გოტა ჭანტურია

15 Sep. 2025, 15:54

"დღეს 15 სექტემბერია და საჯარო სკოლებში სწავლა ოფიციალურად დაიწყო. საინტერესოა, როგორ ვხვდებით სასწავლო წელს ქართული ოცნების მოსვლიდან აგერ უკვე მე-13 სეზონზე.

• მაშინ, როცა პარლამენტართა ხელფასები 7,000 ლარით გაიზარდა, განათლებაში დასაქმებულთა ანაზღაურება ყველაზე დაბალია ყველა სხვა სექტორთან შედარებით.

• მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კვლევების მიხედვით კატასტროფულად დაბალია. მაგალითად, საერთაშორისო კვლევებში მოსწავლეთა 70%-მდე პირველ საფეხურსაც ვერ ძლევს როგორც წიგნიერების, ისე მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

საბუნებისმეტყველო საგნებში იმდენად მძიმე სიტუაციაა, რომ მაგალითად 2023 წელს ფიზიკას ეროვნულ გამოცდებზე სულ 601 აბიტურიენტი აბარებდა.

• სკოლების უდიდესი უმრავლესობა, 60%-ზე მეტი საჭიროებს რეაბილიტაციას ან ახლის მშენებლობას. ეს პროცესი აქამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადამ ორჯერ გადაიწია და ბოლო საჯარო განცხადებებით 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. ბუნებრივია, ესეც მორიგი ტყუილია.

• სკოლების 70%-ში არ არსებობს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. უარესი მდგომარეობაა სპორტული მოედნების კუთხით.

• სკოლების დიდ ნაწილში პრობლემაა სასმელი წყლის ხარისხი, ხოლო აბსოლუტურ უმრავლესობაში — საპირფარეშოების სანიტარული მდგომარეობა.

• მოსწავლეთა 70% სკოლის საათებში, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიმშილობს.

• მოსწავლეთა 50%-მდე არ აქვთ მათთვის სასურველი ერთი საგანმანათლებლო მასალა მაინც (მაგ., წიგნები, სამუსიკო ინსტრუმენტი, ლეპტოპი).

ბავშვების თითქმის 50%-ს არ აქვს 3 საბავშვო წიგნი და მათ უდიდეს ნაწილს, ასაკისათვის შესაბამისი ახალი სათამაშოები.

და რაც მთავარია, სკოლა პრაქტიკულად გადაქცეულია საზოგადოების სეგრეგაციის მექანიზმად, როცა მხოლოდ ელიტებს აქვთ წვდომა საბაზისო საჭიროებებზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ფიზიკურად ვერ ხვდებიან ერთმანეთს და სოციალიზაციის დანიშნულებაც თითქმის მოშლილია.

აღარაფერს დავწერ განათლების სისტემას და კონკრეტულად სკოლებს როგორ იყენებენ პარტიული მიზნებისათვის.

არეული მონაცემებია, მაგრამ წარმოდგენას ქმნის თუ რამდენად პრიორიტეტულია განათლება ქართული ოცნებისათვის და რა ტიპის მომავალი ელით ჩვენს შვილებს. ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძვით. შეუძლებელია ამ დონის ბოროტება არ შევცვალოთ!", ­ — წერს სოციალურ ქსელში "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ლიდერი გოტა ჭანტურია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
  3. გარდაბანში ავარიას 7 პირი ემსხვერპლა, 1 — კლინიკაში გადაიყვანეს
  4. ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე
  5. ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კალაძე: წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები

თბილისის მერი, კახა კალაძე, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა…