თუ კბილის ექიმების გეშინიათ და გგონიათ, რომ ამ პროფესიის ადამიანები ყველაზე სასტიკი ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ჯანმრთელობასა და მშვიდ ცხოვრებაზე ზრუნავენ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.

როგორც იცით, რობოტები ძალიან ბევრ პროფესიაში შეიჭრნენ და მათ შორის არის სტომატოლოგიაც.

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში, რობო-დანტისტმა ერთ-ერთ პაციენტ ქალს წარმატებით ჩაუსვა კბილის ორი იმპლანტი. ეს იმპლანტები, თავის მხრივ, 3D პრინტერით დაბეჭდეს.

პროცესს ესწრებოდნენ ადამიანი დანტისტებიც, მაგრამ ისინი ოპერაციაში არ ჩარეულან.

რობოტის შექმნა ჩინეთში არსებული კვალიფიციური დანტისტებისა და შედეგად გამოწვეული კბილის ჩასმის წარუმატებელი ოპერაციების რაოდენობის შესამცირებლად გამოიგონეს. ბოლო მონაცემებით ახალი კბილების ჩასმა 400 მილიონ ჩინელს სჭირდება და ცხადია, ამ რაოდენობის ხალხის დასაკმაყოფილებლად ქვეყანას საკმარისი კადრები არ ჰყავს.