ვის და რატომ სურს ნაომარ ქალაქში თავისუფალი სივრცის გაქრობა
ფოტო: ხელოვნების სახლი
"ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის", — ამ წარწერით გამოჩნდა ახალი ინსტალაცია გორის ხელოვნების სახლში 16 ნოემბერს. ინსტალაცია სხვადასხვა დროის საპროტესტო ლოზუნგებსაც მოიცავს: "არა რუსულ კანონს", "კი ევროპას", "ქოცი ვიცი რუსეთში"...
ხელოვნების სახლმა, რომელიც მოხალისეების მიერ შექმნილი თავისუფალი სივრცეა გორში, ინსტალაციის განთავსებიდან რამდენიმე დღეში მიიღო წერილი ქალაქის მერიიდან, რომელიც მათ ხელშეკრულებას შეწყვეტას სთხოვდა.
"გორის მერიის გადაწყვეტილება ცალსახად ჩვენი, ხელოვნების სახლის მიერ გაკეთებულ ინსტალაციას უკავშირდება", — ამბობს TV მონიტორინგთან საუბარში ოთო გვრიტიშვილი, გორელ ფოტოგრაფთა კლუბისა და ხელოვნების სახლის დამფუძნებელი. მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.
ვის სურდა ბოდიშის მოხდა ნაომარი ქალაქიდან
"დამოუკიდებლობის ფასი" — მურალი გორში საცხოვრებელი სახლის კედელზე, რომელსაც 2008 წლის ომის დროს დაბომბვის კვალი ისევ ატყვია.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ხელოვნების სახლის ინსტალაციის მთავარი საპროტესტო გზავნილი, "ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის", ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, გორში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
"აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები", — ამ სიტყვებით მიმართა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ ხალხს.
განცხადებას მაშინ დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ბევრმა ივანიშვილის ნათქვამი კრემლის ნარატივის გამეორებად, "მოღალატეობრივ" ნაბიჯად და "სეპარატიზმის გაღვივების" მცდელობად შეაფასა. მაშინ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების წევრების მხრიდანაც. ივანიშვილის განცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და გორშიც.
პროტესტის მონაწილეები აქცენტს აკეთებდნენ იმაზეც, რომ ბოდიშის მოხდის ინიციატივა გორში გამოითქვა — ქალაქში, რომელშიც 2008 წლის ომის დროს დაბომბვას ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და რომელიც 10 დღის განმავლობაში ჰქონდა ოკუპირებული რუსეთის სამხედრო ძალებს.
რას წარმოადგენს ხელოვნების სახლი
ფოტო: ხელოვნების სახლი
ხელოვნების სახლი, სასწავლო-საგამოფენო სივრცე, რომელიც თავისუფალი და ღიაა სხვადასხვა სახის ინიციატივებისთვის, გურამიშვილის 5-ში, ეგრეთ წოდებული ლომჭაბუკის სკვერშია განთავსებული. გორში მცხოვრებლები, რომლებიც დღეს ხელოვნების სახლს უცხადებენ მხარდაჭერას, იხსენებენ, რომ სკვერი წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ნაგებობა კი — საზოგადოებრივ საპირფარეშოდ. გვრიტიშვილიც ჰყვება, რომ 2016 წელს, როცა გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა პროექტზე მუშაობა დაიწყო, ადგილის ნარჩენებისგან გათავისუფლებას რამდენიმე სატვირთო მანქანაც კი დასჭირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლომჭაბუკის სკვერის, იქ მდებარე მონუმენტისა და ხელოვნების სახლის შენობის რეაბილიტაცია, ისევე, როგორც გორის ბევრი სხვა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენა, ევროკავშირის დაფინანსებით მოხერხდა.
ხელოვნების სახლმა კი, რომელიც დღემდე ფოტოგრაფთა კლუბის მოხალისეობრივ საქმიანობაზე დგას, წლების განმავლობაში უამრავ კულტურულ ღონისძიებას — გამოფენებს, საჯარო ლექციებს, კინოჩვენებებს, პრეზენტაციებს, სადისკუსიო შეხვედრებს, ვორქშოპებს — და ათასობით ახალგაზრდას უმასპინძლა.
რატომ სურთ ახალგაზრდების საყვარელი სივრცის გაქრობა
ინსტალაცია, რომელიც ხელოვნების სახლში 16 ნოემბერს განთავსდა, უახლესი ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთის ცნობილ საპროტესტო ფრაზებს აერთიანებს. თუმცა, გვრიტიშვილის აზრით, "მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ხელისუფლებამ [ინსტალაცია] საკუთარ თავზე მიიღო" და გორის მერიამ ხელოვნების სახლს ხუთ დღეში გაუგზავნა წერილი, რომლითაც ორი თვის წინ განახლებული ხელშეკრულების შეწყვეტას სთხოვდა. ადგილობრივი ხელისუფლება მიზეზად სივრცის საჭიროებას ასახელებს და ხსნის, რომ მუნიციპალიტეტს "სხვა შესაბამისი ქონება" არ გააჩნია. თუმცა, გვრიტიშვილი ამბობს, რომ ქალაქშიც და მუნიციპალიტეტშიც არაერთი აუთვისებელი სივრცეა, რომლის გამოყენება შესაძლებელია.
"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პირდაპირ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან გვაქვს საქმე", — აღნიშნავს ხელოვნების სახლის დამფუძნებელი, — "როცა რაღაც არ მოგწონს, უბრალოდ, დახურე — ასეთი მიდგომაა".
მას შემდეგ, რაც საპასუხო წერილში ხელოვნების სახლმა ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარი განაცხადა, მერიამ სივრცის დატოვების ახალი მიზეზი დაასახელა — ელექტროენერგიის განმხოლოება, რომელიც, პროვაიდერი კომპანიის ცნობით, მერიის თანხმობას საჭიროებს, მაგრამ ხელშეკრულებაში პროცესის ვადები არაა მითითებული.
ჩვენთვის ცხადია, რომ ეს პროცესი წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული.
20 დეკემბრის დილას ამოიწურა განხილვის ვადა განცხადებისა, რომლითაც გორის მერიამ საჯარო რეესტრს მიმართა. ხელოვნების სახლი კი გადარჩენისთვის ბრძოლას სამართლებრივი დავით აპირებს. მათ უკვე შეიტანეს სარჩელი სასამართლოში. 20 დეკემბერსვე, 17 საათზე, იგეგმება მხარდამჭერების შეკრება გორში, ლომჭაბუკის სკვერში, სადაც არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებსაც განიხილავენ.
"სულ რომ შენობის ძალით დატოვება მოგვიწიოს, არასდროს გავჩერდებით", — ამბობს გვრიტიშვილი, — "უკვე დიდი გუნდი ვართ და პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული დაწყებულ საქმეზე. სხვანაირად არ გამოვა".
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა

კომენტარები