გოტა ჭანტურია

8 Sep. 2025, 15:50

გოტა ჭანტურია: "საპატრულოში ვარ, ისევ ჯარიმების ამბავზე. ჯამში 49 ჯარიმა, 245,000 ლარი. კონსულტანტი პოლიციელი დიდი თანაგრძნობით მეკითხება, რა უნდა ქნაო.

ჰოდა, მე გეტყვით დღეს რას ვშვრები: აქედან ნინო დათაშვილის სასამართლოზე მივდიოდი, რომელიც გადადებულა. შემდეგ, ჯერ ერთი შეხვედრა წინააღმდეგობის საკითხზე, მერე — მეორე.

7 საათზე საზმაუსთან ვიკრიბებით. 8-ზე - კალაძის საარჩევნო შტაბთან. ბოლოს - მარში რუსთაველზე.

ასე და ამაზე დატვირთული არის ყოველდღე. ყ ო ვ ე ლ დ ღ ე!

დღეში 16-17-18 საათი. ბავშვების და ოჯახის ამბავს აღარ დავწერ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ როცა ცვლილებები გვინდა, სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირად ისინი იმარჯვებენ.

თან, რეალურად ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს:
პირველ რიგში, რეჟიმია დასამარცხებელი. თანაც ისე, მომავალში მსგავს ნაგავში რომ არ ამოვყოთ თავი.

ამიტომ, ვისაც ეს რეალობა გესმით და საფრთხეებს იაზრებთ, მეტ აქტიურობას გთხოვდით.
საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკა სამხედრო ოკუპაციის ჩარჩოებს სცდება — "ანტიანექსიური პლატფორმა" კვლევას აქვეყნებს

"საქართველოს მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმა" ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმად, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს…