ახალციხეში, სოფელ ურაველთან 1,5 ჰექტარ მიწის ფართობზე ბალახი და რამდენიმე ბუჩქი იწვის. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ახლომდებარე ტყეზე გავრცელების საფრთხე აღარაა.

ადგილზე მეხანძრეთა 4 ჯგუფი მუშაობს.