გადამამტვრიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას — საბა სხვიტარიძემ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაზე ისაუბრა
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტმა საბა სხვიტარიძემ დაკავების დეტალებსა და მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და გაუპატიურების მუქარაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ ნიღბიანი პირები, გადაამტვრიეს ხის ნივთები და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
"მე მინდოდა მომეყოლა ჩემი წამების შესახებ, რაც ჩემი დაკავებიდან მალევე მოხდა. ოქმი რომელიც პროკურატურამ წარადგინა არის ყალბი. მე საერთოდ სხვა ადგილას დამაკავეს და ოქმში წერია, რომ მე ვიყავი მისული მოწმის სტატუსით განყოფილებაში ღამის 4 საათზე — დროშიც აცდენაა.
მე დამაკავეს ზესტაფონის გზაზე, რა დროსაც მამაჩემთან ერთად ვიყავი. როდესაც გამაჩერა პოლიციამ, მე მათ დავემორჩილე. როდესაც ვიკითხე რატომ? მიპასუხეს რომ "გეტყვიან". მე მოვითხოვე ადვოკატი, რაზეც უარი მითხრეს. მე მოვითხოვე ჩაერთოთ სამხრე კამერები, ესეც არ გაითვალისწინეს. მე ვთხოვე მამაჩემს, რომ ადვოკატისთვის დაერეკათ, რა დროსაც მამაჩემს პოლიციამ ჩამოართვა ტელეფონი და აუკრძალა დარეკვა.
მე წამომიყვანეს ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით სადღაც გორთან გადამსვეს შავი სედანის მანქანაში, უკვე სხვა ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხთან — 4 პოლიციელი იყო. ჩამომიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში. მანქანაში მაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე მუქარა გაუპატიურებით.
შემდეგ ჩამომიყვანეს და მომხსნეს ბორკილები და მითხრეს: შენ ხარ ახლა მოწმის სახით დაბარებული და რამე რომ არ გე*ლევა მაგიტომ დაგაკავეთო. მე საშვით შემიყვანეს.
არ ვიცოდი მოწმის სახით თუ ვიყავი, რომ მცოდნოდა არ მივიდოდი და სასამართლოში დაკითხვას მოვითხოვდი.
შემიყვანეს ოთახში, იქ მიდიოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება, მოვითხოვე ადვოკატი და დამცინეს.
შემდეგ შემოვიდნენ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი პოლიციელები, შეიძლება არც იყვნენ პოლიციელები. 4-ნიღბიანი შემოდის, ვინც ოთახში იყვნენ გადიან და კეტავენ კარებს. ამ დროს იწყება ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფა, როდესაც მე ნახევრად გათიშული ვიყავი დივანზე ერთ-ერთი დამახტა.
შემდეგ შემოდიან ვინც თავიდან იყვნენ გაჰყავთ ეს 4 ნიღბიანი და მეუბნებიან — კიდევ გავიმეორებთ.
არ ვიცი რას ითხოვდნენ ჩემგან, მხოლოდ ძალადობდნენ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ფოტოც გადამიღო. მე მოვითხოვე სასწრაფო და ადვოკატი. შემომიტანეს პარკი, რომ შიგნით მერწყია და მომაწოდეს წყალი.
მეუბნებოდნენ, რომ ქათმებში ჩამსვამდნენ და იქ გამაუპატიურებდნენ. გამოვყავარ შემდეგ ამ ხალხს და მე-8 სართულზე ავყავართ. გზაში ვიღაც გვხვდება და მეუბნებიან, რომ ეს არისო, ის იწყებს გინებას, პოლიციელზე ძალადობა ეგრე შეგრჩებაო? ვეუბნები, რომ არ მიძალადია პოლიციელზე.
მერე უფროსის კაბინეტში შევყავარ და იქ მაყენებს შეურაცხყოფას ეს ადამიანი და მეუბნებიან რომ ოქმს ხელი მოვაწერო და ვეუბნები, რომ არაფერს ხელს არ მოვაწერ. შემდეგ შევყავარ სადღაც, მგონი, გამომძიებელთან და იწყება დაკითხვა. მე ვეუბნები. რომ ცუდად ვარ და სასწრაფო მჭირდება და იქაც პარკი მომაწოდეს და იქაც ვარწყიე.
მითხრეს ტანზე აიწიეო და დაზიანებები ჩაიწერეს. გამომძიებელს ეუბნება ეს ადამიანი —გადი კაბინეტიდანო. გადის ეს ადამიანი, შემოდის ისევ ვიღაც ნიღბიანი პოლიციის ფორმაში, ის სამი ადამიანი მაკავებდა და ეს ისევ ძალადობდა ჩემზე. ამ პროცესში მე გადამამტვრიეს ხის ნივთები. ნიღბიანი აპირებდა ცხვირში დარტყმას და თავი გავწიე. როდესაც ამას მორჩნენ, დაუძახეს გამომძიებელს და მან გააფორმა ოქმი.
შემდეგ კაპეზეზე ჩავყავარ. განვაცხადე, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, რაზეც მითხრეს რომ არ გჭირდება სასწრაფოო და შემიყვანეს საკანში. ჩემი ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდებოდა როდესაც სასამართლომდე მომიყვანეს და შემდეგ პენიტენციურში.
როდესაც სასამართლოდან წამიყვანეს, მესმოდა როგორ დასცინოდნენ აქციაზე დაკავებულ ყრუ-მუნჯს. დასცინოდნენ იმაზე, როგორ ტიროდა. შემდეგ მიმიყვანეს პენიტენციურში. მანამდე ვერ ვისარგებლე სამედიცინო დახმარებით, სანამ იქაურმა ექიმებმა არ შემამოწმეს.
ამის შემდეგ სასამართლო მეუბნება, რომ მე ვარ მოძალადე და მე უნდა ვიყო ციხეში. ის მოძალადეები დღემდე გარეთ არიან და აგრძელებენ ადამიანების ცემას. ვხედავთ აქციებზე რაც ხდება. ჩვენ ვითხოვდით გირაოს, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. მე არსად გაქცევას არ ვაპირებ, დიდი ხანია ამ ქვეყნისთვის ვიბრძვი და ეგრეც გავაგრძელებ.
სასამართლოდან ვითხოვ მხოლოდ სამართალს და სამართლიან ქცევას ყველას მიმართ. სასამართლოს წილი ამ უსამართლობაში დიდია — მოძალადეებს აქვთ დაუსჯელობის განცდა.
ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით", — თქვა საბა სხვიტარიძემ პროცესზე (ტექსტს თამთა კახიძე ავრცელებს).
სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა წარუდგინეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 დეკემბერს სხვიტარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 28 იანვარს გაიმართება.
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
კომენტარები