ქალაქში უცნაური ტრენდი გამოჩნდა
ფოტო: სანტინო
თბილისის ურბანულ ყოველდღიურობაში ახალი ეტაპი იწყება. თუ აქამდე მაწონი მხოლოდ სახლის კედლებთან, სამზარეულოს მაგიდასა და ტრადიციულ სადილთან ასოცირდებოდა, სანტინოს ახალმა კამპანიამ ეს აღქმა სრულიად შეცვალა. მოახერხა ის, რაც, ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანდა — ქართული ავთენტური პროდუქტი კულტურულ ფენომენად და თანამედროვე ცხოვრების სტილის განუყოფელ ატრიბუტად აქცია.
ყველაფერი მაწვნის ახალი, ინდივიდუალური პორციით დაიწყო და თავისი კონცეფციით ბუნებრივად მოერგო ქალაქის რიტმს, სადაც წამებიც გადამწყვეტია. შესაბამისად, სანტინოს ჯანსაღი პროდუქტიც სამზარეულოს კონტექსტიდან გამოვიდა და პირდაპირ ოფისებში, მანქანებსა თუ სკვერებში გადაინაცვლა.
კამპანიის ყველაზე თამამი და მოულოდნელი ნაწილი დიზაინერ ირაკლი რუსაძესთან კოლაბორაციაა. მისი დიზაინით შეიქმნა ექსკლუზიური, მინიმალისტური ტყავის აქსესუარი, რომელიც სპეციალურად სანტინოს ინდივიდუალური პორციისთვის დამზადდა და მაწონი თანსატარებელ პროდუქტად აქცია. ეს სიმბოლური ჟესტია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ჯანსაღი ცხოვრება და საკუთარ თავზე ზრუნვა დღეს ყველაზე მოდური არჩევანია.
ფოტო: სანტინო
ექსპერიმენტული აქსესუარი, ე.წ. Matsoni Pocket (მაწვნის ჯიბე) კომერციული გათვლით არ შექმნილა. ეს მხოლოდ კონცეპტუალური გადაწყვეტაა — იდეა, რომლის მიხედვითაც ტრადიციული ქართული პროდუქტი შეიძლება შენი ყოველდღიური სტილის ნაწილად იქცეს. მხოლოდ ნივთები აღარ განსაზღვრავს დღეს ადამიანების ინდივიდუალიზმსა და პერსონას. მთავარი გააზრებული არჩევანია. ასეა კვებაშიც. მით უფრო, რომ 2026 წელს ყველაზე ტრენდული ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ამიტომაც აქცია სანტინომ მაწონი პროდუქტიული დღის ახალ ატრიბუტად. ის მსუბუქი და ესთეტიკურია. რაც მთავარია, მობილური. შეგიძლიათ მიირთვათ პირდაპირ ლეპტოპთან მუშაობისას ან შეხვედრებს შორის მოკლე პაუზის დროს.
სანტინოს პროდუქტი ახალი შეფუთვით არის მათთვის, ვინც აფასებს თავის დროს და არ სურს არჩევნის გაკეთება ხარისხსა და სტილს შორის. ბრენდის ახალმა მიგნებამ გვიჩვენა, რომ კულტურა არ არის სტატიკური, ის დროსთან ერთად ვითარდება. მაწვნის რეპოზიციონირება კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება შეიქმნას ახალი კონტექსტი ძველი, კარგად ნაცნობი გემოსთვის.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
კომენტარები