საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქვეყნის განვითარებას ხშირად სწორედ ის ადამიანები განსაზღვრავენ, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ახალი იდეების ძიებაში არიან, პირველ, მაგრამ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ პოზიტიური ცვლილებისკენ და არსებული რეალობის გაუმჯობესებას ცდილობენ.
სწორედ ასეთი ახალგაზრდების აღმოჩენასა და მხარდაჭერას ემსახურება Forbes Georgia Under 30, რომლის მთავარი წარმდგენი წელს საქართველოს ბანკია.
ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა მხოლოდ კონკრეტული პროექტის ან ინიციატივის ხელშეწყობას არ ნიშნავს — ეს არის ინვესტიცია იმ ადამიანებში, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ვითარდებიან და მომავალს ქმნიან.
საქართველოს ბანკისთვის ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათთვის საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობების გაჩენა სწორედ ამ ხედვის ნაწილია. ბანკი უკვე მრავალი წელია, რაც ქმნის და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელებაში, ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.
არ გაჩერდე: იდეებიდან შესაძლებლობებამდე
ახალგაზრდობის ძალა მოძრაობაშია — სურვილში, რომ სცადო მაშინაც, როცა პასუხები ჯერ არ არსებობს; შექმნა მაშინაც, როცა გზა ჯერ არავის გაუვლია; შეცვალო მაშინაც, როცა ცვლილება რთულად იწყება. სწორედ ეს მოძრაობა იქცევა იდეად, იდეა შესაძლებლობად, შესაძლებლობა კი — ცვლილებად. ამ გზაზე საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერია, რადგან მათი ხელშეწყობა ამ უწყვეტი მოძრაობის ნაწილია.
ეს არის პროცესი, რომელიც განათლებითა და ცოდნით იწყება, შესაძლებლობებით გრძელდება და ადამიანების გაძლიერებით იძენს მნიშვნელობას — საკუთარი გზის აღმოჩენის, ნაცნობს მიღმა გასვლისა და იმის შექმნისთვის, რაც ჯერ არ არსებობს.
ამიტომ "არ გაჩერდე" საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ მოწოდება არ არის. ეს არის იდეა, რომელიც ადამიანებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ უბიძგებს.
"არ გაჩერდე", რადგან მომავალს ერთი ნაბიჯი არ განსაზღვრავს. მას ქმნის ყოველი მცდელობა, მოქმედება და წინსვლა
სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურება Forbes Under 30 — ოცდაათწლამდელთა გლობალური პლატფორმა.
უკვე მერვე წელია, Forbes Georgia მხარს უჭერს ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი გამბედაობით, ინოვაციური ხედვითა და შეუპოვრობით ქვეყნის მომავალს ქმნიან.
წლევანდელი ღონისძიების თემა — Future is Under 30 — იგივე სულისკვეთებას იზიარებს, ხოლო მისი მთავარი წარმდგენი საქართველოს ბანკია.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერები შვიდ კატეგორიაში შეფასდებიან:
- ანტრეპრენერები და მეწარმეები;
- ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;
- ფინანსები;
- განათლება და მეცნიერება;
- ხელოვნება და სტილი;
- სპორტი;
- სოციალური გავლენა.
გამარჯვებულების გამოვლენაში სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად საქართველოს ბანკის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას.
- ფინანსების კატეგორიის ჟიურის წევრია საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი გურეშიძე;
- ანტრეპრენერებისა და მეწარმეების კატეგორიის ჟიურის წევრია საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლევან გომშიაშვილი;
- განათლებისა და მეცნიერების, ასევე სოციალური გავლენის კატეგორიებში გამარჯვებულებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანი ლომთაძე წარადგენს.
მათი მონაწილეობა პროექტში კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ პარტნიორის როლით არ შემოიფარგლება — ბანკის გუნდი უშუალოდ ერთვება იმ ადამიანების აღმოჩენასა და შეფასებაში, რომლებიც არ ჩერდებიან და საკუთარი წვლილი შეაქვთ უკეთესი მომავლის შექმნაში.
"ოცდაათწლამდელთა სიაში მოხვედრა მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის. ხშირად ეს ხდება მნიშვნელოვანი ბიძგი მეტი წარმატებისთვის. გვსურს, საუკუნოვანი მედიაბრენდის ძალა მომავლის შემოქმედთა სამსახურში ჩავაყენოთ", – ამბობენ Forbes Georgia-ში.
"გვჯერა, რომ მომავალი სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც დღეს გაბედულად ფიქრობენ, ქმნიან, მოქმედებენ და არ ჩერდებიან. საკუთარი იდეების რეალობად ქცევის, პოტენციალის გამოვლენისა და სრულად ათვისების პროცესში კი საქართველოს ბანკი მათი მთავარი მხარდამჭერია", - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაცია ღონისძიების შესახებ: 18 სექტემბერს ცისკარი გარდენსში Forbes Georgia 30 Under 30 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელსაც უკვე მერვე წელია, Forbes Georgia ახორციელებს. ღონისძიება აერთიანებს ლიდერებს, ინოვატორებსა და გამორჩეულ ნიჭიერ ახალგაზრდებს. 25 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე "Forbes Georgia 30 Under 30"-ის დაჯილდოების ცერემონიის ბილეთების TKT-სა და biletebi.ge-ზე შეძენისას საქართველოს ბანკის ფიზიკური პირის ნებისმიერი ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. აქცია თითოეული კალათიდან პირველ 80 ბილეთზე ვრცელდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის გამოყენება.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები