საუკუნის წინანდელი საქართველო ჰენრი ნორმანის ობიექტივში
ფოტო: ჰენრი ნორმანი / New York, C. Seribner's sons
სერ ჰენრი ნორმანი ინგლისელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი იყო, რომელიც Pall Mall Magazine-ისა და New York Times-ისთვის მუშაობდა.
1900 წელს, პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, მან ჟურნალი World's Clock დააარსა, რომელშიც რუსეთის იმპერატორთან, ნიკოლოზ II-სთან, და აშშ-ს პრეზიდენტთან, თეოდორ რუზველტთან, ინტერვიუები დაიბეჭდა.
1902 წელს გამოიცა მისი წიგნი All The Russians მის მიერვე გადაღებული 125 ფოტოთი, რომელთა შორის იყო ფოტოები და ჩანაწერები საქართველოდან.
ნორმანმა ციმბირში, მოსკოვში, პეტერბურგსა და კავკასიაში იმოგზაურა. თავის ჩანაწერებში ის აღწერს გზას დარიალის ხეობიდან თბილისამდე და ასევე დედაქალაქის ყველა დამახასიათებელ შტრიხს.
გთავაზობთ მისი ჩანაწერების ფრაგმენტებს დარიალიდან - თბილისის ჩათვლით.
ჩემი პირველი დღე კავკასიაში, გზაზე, ცხვრების, თხების, ძაღლების, ვირებისა და მეცხვარეების ზღვაში გაკვლევაში გავატარე. 12 ვერსის გავლის შემდეგ ფოსტის სადგურში გავჩერდით. როგორც სამხედრო გზა, ეს დაწესებულებაც მთავრობის დაქვემდებარებაშია. ბარაკის მსგავსი ცივი და ნაცრისფერი შენობაა. შევდივართ კარში, რომელსაც "ბუფეტი" აწერია. პატარა ბარში ძეხვეული, კურდღლის ხორცი, კავკასიური ყველი და არაყი გვხვდება.
ხეობა უცებ მთავრდება და წინ საოცარი პეიზაჟი იშლება. ველს კლდეების კედლები არტყამს ორივე მხრიდან. ეს პატარა დაშორება მთებს შორის აქაურებს სათავისოდ გამოუყენებიათ და გზა გაუყვანიათ. კიდევ უფრო წინ გზა უცბად ფართოვდება და რუსული ციხესიმაგრე ჩანს - ოთხკუთხა შენობაა, კუთხეებში კოშკებით. კაზაკი პატრული ეჭვის თვალით მიყურებს და დაჟინებით მაკვირდება, როცა კამერას ვიღებ და ციხეს ფოტოს ვუღებ. აქაურობას სიცოცხლის სხვა ნიშან-წყალი არ ემჩნევა.
ეს სტრატეგიული ადგილი, სადაც მტერს ზარბაზნების მობილიზება ძალიან გაუჭირდება, საუკუნეების წინაც იყო ათვისებული. აქვე, ერთ-ერთ მწვერვალზე, თამარ მეფის აშენებული უძველესი ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.
მთიდან სოფელ ანანურში ჩავდივართ. დასახლება ნაცრისფერი მდინარის პირასაა გაშენებული. ღამით აქ ვრჩებით. მგზავრთათვის მხოლოდ ორი სადგურია, მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ცალ-ცალკე. საჭმელი არც ისე კარგია, მაგრამ აქაური ღვინო და პური ყველა მგზავრს აღუდგენს ძალებს.
ეს მცხეთაა, საქართველოს უძველესი დედაქალაქი. არსებობს ლეგენდა და რწმენა, რომ მცხეთა მსოფლიოში ყველაზე ძველი ქალაქია, რომელიც ნოეს შვილთაშვილის შვილთაშვილმა დააარსა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოს მეფეები. დღეს ამ ქალაქზე რკინიგზა გადის, სამხედრო გზა და სამხედრო რკინიგზა სწორედ აქ იკვეთება. პატარა სოფელი ეკლესიებისა და სასახლეების ნანგრევებითაა სავსე, რაც მიანიშნებს, რომ ერთ დროს დიდებული ქალაქი იყო.
გერმანელი ფილოლოგის, პროფესორ ბრუგშის, კალკულაციით, თბილისში საურთიერთოდ სამოცდაათი ენა გამოიყენება. ეს პატარა ინფორმაცია საკმარისია იმისთვის, რომ ამ ქალაქზე წარმოდგენა შეგექმნათ. თბილისი თანამედროვე ბაბილონია, სადაც ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდებიან; დიდი გზაჯვარედინი, სადაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო გზები ერთმანეთს კვეთენ.
თბილისის ერთი ნახევარი პატარა პარიზია ან ლამაზი ბუქარესტი. როცა ქალაქს უახლოვდები თუნუქის წითელი და მწვანე სახურავები მოჩანს და თქვენ წინ საოცრად ფერადი ხედი იშლება. მაგრამ ყველაზე კარგი ხედი ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებიდან ან ბოტანიკური ბაღიდანაა.
თანამედროვე ქალაქში ფართო, მოკირწყლული და ელექტროობით განათებული ქუჩებია. მაღაზიები დიდი და ლამაზია, აქვეა დიდი პარკი, ტრამვაი ყველა მიმართულებით მოძრაობს, ეტლები კი მოსკოვსა და პეტერბურგზე ბევრად უკეთესია - და ზოგადად, ყველაზე უკეთესი, რაც აქამდე მინახავს.
ჩემს სასტუმროში გიდად როსტომი მუშაობს. გერმანელი ფილოლოგის მოწოდებული ინფორმაციის გამოსაცდელად ვკითხე რამდენი ენა იცის მან. როსტომმა მიპასუხა, რომ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ მერე ჩამოთვლა დაიწყო - რუსული, მეგრული - მისი მშობლიური ენა - ქართული, სომხური, სპარსული, ლეკური - დანარჩენი არ მახსოვს, არც ის ვიცი, როგორ იწერება მათი სახელები, მაგრამ საოცარი სიაა. როსტომს ყველა ენა სჭირდება ბაზარში ხალხთან საურთიერთოდ.
თუ თბილისის ერთი ნაწილი ევროპულია, მეორე ნახევარი სრულად აღმოსავლურია. ვიწრო ქუჩებში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, სხედან ვაჭრები - ვერცხლის ოსტატები, იარაღის მჭედლები, ფეხსაცმლის ოსტატები, ხალიჩებით მოვაჭრენი, ხილ-ბოსტნეულის გამყიდველები.
თბილისი, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი, აღმაფრთოვანებელია. ყველა ეროვნების ადამიანს გამორჩეული ტანსაცმელი აცვია და ყველა მათგანს სახასიათო სახე აქვს. თათრებს ადვილად იცნობთ გადაჭრილი კონუსისებრი ქუდებით, ლეკები არწივებს ჰგვანან, სპარსელებს ასტრახანული ბეწვის ქუდები ახურავთ, სომხებს - ბრტყელი კეპები, თურქმენებს - დიდი, ცხვრის ტყავის ბოხოხები; გერმანელებს სვაბიური კოსტუმები აცვიათ, ყველაზე გამორჩეულები კი, ქართველები არიან თავიანთი ჩოხებით.
ასეთ მრავალფეროვან და ერთმანეთისგან მკვეთრად გამორჩეული ადამიანების წრეში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის და წარმომავლობისაა ადამიანი, მათი ქცევა და ჩაცმის სტილი მიანიშნებს, რომ ღირსეული, გამორჩეული და გემოვნებიანი ხალხია.
თბილისის ბაზრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ღვინის ქუჩაა. აქ კახური, წითელი და თეთრი ღვინო იყიდება. ოჯახის ღვინოები ცოტა მჟავეა და არც გამორჩეული გემო აქვს, მაგრამ სუფთაა.
ღვინის ტიკები, რა თქმა უნდა, ბევრგან მინახავს, მაგრამ ღვინით ავსებული მთელი ხარი პირველად ვიხილე, დუქნის შესასვლელთან ვნახე. თავად დუქანი მიწისქვეშაა, ღვინით სავსე კატაკომბი.
თბილისში გამორჩეული აბანოებია. მოზაიკით მორთული დიდი შენობა სომხური ბაზრის ცენტრში დგას. გოგირდის წყაროების სავსე აუზები და დარბაზები მიწისქვეშაა მოთავსებული. აბანოში სიჩუმეა და მხოლოდ ცხელი წყლის შადრევნის შხაპუნის ხმა ისმის.
აბანოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მექისე. ის სპარსელია, რუსულად მხოლოდ ორი სიტყვა იცის. გადაპარსული თავი და ნარინჯისფერი ტერფები აქვს. ჯერ ჯერმინ სტრიტის შამპუერივით გაგსაპნავს, მერე უცებ, მუცელზე წამოწოლილს, ზედ შეგდგება, ქუსლებს ხერხემალში ჩაგაჭერს, ხელებით კი მხრებს გიქაჩავს უკან და ნელ-ნელა, ოსტატურად, ფეხებით ყველა კუნთს გიმასაჟებს. ამას რომ მორჩება, აბრეშუმის ქისით მთლიანად ქაფით დაგფარავს.
ყველაფერი ძალიან კარგია, ვიდრე სიგარეტს არ მოსთხოვ - ის წავა, მოიტანს ერთ ცალს, ჩაიდებს პირში, მოუკიდებს და გაწოდებს. აქ კი დასავლური აზიზობა გერთვება, არადა ამ აღმოსავლელს მხოლოდ კეთილი მიზნები ამოძრავებს.
აბანო ექვსი შილინგი ღირს, მაგრამ რას იზამ, აღმოსავლეთში სისუფთავე ძვირი სიამოვნებაა.
ერთ დროს მოდიდან გადასული ეროვნული სამოსი ახლა ისევ აქტუალურია. ეროვნული ლიტერატურაც ფეხს იკიდებს, ქართველი ქალები კი, ჭორაობის ნაცვლად პოლიტიკაზე საუბრობენ.
ოლივერ ვორდროპი წერდა: "თუ რუსეთი დიდ ომში ჩაერთვება, საქართველო აუცილებლად გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და დარიალის გზას გადაკეტავს. მათ სომხები და ლეკებიც მიბაძავენ". ჩემი აზრით, რუსეთის არც ერთ მტერს ამის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ქართველების ეროვნული პოლიტიკა უკვე წარსულს ჩაბარდა, თუ, რა თქმა უნდა, თვითონ რუსეთი არ დასუსტდა ისე, რომ თავისით დაიშალოს. მეეჭვება, რომ მიუხედავად მათი ეროვნული ტანსაცმლის საბრძოლო შესახედაობისა, ქართველებს თვითორგანიზებისა და წარმატების უნარი ჰქონდეთ.
გარდა ამისა, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ქართველებს დამოუკიდებლობა უნდა ერჩივნოთ. მათ განვითარების იგივენაირი შანსი აქვთ, როგორიც რუსებს. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს კარგად ექცევიან და თან თუ რუსეთთან გაწყვეტენ კავშირს, ახალი მფარველისა და მოკავშირის ძებნა მოუწევთ - რადგან, ჯერ-ჯერობით, მათ არ აქვთ ძალა და უნარი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი. მოკლედ, კავკასიის პატარა ხალხები რუსეთისთვის პოლიტიკურ პრობლემას არ წარმოადგენენ.
-
პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა
გადახედვა
-
შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited) 7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited)
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან" ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან"
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა
-
ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ ნეიტრალური საქართველო "იმედს" და "რუსთავი 2-ს" მოუწოდებს, ევროინტეგრაციაზე დებატები დაიწყონ
გადახედვა
-
თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა














კომენტარები