ნიკოლოზ ალავიძე: Eagle Hills წამგებიანია ინვესტორებისთვის ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით წერს, რომ Eagle Hills "ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტია რაც წამგებიანია ინვესტორებისთვის, ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის". მისივე თქმით, "სახელმწიფომ სრული ფინანსური რისკი აიღო უმნიშვნელო ან საერთოდ ზარალის სანაცვლოდ".
"გავიგეთ რომ, 10 წლის მანძილზე საქართველოს (33%) მოგება იქნება 2 მილიარდი ლარი. ანუ მთლიანად პროექტის მოგება (100%) გამოდის 6 მილიარდი ლარი. ჯობია დოლარში გადავიყვანოთ, რადგან ლარის 10-წლიან რისკს ვერ ავიღებთ. ანუ მოსალოდნელი მოგება $-ში ჯამურად გამოდის:
$2,2 მილიარდი (FX: USD/GEL= 2.7);
33% — $740 მილიონი;
67% — $1.49 მილიარდი;
ვადა: 10 წელი.
…გამოდის ROI: 3.4% ან IRR 10.3%.
რას ამბობენ ეს ფინანსური კოეფიციენტები?
ასეთი მაღალი რისკის პროექტისთვის 3.4% წლიური უკუგება ძალიან დაბალია საერთაშორისო და ყველა სტანდარტით. ბიზნესი გათვლას ყოველთვის აკეთებს თუ IRR/ROI 8–15% ფარგლებშია (რაც მეტი უკეთესი); 8%-ზე ნაკლები ემოციური დაბანდებაა, 5%-ზე ნაკლები — კატასტროფაა.
მაგალითისათვის: ქართული საბანკო სექტორის მოგება 36%-ს აჭარბებს. გაიხსენეთ გამოქვეყნებული ციფრები. მარტივად, ასეთი მონაცემებით არც ერთი ბანკი სესხს არ მოგცემთ არც აქ და არც მარსზე. თანხა დეპოზიტზე რომ განათავსოთ მაღალი რეპუტაციის ბანკში, გაცილებით მეტ უკუგებას მიიღებთ. შეგიძლიათ ქართული და საერთაშორისო ბანკების პირობები მარტივად გადაამოწმოთ ონლაინ.
სულ ახლახან ერთ-ერთმა ქართულმა ბანკმა დიდი ემისია გააკეთა, რაც ძალიან მაგარი ამბავია და აღსანიშნავია რომ 11%-ში მოიზიდეს ლარის რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე. ანუ ამდენს უხდის ინვესტორს წელიწადში ბანკი, უცხოელი ინვესტორები კი ლარის რისკსაც იღებენ და ბანკსაც ენდობიან. მარტივად 11% vs 3.4%. ესეც ინვესტიციაა, რაც საბანკო სექტორმა მოიზიდა. Eagle Hills კი ჩვეულებრივი დეველოპერული პროექტია რაც წამგებიანია ინვესტორებისთვის, ანუ საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ანუ გამოდის, რომ სახელმწიფომ სრული ფინანსური რისკი აიღო უმნიშვნელო ან საერთოდ ზარალის სანაცვლოდ", — წერს ნიკოლოზ ალავიძე.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაბული ინვესტიცია 28 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის მშენებლობისას, 8 000-ს — მშენებლობის შემდეგ, 2–3-ჯერ მეტია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე. ნიკოლოზ ალავიძეს ამის საილუსტრაციოდ შესაბამისი მაგალითები მოჰყავს:
"1. ინვესტიცია და სამუშაო ადგილები
ითქვა: 28 000 ახალი სამუშაო ადგილი მშენებლობისას და 8 000 მშენებლობის შემდეგ პერმანენტული. თუმცა, ვადებზე ჯერ ისევ საიდუმლო ვრცელდება.
რას ნიშნავს ეს რეალობაში და როგორ გამოიყურება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა?
სინგაპური, Marina Bay Sands. პროექტის ღირებულება იყო $5.6 მილიარდი. დასაქმებული კი "მხოლოდ" 10-12,000 ადამიანი;
ნიუ იორკი, Marina Bay Sands, ბიუჯეტი $25 მილიარდი, დასაქმებულთა რაოდენობა 5 000; შემდგომ პერმანენტულად — 2 200;
Dubai Marina, ბიუჯეტი $3 მილიარდი, დასაქმებულთა რაოდენობა 6,000–8,000. შემდგომ პერმანენტული 2,500დე;
Battersea Power Station, ლონდონი (ისტორიული შენობის რეკონსტრუქცია და პროფილის შეცვლა). ბიუჯეტი $11 მილიარდი. დასაქმებულები მშენებლობისას 17 000. გახსნის შემდეგ პერმანენტული 3,000. და ა.შ.
ადვილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, არსად გასაიდუმლოებული ეს ინფორმაცია არაა. ახლა კი ჩვენი "მაგიური" 28,000; რომელიც სულ ცოტა ხნის წინ 31,000 იყო… ანუ გამოდის რომ პირდაპირი სამუშაო ადგილები 2–3-ჯერ მეტია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე. ერთი სამუშაო ადგილის ღირებულება, საერთაშორისო სტანდარტთ ითვლება $80დან 150 ათასის დანახარჯიდან გამომდინარე/საშუალო მიხედვით; ანუ საქართველოს შემთხვევაში ეს ციფრი ახალ რეკორდს დაამყარებს და $236 ათასს ასცდება (6.6 მილიარდის დანახარჯიდან).
2. გადასახადები
საერთაშორისო სტანდარტით მიღებულია გათვლა 0.6–1.2% ფარგლებში პროექტის ღირებულებიდან. ჩვენს შემთხვევაში როდესაც მსოფლიოში საუკეთესო და ლიბერალური საგადახდო სისტემა გვაქვს, გამოვა რომ ეს ნაწილი 2.8% ფარგლებში იქნება. ანუ ესეც 4 ჯერ მეტი ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაა — კონკურენცია არაა არსად? ანუ ეს ციფრები ნამდვილად რეალური გგონიათ? უნდა ვენდოთ ამ ტყუილების ტირაჟირებას? როდესაც წარმოდგენილი ციფრები მნიშვნელოვნად აღემატება სინგაპურს, ნიუ-იორკს, ლონდონს, დუბაისაც კი. არის ეს ქვეყნისთვის სასარგებლო არარეალური "საპნის ბუშტის" ეკონომიკა, თუ ისევ ვიხილავთ, ე.წ. პრემიერის, ან ახლი რომელიმე მინისტრის და მისი მოადგილეების ახალი, ფეშენებელური სახლებიდან რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს ქეშად და ოქროს ზოდებს რკინა-კავეულობით, რეალითი სერიალის მე-2 სეზონში?", — წერს ალავიძე.
ცნობისათვის, ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრად 2019 წლის 10 მაისს დაინიშნა. დანიშვნიდან ექვსი თვის შემდეგ, მან პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
- ამ პროექტს პოზიტივის და პლუსების მეტი არაფერი აქვს - კახა კალაძე Eagle Hills-ზე
- მამუკა ხაზარაძე "ოცნებას" არაბებთან დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას სთხოვს — რა ვიცით $6.5 მლრდ-იან არაბულ ინვესტიციაზე?
- კინო რუსთაველის შენობის პირველ სართულზე არაბული დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის გაყიდვების ოფისი განთავსდება
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები