Sarahah-ის აპლიკაცია ტელეფონიდან კონტაქტების ამოღებაში "გამოიჭირეს"
ანონიმური მიმოწერის აპლიკაცია Sarahah, როგორც აღმოჩნდა, მთლად ანონიმურიც არ არის. პოპულარული სერვისი, რომელიც ანონიმური მესიჯების მიღებისა და გაგზავნის საშუალებას გაძლევთ, სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით, თქვენი ტელეფონიდან კონტაქტების სიას იღებს და საკუთარ სერვერზე აგზავნის.
ეს პროცესი პირველად კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა ზაქარი ჯულიანმა დააფიქსირა.
სარჰაჰი ამ ინფორმაციაზე წვდომას ღიად ითხოვს. აპის ტელეფონზე ინსტალაციის დროს, ის თქვენს კონტაქტებზე წვდომის ნებართვას გთხოვთ. თუმცა, თუ აპს კონტაქტების აღებაზე უარს ეტყვით, მისი გამოყენება მაინც შეგეძლებათ.
სარაჰაჰის შემქმნელი ზაინ ალ-აბიდინ ტავფიკი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ახალი ფუნქციის, "იპოვე მეგობრების" დასამატებლად გახდა საჭირო. მისი თქმით, ფუნქციის ჩაშვება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. სერვისის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ეს მომხმარებლის ანონიმურობას არ დაარღვევს.
მას შემდეგ, რაც კონტაქტების ტელეფონიდან სერვერებზე გაგზავნის ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, სერვისის შემქმნელმა ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ფუნქცია აპლიკაციის მომდევნო ვერსიიდან გაითიშებოდა. "ამჟამად, ჩვენი სერვერები გაგზავნილ კონტაქტებს არ ინახავენ" — დაამატა მან.
უსაფრთხოების დარღვევა თუ სპამერობა?
აპლიკაციების მიერ კონტაქტების სიაზე წვდომა სიახლე არ არის და ამ ინფორმაციას უამრავი აპი ითხოვს, თუმცა, როგორც წესი, მონაცემებს მომხმარებლის სასარგებლოდ იყენებენ. სარაჰაჰის შემთხვევაში "განგაშის" მიზეზი ის გახდა, რომ დღევანდელი ვერსიით, აპლიკაცია კონტაქტებს მომხმარებლისთვის ხილული არცერთი ფუნქციისთვის არ იყენებდა.
სარაჰაჰის ვებ-ვერსია მომხმარებლებისგან მინიმალურ ინფორმაციას იღებს და შესაბამისად, აქ ყველაფერი რიგზეა. რეალურად, არც აპის მიერ კონტაქტების აღება ნიშნავს, რომ ანონიმური მესიჯის გამგზავნის ვინაობა გამჟღავნდება. თუმცა, ბევრი მომხმარებლისთვის, ეს მაინც არასასიამოვნო ფაქტია.
გარდა ანონიმურობის დარღვევისა, რიგ შემთხვევებში, ასეთ მონაცემებს დიდ კომპანიებზე ჰყიდიან, რომლებიც შემდგომ მათ სარეკლამო კამპანიებისთვის ან მონაცემთა ანალიზისთვის იყენებენ.
მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც გამჟღავნდა, რომ პოპულარულმა სერვისმა Unroll.me მომხმარებელთა პირადი მონაცემები ტაქსის კომპანია Uber-ს მიჰყიდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ასეთი ქმედებები სერვისის სამომხმარებლო პირობებშია აღწერილი, მომხმარებელთა სრული უმრავლესობა უზარმაზარ ტექსტებს არ კითხულობს და სერვისის მომწოდებლის კეთილსინდისიერებას ბრმად ენდობა.
სარაჰაჰის შემქმნელი ირწმუნება, რომ კომპანია მომხმარებლის მონაცემებს არაფერს უპირებს. მიუხედავად ამისა, მომხმარებლის ტელეფონიდან აპლიკაციის სერვერებზე არცერთი ფუნქციისთვის საჭირო მონაცემების გაგზავნა, მიუღებელი ფაქტია.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები