საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება — საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს.
4 მატჩში მოპოვებული 3 ქულით, საქართველო ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდმა ბულგარეთი უშანსოდ დაამარცხა (3:0), თუმცა თურქეთთან (2:3, 1:4) და ესპანეთთან (0:2) დამარცხდა და ჯგუფიდან პლეი-ოფში გადასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა.
2026 წლის მუნდიალზე მოსახვედრად, საქართველომ ორივე მატჩში უნდა გაიმარჯვოს, თუმცა ამავე დროს, თურქეთმა 0 ქულის მეტი ვერ უნდა აიღოს. საინტერესოა, როგორ მოახერხებს დროებითი ჩავარდნის შემდეგ ძალების მობილიზებას ჩვენი გუნდი, რამდენად იმედიანად დავასრულებთ შესარჩევ ციკლს და ექნებათ თუ არა ახალწვეულებს თავის გამოჩენის საშუალება.
15 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველო დინამო არენაზე ესპანეთს, იმავე ფურია როხას დაუპირისპირდება. ბოლო წლების გათვალისწინებით, ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებთან პაექრობა ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ, მის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთს მიმდინარე შესარჩევში 4 მატჩი აქვს გამართული, სადაც არა მარტო ოთხივე მატჩში გაიმარჯვა, არამედ გოლიც არ გაუშვია (ბურთების შეფარდება: 15-0).
მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის განაცხადში მოხვდნენ, ნოემბრის მატჩებისთვის სრული კონცენტრაციით ემზადებიან. ოთარ კიტეიშვილის შეფასებით, ეს იქნება გამოცდა: ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ შენარჩუნებული აქვს ნაკრებს და რომ ბოლოდროინდელი ჩავარდნა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ. ასევე ხანგრძლივი მკურნალობისა და აღდგენის პროცესში იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძე. დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან ვერ ითამაშებს გიორგი ქოჩორაშვილიც და შესაბამისად, ჩაკვეტაძე-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის ტრიოში 2 ფეხბურთელის არყოფნა ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიოლს ნახევარდაცვის ხაზში გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძეც გამოაკლდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანიოლი რთული ამოცანის წინაშე დგას.
ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლმა შეკრებაზე იხმო:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი).
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ინიციატივით შედგა" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილი გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ მეცნიერებმა იურული პერიოდის ტყის ხმები აღადგინეს — მოუსმინეთ
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს იუსტიციის სამინისტრო ციფრული მმართველობის კუთხით კორეასთან თანამშრომლობის ცენტრის გახსნას გეგმავს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
კომენტარები