ირაკლი კუპრაძე: ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება
ძლიერი საქართველო — ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძემ ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს საქართველოს გარეთ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.
"ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ მორიგ მოღალატეობრივ ნაბიჯებს დგამს. ივანიშვილი ცდილობს, მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს წაართვას საარჩევნო ხმის უფლება — ეს არის შესაძლებლობა მიიღო საკუთარ სამშობლოზე გადაწყვეტილება.
ივანიშვილი ამის წართმევას ცდილობს მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, რომელთა დამსახურებითაც ათწლეულების განმავლობაში ხდება საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა, მხარდაჭერა მოქალაქეების, ისინი არჩენენ და ინახავენ საქართველოს მოქალაქეებს.
საარჩევნო უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს არცერთ ხელისუფალს არ მიუღია და არ უცდია, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდო ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ივანიშვილის პირობებში საქართველოდან წავიდა ასეულობით ათასი მოქალაქე, რომელიც გაექცა პოლიტიკურ დევნას, სიღარიბეს, კორუფციას და უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაში ივანიშვილმა შექმნა.
ჩნდება კითხვა — რატომ უნდა ივანიშვილს სწორედ ახლა შეცვალოს და გააუქმოს უცხოეთში საარჩევნო უბნების არსებობა და წაართვას მოქალაქეებს ხმის უფლება მაშინ, როცა მორიგ ე.წ. სტანდარტულ სამართლებრივ პირობებში მორიგი არჩევნები წესით უნდა იყოს 2028 წლის შემოდგომაზე — ეს აჩენს ეჭვებს, რომ ივანიშვილი ემზადება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის.
იმ პირობებში, რომ მან გააუარესა სამართლებრივი მოცემულობა, ის ეცდება, რომ ახალი პროპაგანდისტული, ძალადობრივი მოქმედებებისა და პარტიების აკრძალვის პირობებში სცადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვფიქრობდეთ და განვსაზღვრავდეთ წინააღმდეგობის საერთო სტრატეგიას ივანიშვილის ძალადობრივ ხელისუფლებასთან.
ჩვენ მარტივად ვამბობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების დამარცხება იქნება შეუძლებელი და ის რეპრესიული პირობები, რომლებსაც აყალიბებს ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვერ იმუშავებს. ქართველი ხალხი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს და ივანიშვილს არ უშველის არცერთი რეპრესიული კანონი, რომლის მიღებასაც ის ცდილობს ან აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქართველ ხალხთან ერთად და განსაკუთრებით ემიგრაციასთან ერთად", — თქვა კუპრაძემ.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები