბრუნდება ისევ და ისევ — "რა არის ის ერთი რამ, რაც ადამიანს სურს? რომ უყვარდეთ. ზუსტად ამას მაძლევს ეს საქმე".
დაახლოებით დღის პირველ საათზე გრეჰემი სანტას ქოხს ტოვებს და ერთსაათიან შესვენებაზე გადის. დროს თავის ოთახში ატარებს, იხსნის სანტას ქუდს. კოსტიუმისა და სქელი სამოსის ქვეშ ძალიან ცხელა, ამიტომ თმა ოფლისგან ეწებება. ტანსაცმლის საკიდზე სანტას რამდენიმე სათადარიგო კოსტიუმია ჩამოკიდებული. მაგიდაზე დევს შავი ფეხსაცმლის კრემი, სანტას აქსესუარები და პიტნის კანფეტების პარკი.
მისი სურვილია, ეს საქმე კიდევ მინიმუმ 20 წლით გააგრძელოს.
გრეჰემი უკვე 40 წელია სანტაა — აქედან 37 წელი Tysons Corner Center-ის სავაჭრო ცენტრში გაატარა.
ფოტო: ლიამ სკოტი / The Washington Post
"პენსიაზე გასვლა არ მაინტერესებს, რადგან ეს საქმე არ მღლის", — ამბობს ის — "სანამ ღმერთი არ მეტყვის, რომ გაჩერების დროა".
-
სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს სავაჭრო ცენტრის სანტა, რომელიც 40 წელია ამ როლს ასრულებს
გადახედვა
-
On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ გააკეთეს
გადახედვა
-
"ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე "ყველას დავუძახებთ, ყველას დავუსვამთ კითხვებს და ყველამ უნდა გაგვცეს პასუხი" — ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებზე
გადახედვა
-
უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს უჩა ნანუაშვილი: დაკავებიდან 2 დღეში გამომძიებლებმა თამარის და მისი მშობლების სახლები გაჩხრიკეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
-
"საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით "საფარმა" სპს-ს განმეორებით მიმართა ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს მეცნიერებმა წყნარი ოკეანის სიღრმეში ასობით ახალი ორგანიზმი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
-
ფაშინიანი ეკლესიის მიერ მართული ტელეარხ "შოღაკატს" ხურავს ფაშინიანი ეკლესიის მიერ მართული ტელეარხ "შოღაკატს" ხურავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია
გადახედვა
-
ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია ყველა საახალწლო ჩანაფიქრი ჯადოსნურია | ჩაიფიქრე და იმოქმედე — მეტროპოლის საახალწლო კამპანია
-
ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს ათეა-ს პრეზიდენტად კვლავ კახა კალაძე აირჩიეს
გადახედვა
-
გახარიას პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება გახარიას პარტია სასურსათო ფასებთან დაკავშირებულ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება
გადახედვა
-
ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა ათწლეულები თეგეტასთან ერთად — კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
-
არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ არჩილ გორდულაძე: ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ლევან იოსელიანი დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად როგორ ვმართოთ რისკები ინვესტირებისას — მარტივად
-
პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა პუტინმა თინა კანდელაკი ალექსანდრე ნეველის მედლით დააჯილდოვა
გადახედვა
-
რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან რა იცვლება შინაური ცხოველების მეპატრონეებისთვის 2026 წლის იანვრიდან
გადახედვა
-
გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს? გადაარჩენს ყურძნის 12 მარცვალი თქვენს ახალ წელს?
გადახედვა
კომენტარები