გუბე და სხვა მოთხრობები — ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების ახალი კრებული
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ლიტერატურის მოყვარულთათვის განსაკუთრებული დღეები ახლოვდება. 14-16 ნოემბერს ექსპო ჯორჯიის პავილიონში უკვე ტრადიციად ქცეული თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ქართული გამომცემლობები ერთგულ მკითხველს უამრავი სიახლით დახვდებიან, რა თქმა უნდა, მათ შორისაა ქარჩხაძის გამომცემლობაც. წლევანდელი ერთ-ერთი სიახლე კი ჯემალ ქარჩხაძის გუბე და სხვა მოთხრობებია.
ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას ქართველი მკითხველი დიდი ხანია იცნობს და დროის სვლასთან ერთად უფრო მეტად უყვარდება და აფასებს. საზოგადოება ამ მწერლის შემოქმედებიდან განსაკუთრებულ, გამორჩეულ ნაწარმოებებსაც გამოყოფს, მაგ.; მდგმური, ქარავანი და ზებულონი.
შეიძლება ითქვას, რომ ქარჩხაძის შემოქმედებას ძველი თაობა საკმაოდ კარგად იცნობდა, თუმცა ახალმა თაობამ ავტორი თავიდან აღმოაჩინა, როგორც ხდება ხოლმე. სასკოლო პროგრამაში შეტანილი მოთხრობა იგი სწორედ ის ნაწარმოები აღმოჩნდა, რომელმაც ახალი თაობის მკითხველი ერთბაშად მონუსხა და ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებით დააინტერესა.
ქარჩხაძის გამომცემლობა ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას და ერთგული მკითხველის თხოვნასაც მუდამ ითვალისწინებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წყალობით ჯემალ ქარჩხაძის ყველა მაგნუმ ოპუსი ცალ-ცალკე წიგნადაა გამოცემული, მუდამ ბესტსელერი წიგნები კი არასდროს არის რარიტეტული, რადგან გამომცემლობა მკითხველს ყოველთვის სთავაზობს განახლებულ ტირაჟს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებული მოთხრობა იგი ინგლისურ ენაზეცაა ნათარგმნი და ნელ-ნელა უცხოელი მკითხველის გულებსაც იპყრობს.
ჯემალ ქარჩხაძის ეს ახალი კრებული აერთიანებს რამდენიმე საინტერესო, თავისებურად განსხვავებულ მოთხრობას: გუბე, მარიანა, მეთერთმეტე მცნება, აბზიანიძეების ოჯახი, მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება, იგი და დღე ერთი.
ჯემალ ქარჩხაძის წერის ერთ-ერთი უმთავრესი თავისებურება სტილური მრავალფეროვნებაა. ამ კრებულში თავს იყრის როგორც რეალისტური, ასევე მითოსური, ფანტასტიკური თუ ჯადოსნური რეალიზმის თვისებების მქონე ტექსტები. ეს ტექსტები სრულიად სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეტაპზეა დაწერილი (მათ შორის აქაა პირველი და ბოლო მოთხრობაც). მწერლის სამოქმედო არეალიც განსხვავებულია — პრეისტორიული ხანიდან თანამედროვეობამდე, განსხვავებულია ტექსტების ფორმატიც, განსხვავებულია ყველაფერი, გარდა მწერლის უმთავრესი მიზნისა — ამოგზაუროს მკითხველი ადამიანის უღრმეს ფენებში და იყოს ყოველთვის პირუთვნელი, დაუღალავი მთხრობელი ამბებისა, რომლებშიც, როგორც სარკეში, ყველანი ვპოულობთ ჩვენს თავს — თავად ავტორიდან მოყოლებული ნებისმიერი ჩვენგანის ჩათვლით.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები