შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
მისი თქმით, უნდა შეწყდეს კონტრაქტის მოქმედება, რადგან მისი გაფორმება განხორციელებულია ქვეყნის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით დისკრიმინაციული წესით და მიზნად ისახავს "ქართული გენის, ქართული ხმის გადაშენებას და დემოგრაფიული კატასტროფის გაღრმავებას". განცხადება ნათელაშვილმა გენერალური პროკურატურის შენობასთან გააკეთა.
"როდესაც 40 წლის უკან მე, აი, ამ პროკურატურის შენობას ვაგებდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყნის სათავეში მოექცეოდა კრიმინალი, ოლიგარქი, მილიარდერი, რომელიც პროკურატურას გადააქცევდა პირადი მომსახურების სერვისად, გაყიდდა 10 მილიონ კვადრატულ მამულს, ქართულ მიწას კრწანისსა და ლოჭინში უკანონოდ და ამგვარ დანაშაულზე საუკუნისა პროკურატურას არ ექნებოდა რეაქცია, რის გამოც მე მომიწევდა, აი, აქ მოსვლა და სპეციალური მიმართვის გადაცემა იმისათვის, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა დამნაშავე, ივანიშვილიდან დაწყებული, ქვემოთ, მიეცეს პასუხისგებაში, რაც აი ამ სამარცხვინო დოკუმენტის გაფორმებით დაიმსახურეს.
დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია, გასხვისებულია, გაჩუქებულია ქართული მიწა, განწირულია 600 ჰექტარი ტყე გასაკაფად და გამზადებულია იურიდიული ბაზა არაბული დასახლებების მშენებლობისათვის, რათა საბოლოოდ აქ ქართული ჯიში და ჯილაგი გადაშენდეს, რასაც ვერ მოესწრებიან.
მე მოვითხოვ, დაუყოვნებლივ იქნას აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მიეცნენ დამნაშავეები პასუხისგებაში, შეწყდეს კონტრაქტის მოქმედება, რადგან მისი გაფორმება განხორციელებულია ქვეყნის კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, დისკრიმინაციული წესით და მიზნად ისახავს აქ გადააშენოს ქართული გენი, ქართული ხმა და გააღრმავოს დემოგრაფიული კატასტროფა.
დარღვეულია სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა, დარღვეულია მსოფლიოში აღიარებული, ცივილიზებული წესები კონტრაქტის გაფორმებისა, როდესაც შემომსვლელ მხარეს, ანუ არაბულ კომპანიას, არავითარი ვალდებულება არ ეკისრება, გარდა იმისა, რომ ტყე გაჩეხოს, გააცამტვეროს ყველაფერი, რაც აქ დახვდება, ააშენოს არაბებისათვის უძვირფასესი პენტჰაუზები და ნებისმიერ დროს მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ისე, რომ არაფერი სახელმწიფოს არ ჰკითხოს და უფრო მეტიც, სახელმწიფოს რომ დასჭირდეს ამ 10 მილიონ კვადრატულ მეტრზე შესვლა და რაღაცის შემოწმება, ამისათვის არაბული კომპანიის ნებართვაა საჭირო", — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილმა 2026 წლის 28 აგვისტოს საზოგადოებას გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აცნობა, რომ მისმა პარტიამ მოიპოვა Eagle Hills-თან გაფორმებული გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელსაც "მოღალატეობის ქარტია" უწოდა. დღეს კი, მან უკვე ოფიციალურად მიმართა გენერალურ პროკურატურას საქმის აღძვრის მოთხოვნით.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები