ირმა ინაშვილი

2 Oct. 2017, 12:09

ცნობილი მიზეზისდა გამო, 2012 წლის 1 ოქტომბერს ბრიუსელში შევხვდი. საქართველოში 15 ოქტომბერს დავბრუნდი. მანამდე იყო უმძიმესი ერთი თვე... არ ვიცოდი, საერთოდ მომიწევდა თუ არა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. ოჯახი, შვილები- თბილისში. მე- ბელგიაში. ყველა საელჩომ დაჩის და ნინის საზღვარგარეთ გაყვანაზე უარი მითხრა. ის თვე სულიერი წამების ერთი, გრძელი თვე იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ. 2012 წლის 15 ოქტომბერს, როცა ჩვენი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ეშვებოდა, დათო თარხან-მოურავს ვუთხარი: რა ბედნიერებაა, რომ მორჩა ის ბოროტება და აღარასდროს მომიწევს აქციაზე მეგაფონით დგომა- თქო. თურმე სად ვბანაობდი.

ახლა რა ადვილად ლაპარაკობენ თავგანწირვაზე. არაფერს ფასი აღარა აქვს. ვიღაცა აქციებზე "აჩკებით" დადიოდა და ლამისაა ბიძინა ივანიშვილს დაუმტკიცოს, შენზე მეტი მე ვიბრძოლეო. 2012 წლის იდეალებიდან "ქართულ ოცნებაში" რა დარჩა? რეალურად შიდა გადატრიალება. რეჟიმთან მებრძოლი "ქართული ოცნების" ლიდერებისა და წევრების ჩაჩოჩება, არსაიდან მოსული, ახალი ბოკერიების გრიალი... ჯიბეშიჩადებული კონსტიტუცია, უზურპირებული საარჩევნო სისტემა და სიღარიბე. შემოხაზეთ ახლა პარტია, რომელმაც ქართველ ხალხს მოუხაზა. გამოვფხიზლდეთ, გამოვფხიზლდეთ...


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ აღადგენს

2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან საია უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემას ნაწილობრივ, საიას გამგეობის წევრთა…