სომხებსა და ქართველებს შიდა პოლიტიკა საგარეო პოლიტიკაზე მეტად აინტერესებთ
Caucasus Barometer-ის 2024 წლის მონაცემების თანახმად, სომხებსა და ქართველებს საერთაშორისო პოლიტიკაზე მეტად შიდა პოლიტიკის საკითხები აინტერესებთ და ამასთან, სომხები უფრო მეტად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, ვიდრე ქართველები.
საზოგადოების პოლიტიკური ინტერესების შესახებ ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რამდენად ინფორმირებულნი და საზოგადოებრივი ცხოვრებით დაინტერესებულნი არიან მოქალაქეები. მკვლევრები დიდი ხნის განმავლობაში დაობდნენ, რომ პოლიტიკური ინტერესი — ხმის მიცემით დაწყებული, პროტესტით დამთავრებული — დემოკრატიული ჩართულობის მთავარი საფუძველია. სამხრეთ კავკასიაში, სადაც არ არსებობს კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები, იმის გაგება, ვინ არის პოლიტიკურად აქტიური და რა კუთხით, გვაძლევს დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწმყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზის საშუალებას.
კავკასიის ბარომეტრის 2024 წლის მონაცემების თანახმად:
საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულია:
სომხები — 45%; ქართველები — 30%
შიდა პოლიტიკით დაინტერესებულია:
სომხები — 63%; ქართველები — 54%
სომხეთის შემთხვევაში, რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ საერთაშორისო პოლიტიკისადმი ინტერესს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
- სქესი: ქალები კაცებზე ნაკლებ ინტერესს იჩენენ.
- ასაკი: უფროსი ასაკის მოქალაქეები (55 წლის და ზემოთ) ორჯერ უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი საერთაშორისო პოლიტიკით, ვიდრე ახალგაზრდები 18-დან 34 წლამდე.
- განათლება: მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ უმაღლესი განათლება, ნაკლებ ინტერესს ავლენენ საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ, ვიდრე ის მოქალაქეები, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული.
შიდა პოლიტიკით დაინტერესების კუთხით, სომხეთის რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ:
- უფროსი თაობა გაცილებით უფრო დაინტერესებულია, ვიდრე ახალგაზრდობა — ამ სტატისტიკაში, 55 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები 27 ერთეულით სჭარბობენ 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდებს.
- უმაღლესი განათლების არმქონენი ნაკლებ ინტერესს იჩენენ.
- შემოსავალი დაკავშირებულია პოლიტიკით დაინტერესებასთან — მდიდარი ოჯახები მეტად არიან სომხეთის შიდა პოლიტიკით დაინტერესებულნი, ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებ ქონებას ფლობს.
შიდა და საგარეო პოლიტიკით დაინტერესება მნიშვნელოვნად არ უკავშირდება დასახლების ტიპს, ეთნიკურ კუთვნილებასა და დასაქმების სტატუსს.
საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესების მოდელი გარკვეულწილად იგივეა საქართველოშიც:
- ქართველი ქალები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი საერთაშორისო პოლიტიკით.
- ასაკოვან მოქალაქეებს ახალგაზრდებთან შედარებით მეტი ინტერესი აქვთ — 55 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები ორჯერ უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი საერთაშორისო პოლიტიკით, ვიდრე 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები.
- ის მოქალაქეები, რომლებიც თბილისის გარეთ ურბანულ ან სასოფლო დასახლებებში ცხოვრობენ, ნაკლებად დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო პოლიტიკით, ვიდრე დედაქალაქის მაცხოვრებლები.
- ეთნიკური უმცირესობები ეთნიკურ ქართველებთან შედარებით ნაკლებ ინტერესს ავლენენ.
- ქონება პირდაპირ უკავშირდება საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებას — ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი, ვიდრე ნაკლები შემოსავლის მქონენი.
რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, რეგრესიული ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ
- სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ნაკლებადაა დაინტერესებული შიდა პოლიტიკით, ვიდრე დედაქალაქში მცხოვრებლები.
- უფროსი ასაკის და შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობა შიდა პოლიტიკის მიმართაც უფრო მეტ ინტერესს ავლენს.
საქართველოში განათლების დონე და დასაქმების სტატუსი არ არის დაკავშირებული არც შიდა და არც საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებასთან.
ორ ქვეყანას შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ტრენდები ერთმანეთს შეესაბამება — ორივე ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული შიდა პოლიტიკით, ვიდრე საერთაშორისო პოლიტიკით. მონაცემები ასევე ცხადყოფს, რომ სომხები უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი პოლიტიკით, ვიდრე ქართველები.
სტატიაში წარმოდგენილი შედეგები აღებულია კავკასიის ბარომეტრის 2024 წლის მონაცემების რეგრესიული მოდელიდან, რომელიც შემდეგ ცვლადებს მოიცავს:
- სქესი — მდედრობითი ან მამრობითი.
- ასაკობრივი ჯგუფი — 18-34; 35-54; 55+.
- დასახლების ტიპი — დედაქალაქი, ურბანული დასახლება, სასოფლო დასახლება.
- ეთნიკური ჯგუფი — ეთნიკური უმრავლესობა და ეთნიკური უმცირესობა.
- განათლების დონე — უმაღლესი განათლება ან უფრო დაბალი საფეხური.
- დასაქმება — დასაქმებული, უმუშევარი.
- ქონება — ფლობს 13 სხვადასხვა უძრავ ქონებას, სიმდიდრის საერთო ინდექსი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები