Erasmus+-ის პროგრამის გზამკვლევი: საქართველოს ხელისუფლება აღარ იქნება უფლებამოსილი, ისარგებლოს ამ გზამკვლევში მოცემული აქტივობებით
ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის 2026 წლის გზამკვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება აღარ იქნება უფლებამოსილი ისარგებლოს ამ გზამკვლევში მოცემული აქტივობებით.
"2024 წლის 19 დეკემბრის საბჭოს დასკვნების შესაბამისად და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პასუხად, ევროკავშირმა ხელახლა განიხილა ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ სარგებელს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას. ევროკავშირის განათლებისა და პროფესიული გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამის — "Erasmus+"-ის — დამამტკიცებელი 2021 წლის 20 მაისის რეგულაციის (EU) 2021/817-ის 20-ე მუხლის გათვალისწინებით, პროგრამიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარება — რაც გულისხმობს ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ ორგანოებს, სააგენტოებსა და სახელმწიფო საწარმოებს — აღარ ჩაითვლება კავშირის ინტერესად. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება აღარ იქნება უფლებამოსილი, ისარგებლოს ამ გზამკვლევში მოცემული აქტივობებით", — წერია Erasmus+-ის პროგრამის გზამკვლევში.
ცნობისთვის, Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში. 2021-2027 პროგრამის ბიუჯეტი €26.2 მილიარდი ევროთი განისაზღვრება და მის მიზანს სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
"Erasmus+-ის დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ განათლების, წვრთნის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს – სკოლებს, უნივერსიტეტებს, პროფესიული განათლების ცენტრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდობის ჯგუფებს. ინდივიდებს (მაგალითად, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ან ახალგაზრდებს) კონკურსში მონაწილეობა ამ ორგანიზაციების მეშვეობით შეეძლებათ.
განაცხადთა უმრავლესობას Erasmus+ პროგრამის ეროვნული სააგენტოები მიიღებენ. ზოგიერთი მიმართულება კი – მაგალითად, ჟან მონეს პარტნიორობები — ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მიერ იმართება. სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია Erasmus+ პროგრამის 2026 წლის გზამკვლევში.
საქართველოს წარმომადგენლებს პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რაც დამოკიდებულია კონკრეტული კრიტერიუმების და პირობების დაკმაყოფილებაზე", — წერია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებიდან პროგრამასთან ასევე არ არიან ასოცირებული: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა და უკრაინა.
-
აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს აშშ ირანისთვის იარაღის შესყიდვებთან დაკავშირებულ 13 პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს
გადახედვა
-
EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს EPP ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
გადახედვა
-
შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა შეუძლია თუ არა გადანერგილ გულს ადამიანის გაახალგაზრდავება? — კვლევა
გადახედვა
-
ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა ციხეებში ადგილების 1.9% არის დარჩენილი — სტატისტიკა
გადახედვა
-
GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია GASOLINE — Reckless-ისა და Tegeta-ს ლიმიტირებული კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია
-
"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს "დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს
გადახედვა
-
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან — საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
-
100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ — ცვლილება დამტკიცებულია
გადახედვა
-
სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა — განათლების სამინისტრო
გადახედვა
-
ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს! ამბოლი ზამთრის საბურავებზე უპრეცედენტო აქციას იწყებს!
-
30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა 30+ სერიალი, რომლებიც New York Times-ის საუკეთესო სერიალთა სიაში ვერ მოხვდა
გადახედვა
-
პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბას გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქთან მისასვლელი გზების პროექტირებისთვის ₾10.3-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
გადახედვა
-
"გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე "გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ლიდერი გვყავდა" — მაჭავარიანი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული იარაღის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს სინდისის პატიმრების მშობლებმა და ოჯახის წევრებმა საზმაუს ახალ შენობასთან 24-საათიანი აქცია დაიწყეს
გადახედვა
-
ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება ხვალ "კათარზისში" კონკურსი "წლის ბებია და ბაბუა" გაიმართება
გადახედვა
-
რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს? რას გულისხმობს პროექტი "პუტინის გზა", რომელიც ერევანში განიხილეს?
გადახედვა
-
კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს? კინემატოგრაფიული გამოსახულება და შთამბეჭდავი ხმა — რატომ ირჩევენ ექსპერტები Samsung-ის 2026 წლის ტელევიზორებსა და აუდიო სისტემებს?
-
დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია" დიდი ბრიტანეთის პრემიერი: "ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებაც ერთ-ერთი ვარიანტია"
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით ისარგებლეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის განახლებული ფუნქციონალებით
კომენტარები