FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი მზად არის, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის Starlink-ით აღჭურვილი დრონების გამოყენების უფლება მისცეს, — ამის შესახებ Financial Times წერს.
მათი ცნობით, ამის შესახებ SpaceX-ის ხელმძღვანელმა უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიხაილო ფიოდოროვთან საუბრისას განაცხადა.
თუმცა, მასკმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის "პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს", — განუცხადეს წყაროებმა FT-ს.
ფიოდოროვმა გამოცემას უარი უთხრა მასკთან საუბრის დეტალების გამხელაზე. პუბლიკაციაში არ არის დაზუსტებული, როდის და რა ვითარებაში შედგა მათი საუბარი. მასკს და მის კომპანია SpaceX-ს FT-ის შეკითხვებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გამოცემასთან ინტერვიუში ფიოდოროვმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების გაძლიერება ყველაზე რეალური გზაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად და მისთვის ომის შეწყვეტის იძულებისთვის.
მისივე თქმით, ასეთი დარტყმებისთვის გამოყენებულ შეიარაღებაში დამატებითი ინვესტიციებია საჭირო: "ჩვენ გვჭირდება მეტი რეაქტიული დრონი, გვჭირდება იაფი რაკეტები, გვჭირდება ხელოვნური ინტელექტით მართვადი რაკეტები. პუტინთან სხვა დიალოგის წარმართვა შეუძლებელია. მას მხოლოდ ძალის ესმის".
FT იმასაც წერს, რომ მიხაილო ფიოდოროვი ამჟამად ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების ფონდისთვის ინვესტიციების მოძიებას გეგმავს.
ერთი კვირით ადრე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ დაუჭირა მხარი უკრაინის თხოვნას, რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების შესახებ.
აგვისტოს დასაწყისში ამერიკული გამოცემა The Atlantic-იც წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ილონ მასკმა უარი თქვა უკრაინისთვის Starlink-ის გამოყენების შესაძლებლობის მიცემაზე, რათა უკრაინას რუსეთის სიღრმეში განთავსებულ სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმები განეხორციელებინა.
მიუხედავად ამისა, 26 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც მილიარდერს თავისუფლების ორდენი გადაეცა "ადამიანთა სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და უკრაინისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის".
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები