ქარიშხალ ჰარვისა და ირმასგან დაზარალებულთა დასახმარებლად, ჰოლივუდის ვარსკვლავები აქტიურად მუშაობენ, მაგალითად სანდრა ბულოკმა, ლეონარდო დიკაპრიომ, ელენ დეჯენერესმა, დისნეის ანიმაციურმა სტუდიამ და ა.შ თითი-თითო მილიონი დოლარი უკვე გადარიცხეს.

რამდენიმე საათის წინ კი სატელევიზიო მარათონი დასრულდა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ერთდროულად ABC, CBS, NBC და Fox გადასცემდა.

ტრადიციულად აქციაში მონაწილეობა ბევრმა მსახიობმა თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის იყვნენ ჯულია რობერტსი, რიზ უიზერსპუნი, ჯორჯ კლუნი, ბიონსე, ბარბარა სტრეიზანდი, მეთიუ მაკკონაჰი, ოპრა უინფრი, ჯულიანა მური, ჯარედ ლეტო, ნიკოლ კიდმანი, ტომ ჰენკსი და ა.შ.

საბოლოო ჯამში ერთსაათიანი მარათონის ბოლოს მაყურებლისგან შემოსული ზარებით $14 მილიონზე მეტი შეგროვდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდელები სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან, მაგალითად 2012 წელს, ქარიშხალ სენდის შემდეგ ტელემარათონის დროს შემოსულმა თანხამ $23 მილიონს გადააჭარბა.