7 გულისამაჩუყებელი საშობაო რეკლამა, რომლებიც დღესასწაულების მთელ ხიბლს გვიჩვენებს
ფოტო: Sainsbury's
შობა-ახალწლის დღესასწაულები ყველა კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პერიოდია. ცხადია, ის დღესასწაული, რომლის მთავარი ტრადიციაც საჩუქრების მიმოცვლაა, გაყიდვების გასაზრდელად ხელსაყრელი დროა, მაგრამ წინასაშობაოდ ბრენდებს უფრო დიდი მისიაც ეკისრებათ: წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითობა, ღირებულებები და მეტად დაუახლოვდნენ მომხმარებელს. ამის მისაღწევად კი, საუკეთესო გზა, რა თქმა უნდა, რეკლამაა.
სადღესასწაულო მარკეტინგის ამოსავალი წერტილი მომხმარებელში დადებითი ემოციის გამოწვევაა: სიყვარულის, ნოსტალგიის, ერთიანობის, მადლიერების, თანადგომის, იმედის... ამ თემებზე კრეატიული, დასამახსოვრებელი შინაარსის მქონე სარეკლამო რგოლის შესაქმნელად კი წამყვანი ბრენდები ძალისხმევას არასდროს იშურებენ. სტატიაში წარმოგიდგენთ 7 გამორჩეულ სადღესასწაულო რეკლამას, რომლებიც შობა-ახალწლის განწყობას ზედმიწევნით გადმოსცემს.
1. "შობა გაზიარებისთვისაა" — Sainsbury's
სუპერმარკეტების ბრიტანული ქსელის, სეინსბერიზის, ეს რეკლამა 2014 წელს გამოვიდა — პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ზუსტად 100 წლისთავზე. ბრიტანეთის სამეფო ლეგიონთან თანამშრომლობით, კომპანიამ ნამდვილ ისტორიულ ამბავზე დაფუძნებით შექმნა სარეკლამო რგოლის სიუჟეტი: როგორ დაზავდნენ საშობაოდ ინგლისელი და გერმანელი სამხედროები. ჯარისკაცებმა ერთი დღით ბრძოლა შეწყვიტეს და სანგრებში სიმღერა დაიწყეს, შობის დილას კი მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთში საჩუქრები გაცვალეს და ნეიტრალურ ტერიტორიაზე ფეხბურთიც ითამაშეს.
2. "აჩუქე ის, რისი ჩუქებაც მხოლოდ შენ შეგიძლია" — Coca-Cola
კოკა-კოლა საუკუნეზე მეტია, შობასთან ასოცირდება და ბრენდიც ყველაზე მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებს სწორედ ზამთრის დღესასწაულებზე მართავს ხოლმე. კომპანიას არაერთი ორიგინალური საშობაო რეკლამა ეკუთვნის, მაგრამ განსაკუთრებულად ემოციური 2020 წელს, კოვიდპანდემიის პერიოდში, გამოშვებული ვიდეორგოლია.
ოსკაროსანი ახალზელანდიელი რეჟისორის, ტაიკა ვაიტიტის, გადაღებულ ვიდეოში ახალგაზრდა კაცი თავისი შვილის წერილის სანტა კლაუსისთვის გადასაცემად ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება. ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვის შემდეგ ჩრდილოეთ პოლუსზე ჩასულ მამას სანტას ქოხი დაკეტილი ხვდება. თუმცა, კოკა-კოლას საქარავნო ფურგონით სახლში დაბრუნებული კაცი აღმოაჩენს, რომ შვილის საშობაო სურვილი ერთადერთია — დღესასწაულზე მამა შინ იყოს.
3. "გაუზიარე შენი ნიჭი" — Apple
CGI-ტექნოლოგიით შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლით წარმოადგინა ეფლმა 2018 წელს თავისი საშობაო კამპანია — Share Your Gifts, ანუ "გაუზიარე შენი ნიჭი" (Gift ინგლისურ ენაში ომონიმია: ნიშნავს ნიჭსაც და საჩუქარსაც და კამპანიაში ორმაგი მნიშვნელობითაა გამოყენებული).
ვიდეორგოლის მთავარი გმირი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული გოგოა, რომელიც მეტისმეტად მორცხვი და არათავდაჯერებულია იმისთვის, რომ საკუთარი შემოქმედება სხვებს გაუზიაროს. თუმცა, ოთხფეხა მეგობრის სიცელქეს მოყოლილი შემთხვევა ყველაფერს ცვლის და გოგოს მალე სადღესასწაულო რუზრუზში გართული მთელი ქალაქი გაიცნობს...
რეკლამას კიდევ უფრო ემოციურს ხდის ბილი აილიშის საგანგებოდ კამპანიისთვის დაწერილი სიმღერა Come out and play ("გამოდი, ვითამაშოთ"), რომლის ტექსტიც იმისკენვე მოგვიწოდებს: "ვიცი, გაშინებს, მაგრამ გპირდები, ეს ამად ღირს — სხვებს აჩვენო, რასაც გულში იმარხავდი. ნუ დაიმალები".
4. "აჩვენე ვინმეს, რომ გიყვარს" — John Lewis
კოკა-კოლას მსგავსად, ბრიტანული სავაჭრო ბრენდის, ჯონ ლუისის, საშობაო რეკლამებიც ტრადიციულ სადღესასწაულო ატრიბუტადაა ქცეული; კომპანია 2007 წლიდან მოყოლებული ქმნის ორიგინალურ სარეკლამო რგოლებს, რომლებითაც ხშირად ამახვილებს ყურადღებას ამა თუ იმ სოციალურ საკითხზე. მაგალითად, 2015 წლის საშობაო ვიდეორგოლი, სახელწოდებით კაცი მთვარეზე, მარტოობის პრობლემას შეეხებოდა.
