გოტა ჭანტურია

7 Oct. 2025, 12:39

გოტა ჭანტურია: "4 ოქტომბერზე ახლა საუბარს არ დავიწყებ. ჩემი სათქმელი იქამდეც ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. სამწუხაროა, კიდევ უფრო ხმამაღლა და კიდევ უფრო ხისტად რომ არ ვამბობდი. სამწუხაროა, რომ ჩანასახშივე ვერ გავანეიტრალეთ, ჯერ კიდევ კარიკატურულად რომ მოჩანდა ეს სიგიჟე. თუმცა, შესაძლოა არც იყო შესაძლებელი.

შეცდომების და უპასუხისმგებლობის არც დრო გვაქვს, არც რესურსი. უპასუხისმგებლო, უპერსპექტივო, უსინდისო პოლიტიკოსების, პარტიების, ანგაჟირებული და ეგზალტირებული "აქტივისტებისა" თუ "სელებრითების," "კრიტიკული მედიების" სიყვითლის, სხვების ბედით მოთამაშეების დრო უნდა დასრულდეს! თუ არადა, მათთან

ერთად და მათზე ადრე გადაგვჩეხავენ ყველას!
მეორე მხრივ, არც მხოლოდ კრიტიკის დროა! ინიციატივის და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღების დროც არის ახლა! ვისაც შეგვწევს ძალა და უნარი, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და ჯანსაღად, რაციონალურად, ერთმანეთზე ზრუნვითა და პასუხისმგებლობით წარვმართოთ პროცესები.
იმედი მაქვს, საზოგადოება გადააფასებს და დაინახავს, სად არის პასუხისმგებლობა და შედეგები და სად — უპასუხისმგებლობა და ზიანი.

ახლა მთავარია რაციონალურად და გონივრულად ვიმოქმედოთ. და ვიყოთ ერთად, მინიმუმ ის ხალხი, ვისაც გვინდა რომ ვიყოთ ერთად!

ვერ მიიღებენ ჩვენგან ისტერიკას.
ვერც გაგვაჩერებენ.
ვერც დაგვამარცხებენ!

და ბოლოს, არავის სჭირდება ირაკლი კობახიძის და ქართული ოცნების თანაგრძნობა.

როცა მისი გასამართლების დრო მოვა და ეს დრო აუცილებლად დადგება, შესაძლოა ისეთი გასაცოდავებული იყოს, რომ მე ნამდვილად მექნება მისადმი თანაგრძნობა! არათუ მექნება, მე ახლაც თანავუგრძნობ მას, რომ მარიონეტად უწევს ცხოვრება, არის დაკომპლექსებული და როგორი ხანგრძლივიც არ უნდა იყოს მისი რეჟიმი, სინამდვილეში — მაინც მარცხისთვის არის განწირული!".

— წერს "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი გოტა ჭანტურია. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა, რომ "მეთოდური მიდგომებით" პასუხს აგებინებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც "4 მილიონ ადამიანზე ძალადობს". შემდეგ ოცნების პრემიერმა დასძინა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც "უცხოური აგენტები" არიან ნულ თანაგრძნობას იმსახურებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მაგთიკომი" დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. რომელ ტელევიზიას რამდენი კომერციული შემოსავალი ჰქონდა 2025 წელს?
  3. ირაკლი კობახიძე ასახელებს პროფესიებს, რომლებზეც ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა
  4. მშობლები 6 წლამდე მიუღწეველი ბავშვების სკოლაში მიღების აკრძალვას აპროტესტებენ
  5. ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ტვ "იმედი": "იმედს" არანაირი, მათ შორის არც ფინანსური პრობლემა არ ექნება

დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია "იმედი" განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს,…