"მითების დეტექტორმა" წელს ხელისუფლებასთან ასოცირებული 434 არაავთენტიკური პროფილი გამოავლინა
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ყალბი პროფილები სოციალურ ქსელში სახელისუფლებო ნარატივების გასაძლიერებლად — "მითების დეტექტორმა" 2026 წლის პირველ ნახევარში 434 ასეთი არაავთენტიკური ანგარიში გამოავლინა.
მონიტორინგის თანახმად, აღნიშნული ანგარიშები საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმიტირებას ემსახურებიან და ძირითადად ორ სტრატეგიულ მიმართულებაზე აქტიურობენ: სოციალურად მგრძნობიარე შიდაპოლიტიკურ თემებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ თუ პოლიტიკურ რევიზიაზე:
- პროტესტი დიუშენის სინდრომის მედიკამენტების მოთხოვნით (აპრილი): პირველი შემთხვევა აპრილში, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის საპასუხოდ წამოწყებულ კამპანიას უკავშირდებოდა, სადაც 47 ყალბი პროფილი ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ანგარიშები ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.
- "დიფ სთეითი" და "რუსოფობია" (12 აგვისტო): ყალბი პროფილების მეორე ტალღა 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ "დიფ სთეითსა" და "რუსოფობიაზე" გაკეთებული განცხადებების გავრცელებისას გამოვლინდა. სახელისუფლებო მედიის საინფორმაციო ბარათების რეაქციებში 230 AI-გენერირებული ანგარიში აქტიურობდა.
- გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება (18 აგვისტო): 18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი იმ პერიოდში საქართველოს გადარჩენისა და ქრისტიანულ დასავლეთთან კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. "იმედისა" და "ინტერპრესნიუსის" საინფორმაციო ბარათების (1,2) რეაქციებში "მითების დეტექტორმა" დამატებით გამოავლინა 157 ახალი ანგარიში, რომლებიც 12 აგვისტოს პოსტზე გამოვლენილ (230) იდენტურ ყალბ ანგარიშთან ერთად აქტიურობდნენ.
კვლევამ გამოავლინა, რომ აგვისტოში დაფიქსირებული 387 ანგარიშიდან 323 სწორედ ივლის-აგვისტოში შეიქმნა (მხოლოდ 20 ივლისს — 154 პროფილი). სანდოობის იმიტაციისთვის პროფილებზე მითითებულია რეალური სამუშაო ადგილები — მუნიციპალური სამსახურები, ბანკები, საგამოძიებო მედია iFact.ge და Al Jazeera-ც კი.
ქსელში ფიქსირდება იდენტური სახელები მაგალითად, სამი Mariam Gelashvili, ორი Shorena Tatishvili, ურთიერთმეგობრობა და სახელისუფლებო გვერდების "აი პოლიტიკა" გამოწერა.
Hive Moderation-ის ინსტრუმენტით პროფილის ფოტოების AI-გენერირების ალბათობა 90-100%-ს აღწევს. ხელოვნური ინტელექტის შეცდომები განსაკუთრებით ანატომიურ უზუსტობებში ვლინდება.
მაგალითად, ნია კორძაძის პროფილის ფოტოზე მარჯვენა ხელს მტევანი საერთოდ აკლია. სხვა შემთხვევაში კი, საჭესთან მყოფი პროფილის მარჯვენა მაჯას მოწყვეტილი მტევანი მარცხენა ლოყაზე აქვს მიკრული, მაშინ როდესაც საჭეს მარცხენა ხელი ეყრდნობა. დეფექტები ასევე გვხვდება არაბუნებრივ თითებში, დეფორმირებულ ჯვრებსა და შენობებში.
ფოტო: მითების დეტექტორი
ფოტო: მითების დეტექტორი
იხილეთ სრულად.
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი რა საერთო აქვს ქართულ კინოს, სკოლის გაკვეთილებსა და ფინანსების მართვას? — ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მთავარი მხარდაჭერია ბაზისბანკი
კომენტარები