პატარა ლილი ერთ ღამით თავისი სახლის ტელესკოპიდან შენიშნავს მთვარეზე მცხოვრებ კაცს და მას შემდეგ მიზნად დაისახავს, მარტოსულ მოხუცს ხმა მიაწვდინოს: ღია ბარათს დაამზადებს, მშვილდითაც ისვრის, მაგრამ... მხოლოდ შობა ღამით შეძლებს, კაცს საჩუქარი გაუგზავნოს — ტელესკოპი, რომლითაც თვალზე ცრემლმომდგარი კაცი ფანჯარაში მოღიმარ გოგოს დაინახავს.
სარეკლამო რგოლებისთვის მუსიკის შესაქმნელად, ჯონ ლუისი პოპვარსკვლავებთან თანამშრომლობს, ეს სიმღერები კი ხშირად ჩარტებშიც აღმოჩნდება ხოლმე. 2015 წლის ვიდეოსთვის როკჯგუფ Oasis-ის ცნობილი კომპოზიცია Half the World Away ("ნახევარი სამყაროს მოშორებით") ნორვეგიელმა მომღერალმა ავრორამ ჩაწერა.
5. როცა ჰარი შეხვდა სანტას — Posten
2022 წელს ნორვეგიაში ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობის დეკრიმინალიზაციიდან 50 წლისთავი აღინიშნა. ამ განსაკუთრებულ თარიღს ნორვეგიულმა საფოსტო კომპანია ფოსტენმა თავისი ტრადიციული საშობაო რეკლამა მიუძღვნა.
ვიდეორგოლის მთავარი გმირი ჰარია, რომელიც სანტა კლაუსს თავის სახლში საჩუქრის დატოვებისას გამოიჭერს. მას შემდეგ იგი ყოველი წლის შობას მოუთმენლად ელოდება, რომ სანტას ისევ შეხვდეს და ერთად მცირე დრო მაინც გაატარონ. ერთხელაც, ლოდინით დაღლილი ჰარი ჩრდილოეთ პოლუსზე გაგზავნილი წერილით სანტას სიყვარულში გამოუტყდება: "ძვირფასო სანტა, ერთადერთი, რაც საშობაოდ მინდა, შენ ხარ". სანტაც საჩუქრების დარიგებას ფოსტენს გადააბარებს და დღესასწაულის საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებას ამჯობინებს.
"2022 წელს ნორვეგიაში 50 წელი აღინიშნება მას შემდეგ, რაც შეგვიძლია გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა. ბედნიერ შობას გისურვებთ და გილოცავთ ახალ წელს", — ჩნდება ვიდეორგოლის ბოლოს წარწერა.
6." საჩუქრად ჩვენი ოჯახისგან თქვენსას" — Disney
2020 წელს გამოსული საშობაო რეკლამით, რომელსაც მომდევნო წლებში გაგრძელებებიც მოჰყვა, დისნეიმ ოჯახური ტრადიციების, საყვარელ ადამიანებთან მეტი დროის გატარებისა და მოგონებების მნიშვნელობა შეგვახსენა.
ტრილოგიად ქცეული კამპანიის პირველი ვიდეორგოლის მთავარი გმირი დისნეიზე შეყვარებული ფილიპინელი ლოლაა, რომელსაც ბავშვობაში, 1940 წელს, მიკი მაუსის თოჯინას აჩუქებენ. ათწლეულების შემდეგ, ლოლას თოჯინათი მისი შვილიშვილი, მასავით დისნეიზე შეყვარებული ნიკოლი ერთობა და ბებიასთან ერთად ამზადებს ვარსკვლავის ფორმის სანათებს [ოჯახური თანადგომისა და იმედის სიმბოლო ფილიპინურ კულტურაში]. მერე ნიკოლი იზრდება და ლოლასთან უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებს. მაგრამ ერთხელაც, წინასაშობაოდ ბებიასთან დაბრუნებული გოგო მიკი მაუსის თოჯინას ისევ დაინახავს და სიურპრიზის მოწყობას გადაწყვეტს.
7. "შეზღუდვები დიდების მოგონილია" — საქართველოს ბანკი
წლების წინ დღესასწაულების მოახლოებას აუცილებლად გაუწყებდა საქართველოს ბანკის ორიგინალური სარეკლამო რგოლები ნარინჯისფერი სანტას მონაწილეობით. იყო კამპანია LOVE.BOG.GE-ც, რომელმაც 2010 წელს მთელი საქართველო აამღერა. თუმცა, განსაკუთრებით ემოციური იყო 2019 წლის საშობაო ვიდეორგოლი შესაძლებლობები უსაზღვროა, რომელიც შეგვახსენებს, რომ "შეზღუდვები დიდების მოგონილია".
"ჩვენში ცხოვრობს შინაგანი ბავშვი, რომელიც მუდმივად ცდილობს, გვიბიძგოს შემოქმედებისა და სილაღისკენ", — ასეთი შესავლით იწყება ვიდეო, სადაც ვხედავთ, როგორ იღვიძებენ საშობაოდ ადამიანებში შინაგანი ბავშვები, ზრდასრულებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს თავს აღწევენ და საკუთარ გულისხმას მიჰყვებიან.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა

კომენტარები