კონგრესმენ ფრენკ პალონეს თქმით, ალიევმა სასტიკი პროტესტი დააორგანიზა, რომ მას COP29-ში მონაწილეობა ვერ მიეღო
ფოტო: OC Media
ამერიკელმა კონგრესმენმა ფრენკ პალონემ 19 ნოემბერს X-ზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ფაქტობრივად აიძულეს, რომ არ მიეღო მონაწილეობა ბაქოში გამართულ COP29 კლიმატის ცვლილების კონფერენციაში.
პოსტში ამერიკელი კონგრესმენი წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ძალადობრივი საპროტესტო აქცია მოაწყო, რომ მას, სენატორ მარკს და სხვებს კონფერენციაში მონაწილეობა არ მიეღოთ, გააგრძელებს ბრძოლას სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტისთვის და სომხების გათავისუფლებისთვის.
პოსტი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც კონგრესმენმა პალონემა ქვეყანა დატოვა.
ფრენკ პალონე დემოკრატიული პარტიის წევრი, სომხური საკითხების ცნობილი ადვოკატი და კონგრესის სომხურ საკითხთა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.
პალონეს მონაწილეობა ფრაქციაში და მისი როლი სხვა სომხური იდეების განვითარებაში ფართოდ შუქდებოდა პროსამთავრობო აზერბაიჯანულ მედიაში.
შაბათს, ამერიკელ კონგრესმენს უკვე ელოდნენ როგორც პროსამთავრობო მედიის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ის სასტუმრომდე პლაკატებით მიაცილეს, რომლებზეც ეწერა: "პალონე, ბოდიში მოუხადე აზერბაიჯანელ ხალხს ან მოშორდი აქედან", "ემსახურე ხალხს და არა ფულს".
პალონე ცდილობდა, თავიდან აეცილებინა კითხვები და ბრალდებები, მაგრამ COP29-ს ვერ დაესწრო. მეორე დღესვე მან გააუქმა შეხვედრები და აზერბაიჯანი ჩარტერული თვითმფრინავით დატოვა. პალონეს პრესსამსახურის ცნობით, კონგრესმენმა "ფიზიკური ზიანი მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევით აიცილა"
აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, მისმა პრესსამსახურმა აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა:
"პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პალონე და კონგრესის წევრები ორპატიული შეხვედრიდან ჩამოაშორეს. პალონემ მოითხოვა შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის სახელით, რომელიც ბაქოში მიემგზავრებოდა. პალონე მუდმივად ემხრობოდა რეგიონულ მშვიდობას და დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო თავდასხმა და სომხების ეთნიკური წმენდა მთიან ყარაბაღში", — ნათქვამია განცხადებაში
"აღმაშფოთებელია და ძალიან მეტყველი, რომ პრეზიდენტი ალიევი ცდილობს გააჩუმოს აშშ-ს კონგრესის წევრები და თავიდან აიცილოს კრიტიკული დისკუსიები ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის შესახებ სომეხი ხალხისთვის, თუნდაც დახურულ კარს მიღმა", — დასძინა განცხადებაში და პირდაპირ ციტირებს პალონეს.
"მე ვამაყობდი, რომ ორპარტიულმა დელეგაციამ განიცხადა პრეზიდენტ ალიევს, რომ აშშ-ს მთავრობას არ სურს კონფლიქტი რეგიონში და რომ უთანხმოება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით", — ნათქვამია განცხადებაში.
"პალონე […] იმედოვნებდა, რომ COP29 იქნებოდა შესაძლებლობა კონსტრუქციული დიალოგისთვის აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან, რაც გამოიწვევდა სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთთან, მაგრამ მათი იმედები პრეზიდენტმა ალიევმა გაანადგურა“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, სასტუმროსა და აეროპორტის მიმდებარედ შეკრებილმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ პალონეს დაცვის თანამშრომლებთან დაპირისპირების დროს მათ თავს დაესხნენ. რამდენიმე ამტკიცებდა, რომ ისინი ინციდენტის დროს დაშავდნენ. პროსამთავრობო ორგანიზაციების წევრები საჩივრების გამოძიებას ითხოვდნენ. პროსამთავრობო მედიის მიერ გაზიარებული სიის მიხედვით, არცერთი ჩართული ჯგუფი არ იყო დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია.
სომხური საკითხების პოპულარიზაციის გარდა, პალონე ასევე მხარს უჭერდა აზერბაიჯანში სამოქალაქო უფლებების დაცვას.
კერძოდ, მან აიძულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გადაედგათ უფრო ქმედითი ნაბიჯები აზერბაიჯანელი ეკონომისტის გუბად იბადოღლუს გასათავისუფლებლად, რომელიც 2023 წელს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავეს.
დაკავებამდე იბადოღლუ 2014 წლიდან შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და მუშაობდა პროფესორად რატგერსის უნივერსიტეტში, რომელიც პალონეს მეზობელ რაიონში მდებარეობს.
გაურკვეველია, რომელმა საკითხმა გამოიწვია აზერბაიჯანის ხელისუფლების აღშფოთება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევისას სამარხი იპოვეს, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე რუსთავში 33 კილოგრამი "ჰაშიში" ამოიღეს — დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა და ნაშოვნ თანხას ართმევდა — პროკურატურამ მშობელს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
კომენტარები