საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ორთაჭალაში „სკოლა ახალი თაობა“ გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა უცვლელი პრიორიტეტია და ამ მიზნით ბანკი არაერთ პროექტს უჭერს მხარს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩართულობით, ორთაჭალაში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლა ახალი თაობა გაიხსნა.
სკოლა 6,700 კვ.მ ფართობზე არის განთავსებული, რეკრეაციულ და ეკოლოგიურად სუფთა ზონაში. კომპლექსი ორ შენობას აერთიანებს — დაწყებითი და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. ორივე კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, რობოტექნიკის სივრცეებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით. სკოლის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კაფეტერია, სპორტული მოედანი და გამწვანებული, მოსასვენებელი ზონები.
გარდა ინფრასტრუქტურისა, სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს სწავლების ხარისხს. სწავლების პროცესში გამოყენებულია ფინურ მოდელზე დაფუძნებული მიდგომები. პედაგოგები კი მუდმივად გადიან საერთაშორისო ტრენინგებსა და პროფესიულ სემინარებს. სკოლაში ფუნქციონირებს რობოტიკის, წიგნიერების, ფსიქოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და გრაფიკული დიზაინის კლუბები.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიმდინარეობს ამერიკული საგანმანათლებლო პროგრამა Cognia-ს დანერგვა, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ საშუალო სკოლის დიპლომს მიიღებენ.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სკოლა, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და სწავლების მეთოდებით განათლების სფეროში ახალ სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს. გვსურდა შეგვექმნა მრავალფეროვანი და უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ცოდნას არ იღებენ, არამედ იზრდებიან როგორც დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და პასუხისმგებლიანი ადამიანები. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, იდეა რეალობად გვექცია და შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემო. ჩვენ ვხედავთ განათლებას, როგორც ქვეყნის განვითარების მთავარ რესურსს. სწორედ ამიტომ, მომავალშიც გავაგრძელებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც აერთიანებს ცოდნას, ტექნოლოგიას და თანამედროვე მიდგომებს და ხელს უწყობს ქვეყანაში განათლების სფეროს განვითარებას”, — განაცხადა ანა უსტიაშვილმა, სკოლა ახალი თაობის დირექტორმა
“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. „სკოლა ახალი თაობა“ მოსწავლეებს თანამედროვე, ტექნოლოგიურად აღჭურვილ სასწავლო, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს სთავაზობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ახალ თაობას თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი ინიციატივები ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებას უწყობს ხელს და მომავალ თაობას შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და მრავალმხრივ განვითარდნენ“, — აღნიშნა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი წეროძემ.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს" კახა კალაძე: "რუსთაველის გამზირზე არსებული ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს"
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
კომენტარები