მოემზადე ზამთრისთვის — შეცვალე აკუმულატორი თეგეტა მოტორსში
ფოტო: თეგეტა
როცა ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია, ზამთარს სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.
თეგეტა მოტორსი მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ ავტომობილის ფლობის გამარტივების მიზნით, 22 ნოემბრის ჩათვლით აკუმულატორებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია თანხის განაწილებით სარგებლობა.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ ღულაძე, თეგეტა მოტორსის პროდუქტების მთავარი ოფიცერი: “თეგეტა მოტორსის მიზანია, მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კომფორტზე იზრუნოს. პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე გადაუდებელი შეკეთება. აკუმულატორი ავტომობილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული სისტემების მუშაობაში. ის ავტომობილში ენერგიის პირველი წყაროა და აწვდის ყველა მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიას მოითხოვს. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები. დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება, იმისთვის, რომ ზამთრის ცივ ამინდში ავტომობილს პრობლემა არ შეექმნას“.
ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსხვავებული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი, ხარისხის მიხედვით, 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი გამაფრთხილებელ ნიშნებს გამოავლენს. აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვების სისტემაზე. მისი რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს:
- თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს;
- ელექტროსისტემების შეფერხება — განათების ინტენსივობის კლება, ან მულტიმედიასისტემის უეცარი გათიშვა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას;
- თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა შესამოწმებელია.
ფოტო: თეგეტ
აკუმულატორის სასურველი მოდელის შერჩევაში ავტომფლობელებს თეგეტა მოტორსის მაღალკვალიფიციური პერსონალი ეხმარება. სერვისცენტრებში მოქმედებს უსასრულო გარანტია. თეგეტა მოტორსში პრემიუმ და ეკონომკლასის აკუმულატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც გამძლეობითა და გარანტიით გამოირჩევა. მათ შორის:
Varta — გერმანული ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებითა და საიმედოობით. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე სწორედ Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული. თეგეტა მოტორსში ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია, როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული და სტარტ-სტოპ სისტემის ავტომობილებისთვის.
Energizer — ამერიკული ბრენდი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების გათვალისწინებით იწარმოება და გახანგრძლივებული საექსპლუატაციო პერიოდით გამოირჩევა.
Exide — ამერიკული ბრენდი, გლობალური ლიდერი აკუმულატორების წარმოებაში, რომელიც ცნობილია თავისი ეკომეგობრული პროდუქციით.
გარდა აკუმულატორებზე მიმდინარე ფასდაკლებისა, თეგეტა მოტორსის ფილიალებში საბურავების შეძენისას მომხმარებელი გაორმაგებულ ქეშბექს მიიღებს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები